📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ავერსის კლინიკა" - უახლესი სამედიცინო ტენდენციების კვალდაკვალ წარმატებული 14 წლის ისტორია

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„ავერსის კლინიკა" მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელმაც ფუნქციონირება 14 წლის წინ დაიწყო. მის მიზანს მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება წარმოადგენს საქართველოში.

კლინიკა უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, პაციენტებისთვის სრულფასოვანი დიაგნოსტიკისა და საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი მკურნალობის პროცესს, კომპლექსურად უზრუნველყოფს. „ავერსის კლინიკათა" ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალს აერთიანებს. მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოშია წარმოდგენილი და მაღალი მიმართვიანობით გამოირჩევა.

„ავერსის კლინიკას" სამედიცინო მომსახურების ხარისხის არაერთი დამადასტურებელი სერტიფიკატი და აღიარება აქვს მოპოვებული.

მათ შორისაა გერმანული ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციის TÜV SÜD-ის მიერ მინიჭებული ISO 9001. 2013 წლიდან მოყოლებული, კლინიკა რესერტიფიცირებას ყოველ 3 წელიწადში გადის.

აგრეთვე, „ავერსის კლინიკის" ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომელმაც სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის − ISO 15189-ის დაკმაყოფილება შეძლო.

„ავერსის კლინიკის" სტრატეგიული ხედვა დაარსების დღიდან ორიენტირებულია, დაკომპლექტებული იყოს საუკეთესო, მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც კლინიკა შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად განვითარდნენ და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია. პარალელურად, კლინიკის სტრატეგია მიმართულია, რომ აღჭურვილი იყოს უახლესი სამედიცინო აპარატურით. ეს ორი რამ საშუალებას გვაძლევს, ქვეყანაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი მეთოდები დავნერგოთ, რისთვისაც პაციენტებს აქამდე ხშირად საზღვარგარეთ წასვლა უწევდათ. სწორედ ამისკენ არის მიმართული მთლიანად „ავერსის კლინიკის" ძალისხმევა. ჩვენთან ყოველწლიურად 2-3 ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ინერგება, რაც აუმჯობესებს და ხელმისაწვდომს ხდის სამედიცინო მომსახურებას როგორც ტერიტორიული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ამავდროულად, კლინიკაში განვითარებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების მოდელი, რომელშიც ჩვენი ექიმები მუდმივად არიან ჩართულნი. ყველა ექიმი ვალდებულია, სპეციალურ ქულათა სისტემიდან, გარკვეული ქულები დააგროვოს სხვადასხვა პროფესიული აქტივობის მეშვეობით. პარალელურად, „ავერსის კლინიკაში" შემუშავებულია რეზიდენტურის პროგრამები. ჩვენთან აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, რეზიდენტები და მიმდინარეობს მათი ინტენსიური სწავლება. ეს ყველაფერი კი უფრო მეტ აკადემიურობას სძენს კლინიკას და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია", − უყვება Entrepreneur-ს „ავერსის კლინიკის" დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე.

მრავალპროფილური მიდგომისა და განვითარების პარალელურად, კლინიკის სივრცეში განსაკუთრებით ძლიერდება მამოლოგიური მიმართულება, რათა ძუძუს კიბოს მზარდი ტენდენციის საპასუხოდ, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ეფექტური შესაძლებლობები მეტად გახდეს ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი. თუ როგორია ამ დაავადების გავრცელების სტატისტიკა, მახასიათებლები და მისი აღმოჩენა- მკურნალობის შესაძლებლობები, ამის შესახებ „ავერსის კლინიკის" ონკო- მამოლოგი და ქირურგი, თამილა როინიშვილი გვესაუბრება:

„მამოლოგიური მიმართულების გაძლიერება განპირობებულია ზოგადად იმ ფაქტორების გამო, რაც მთელ მსოფლიოში ამ დაავადების ზრდის ტენდენციასთან დაკავშირებით ხდება და მას არც საქართველო ჩამორჩება. მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა მუდმივად ვლინდება და მოსალოდნელია უფრო მეტი ზრდა. ანუ ეს ჩვენი დროის საკმაოდ აქტუალური დაავადებაა. გავრცელების სიხშირის მიხედვით, ქალთა შორის ძუძუს კიბო პირველია, ხოლო სიკვდილობით მეხუთე ადგილზეა. ამ დაავადების წელიწადში დაახლოებით 18 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება. ყოველი მამაკაციდან 6-ს, ხოლო ქალიდან 5-ს ერთხელ მაინც უვლინდება ცხოვრებაში ონკოდაავადება. ძუძუს კიბო, კოლორექტულ და ფილტვის კიბოსთან ერთად, ავთვისებიან სიმსივნეებში ყველაზე მაღალი ინციდენტობის მქონე ონკოდაავადებაა. ამ დაავადებასთან საბრძოლველად, ყველაზე ეფექტური საშუალება ადრეული დიაგნოსტირებაა, რაც ადრეული ასაკიდან რეგულარული გამოკვლევებით მიიღწევა. ნებისმიერ ასაკში ქალმა პრობლემის შემჩნევისთანავე ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მიაკითხოს ექიმს. ეს კულტურა კი მომწიფების ასაკიდან უნდა დაიწყოს, რადგან, იყო ქალი − ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს ამ რისკის წინაშე ყოფნას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. არსებობს სხვა რისკ-ფაქტორებიც, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მათ შორის პოპულაციური რისკ-ფაქტორები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია ინდივიდის/ ების რეგულარული მონიტორინგი და თანმიმდევრული დაკვირვება. შეფასების არსებული მოდელები საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მომატებული რისკის პაციენტები და მათ მიმართ მეტად ყურადღებით ვიყოთ.

რომელი თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საშუალებები და გამოკვლევებია ხელმისაწვდომი „ავერსის კლინიკაში" დაავადების ადრეული დიაგნოსტირებისთვის?

როგორც უკვე ვთქვით, დიაგნოსტირების ეტაპი უმნიშვნელოვანესია. დიაგნოზის მაქსიმალურად ადრე და ზუსტი დასმა, მაღალტექნოლოგიური აპარატურული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ჩვენი მიზანია, დაავადების დიაგნოსტირება კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე შევძლოთ, ანუ პრობლემას პრეკლინიკურ ფაზაში მივაგნოთ. სწორედ ამაში გვეხმარება ის ტექნოლოგიური საშუალებები, რითაც აღჭურვილია „ავერსის კლინიკა". ყურადღებას გავამახვილებდი რენტგენ-მამოგრაფიაზე, რადგან მამოგრაფიული გამოკვლევა ყველაზე მაღალი სენსიტიურობითა და სპეციფიკურობით გამოირჩევა ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების პროცესში. ასევე ძალიან ეფექტურად გამოიყენება სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიაც. საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში ძუძუს გამოკვლევა შესაძლებელია უახლეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზეც, თუმცა ოქროს სტანდარტად მაინც მამოგრაფიული გამოკვლევა მიიჩნევა. რაც უფრო დახვეწილი და მრავალფუნქციურია აპარატი, მით მეტი შესაძლებლობა აქვს ექიმს, რომ ადრეულ ეტაპზე დასვას დიაგნოზი ნატიფი ინსტრუმენტული კვლევების მეშვეობით. „ავერსის კლინიკის" მამოგრაფს აქვს ე.წ. ტომოსინთეზის, ანუ 3D-რეჟიმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ქსოვილი 2-მილიმეტრიანი სისქის ჭრით დავათვალიეროთ და მკაფიო სურათი მივიღოთ. ასევე, ჩვენს მამოგრაფს აქვს კონტრასტირების რეჟიმი, რითაც მეტად ხდება ვიზუალიზაცია და დეტალური გაშუქება. ის ამ ფუნქციის მქონე ერთადერთი აპარატია საქართველოში. კონტრასტირების რეჟიმი განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, როდესაც ზუსტი დიაგნოზი სტანდარტული მამოგრაფიული კვლევით ვერ დგინდება. აქამდე, ასეთ შემთხვევებში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას მიმართავდნენ, რაც დიდ ხარჯებთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული. კონტრასტული მამოგრაფია კი საშუალებას გვაძლევს, რომ დიაგნოზის დაზუსტება თავად მამოგრაფის აპარატზევე მოხდეს და პაციენტმა მნიშვნელოვანი დრო და ფინანსები დაზოგოს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მამოგრაფს აქვს პულტი, რომლითაც პაციენტი აპარატის დაწოლასა და კომპრესიის სიმძლავრეს თავად არეგულირებს. ეს კი არაერთ დისკომფორტს ხსნის და კვლევის პროცესს გაცილებით გვიმარტივებს.

დიაგნოსტირების ეტაპზე დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობის რა შესაძლებლობებია ხელმისაწვდომი თქვენს კლინიკაში?

ძუძუს კიბოს მკურნალობა კომპლექსური და სისტემური პროცესია: ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია. საჭიროებისამებრ ირჩევა ცალკეული ან კომბინირებული მეთოდი. დღეს მსოფლიოში არსებობს სლოგანი, რომლის თანახმად, ამ დიაგნოზით ქალი არ უნდა დარჩეს ძუძუს გარეშე. ამის მიღწევა კი შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკით, რაც ორგანოს შემანარჩუნებელი მკურნალობის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, თუ ტრავმული ჩარევები მაინც ხდება საჭირო, ჩვენთან არსებობს რეკონსტრუქციული ოპერაციები, რომელიც მკურნალობის ეფექტთან ერთად, კოსმეტიკური ეფექტის საკმაოდ კარგ გაუმჯობესებასაც გულისხმობს. ამ პროცესში პლასტიკური ქირურგიც აქტიურად ერთვება და მაქსიმუმი კეთდება, რომ ორგანულ და ვიზუალურ დონეზე ყველაფერი სრულფასოვნად განხორციელდეს.

გარდა რეგულარული შემოწმებებისა, რას ურჩევდით ქალებს და არა მხოლოდ ქალებს, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის, რადგან ცნობილია, რომ მცირე პროცენტულობით, თუმცა ის მამაკაცებშიც გვხვდება.

გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, ძუძუს კიბო ქალების დაავადებად ასოცირდება, მაგრამ მამაკაცებშიც გვხვდება, თუმცაღა იშვიათად. დაავადების შემთხვევებიდან მამაკაცებზე მისი 1% მოდის. მამაკაცებში რისკ- ფაქტორს წარმოადგენს ასაკი (50+), გენეტიკური მუტაციები, გაცხიმოვნებული ქსოვილი, ჰორმონული დისბალანსი, ესტროგენების სიჭარბე, გენეტიკური განწყობა, ალკოჰოლი. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვებას, წონის რეგულირებასა და ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას მამაკაცებმაც უნდა მიაქციონ ყურადღება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალების შემთხვევაშიც ეფექტური პრევენციაა. აქვე საყურადღებოა ბიუსტჰალტერის სწორად ტარება, რომელიც მჭიდროდ არ უნდა იყოს მკერდზე მომდგარი, რათა რაიმე პროცესის პროვოცირებას არ შეუწყოს ხელი. აზღუდის არასწორი ტარებით გამოწვეული ტკივილების გამო, პაციენტები ხშირად მოგვმართავენ.

როგორია თქვენი კლინიკის სამომავლო მიზნები და გეგმები, განსაკუთრებით ონკო-მამოლოგიის მიმართულებით?

მამოლოგია ძალიან დინამიკური დარგია. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ დღეს ამ დაავადების მკურნალობა მოკვეთისა და ტრავმული ოპერაციების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. ტენდენცია მიდის იქით, რომ რაც შეიძლება მცირე ინვაზიური და ქირურგიული ჩარევები გახდეს საჭირო, მკურნალობა კი უფრო დამზოგველი ოყოს. მიდგომები იცვლება და ჩვენც მუდმივად ვცდილობთ უახლესი მეთოდები დავნერგოთ, რათა საქართველოში პაციენტებმა ქვეყნის დატოვების გარეშე შეძლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება. ვემსახურებით იმ გაიდლაინებითა და პროტოკოლებით, რითაც ევროპისა და აშშ-ის სამედიცინო საზოგადოება მუშაობს. ცხადია, მცირე თავისებური ვარიაციები ყველა ქვეყანას აქვს, თუმცა საერთაშორისო ტენდენციების კვალდაკვალ ვვითარდებით. ჩვენი მკურნალობის საბაზისო ტაქტიკა მსოფლიოში აღიარებულ პროტოკოლებს ეფუძნება. ჩვენი სპეციალისტები მაქსიმალურად ჩართულნი არიან საერთაშორისო სამედიცინო პროცესებში, სწრაფად ახდენენ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მათ დანერგვას „ავერსის კლინიკაში".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი