You can be on Entrepreneur’s cover!

5 რჩევა კორონავირუსის პრევენციისთვის თქვენ რას აკეთებთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

By ანა ტიკარაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

შესაძლოა ძველმოდურად ჟღერდეს, მაგრამ კარგად ყოფნისთვის საუკეთესო რჩევა ალბათ დედის ტრადიციული დარიგებაა: ჭამე ჯანსაღად, საკმარისად იძინე, მიიღე ბევრი სითხე და არ ინერვიულო. გიზიარებთ ჩემს რიტუალებს, რომელსაც იმუნიტეტის გასაძლიერებლად და კეთილდღეობისთვის ვაკეთებ.

1. საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მიღებავინც მიცნობს, იცით, რომ უკვე 10 წელზე მეტია, ცხოველურ პროდუქტს არ ვიღებ. ამოღებული მაქვს რაციონიდან რაფინირებული შაქარი, რაფინირებული ზეთი, გლუტენი და სუფრის მარილი. ჩემი დღის რაციონში შედის სხვადასხვა (ძირითადად, ადგილობრივი და სეზონური) ხილი, ბოსტნეული, თხილეული, თესლეული. ყურადღებას ვაქცევ, არ გამომრჩეს მუქი მწვანე ფოთლები − ისპანახი, ქეილი, ჭარხლის ფოთლები, ქინძი, ოხრახუში. ეს ყველაფერი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით. დანამატების სახით ვიღებ C ვიტამინს თუთიასთან ერთად და ასევე D ვიტამინს. მონაცვლეობით ვამატებ აშვაგანდას ან ჟენშენს. ასევე, უკვე წელიწადზე მეტია, დღეში ორჯერ ვიკვებები − ვაკეთებ 18-საათიან (მინიმუმ 16-საათიან) შუალედს სადილიდან მეორე დღის საუზმემდე. ხანგრძლივი კვებითი პაუზა ორგანიზმს საშუალებას აძლევს კონცენტრირდეს თვითგანკურნებაზე.

2. ჰიდრატაციამნიშვნელოვანია სტრუქტურირებული წყალი მივიღოთ − სითხე, რომელიც დამუხტული იქნება დადებითი ვიბრაციით. გაფილტრული წყალი მოთავსებული მაქვს ჭურჭელში, რომელსაც სხვადასხვა პოზიტიური სიტყვა აწერია, მაგალითად: „სიყვარული", „ბედნიერება", „სიხალისე", „ჯანმრთელობა", „ჰარმონია" და ა.შ.

3. ვარჯიშიმართალია, ვეღარც აუზზე დავდივარ და ვეღარც იოგას ცენტრში, მაგრამ ყოველ დილით, 15-20 წუთი ვაკეთებ იოგას Boho Beautiful ონლაინვიდეოებით, და ვინაიდან ჩემი სამსახური-კაფე სოლოლაკშია, ბოტანიკურ ბაღში ვსეირნობ კვირაში 2-3-ჯერ.

4. ძილიამბობენ, რომ სულ ცოტა 7-საათიანი ძილი აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შუაღამემდე მცირე ხნით ძილი მაინც მოვასწროთ. პირადად მე, 10 საათამდე ვიძინებ, რადგან ზუსტად შუაღამემდე შუალედში ყველაზე პროდუქტიულად მუშაობს ორგანიზმი ძალების აღსადგენად.

5. გონების გამოკვებადღეს მენტალური სიჯანსაღე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. საკმაოდ რთულია გაუძლო, რაც ირგვლივ ხდება − ბევრს რადიკალურად შეეცვალა ცხოვრება, ზოგმა ახლობელი დაკარგა, ზოგმაც სამსახური და სტაბილურობა. ამასთან შედარებით, რა მოსატანია, მაგრამ მე, მაგალითად, „ნამუს" კაფე გავხსენი 2019 წლის ოქტომბერში, ფულადი თუ დროის რესურსი დავაბანდე და რამდენიმე თვეში აიკრძალა კიდეც სტუმრების მიღება. ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ესპანეთში სწავლობდა, საქართველოში დაბრუნდა. უმცროსი − პირველ კლასში ონლაინრეჟიმში „წავიდა". ჩემი უცხოელი მეგობარი 20 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და 2020 წლის შობა პირველი იყო, როდესაც თავის ოჯახთან ვერ ჩავიდა. ამ ყველაფერთან საჭიროა შეგუება, რომელიც დიდ ემოციურ თუ მენტალურ რესურსს საჭიროებს. სიმშვიდის შესანარჩუნებლად, დილით 10-წუთიან მედიტაციას ვაკეთებ. ბოლო პერიოდის ტექნიკა მაქვს, ჩაკრების ფერებზე კონცენტრირება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის თანხლებით, რაც ორგანიზმში ენერგიის მიმოსვლას ააქტიურებს. ასევე, უკლებლივ ყოველდღე ვდგები თავზე მინიმუმ 1 წუთით, რაც ფიზიკური სიჯანსაღის გარდა, გუნება-განწყობილებაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ხალისიან აწმყოს.

თქვენ რას აკეთებთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"