📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

შეუკვეთე შენი შემდეგი კერძი "ვის ქიჩენიდან" - ახალი სუპერვარსკვლავები ონლაინსივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

„ვის ქიჩენი" არის ონლაინ-მულტიბრენდული რესტორანი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მომსახურებას, რომელიც აქამდე არ არსებობდა ქვეყანაში. მეტი ინფორმაციის გასაგებად, Entrepreneur დაუკავშირდა „ვის ქიჩენის" თანადამფუძნებელ, ნიკუშა მერკვილაძეს.

ნიკუშა აღნიშნავს, რომ „ყველაფერი დაიწყო ბავშვობის გატაცებიდან საკვებისა და ტექნოლოგიის მიმართ. ადრეული ასაკიდან ვუყურებდი მამას, რესტორანს, ვაკვირდებოდი ამ სფეროს და შაბათ-კვირას დიდ დროს ვატარებდი სამზარეულოში".

„ჩემი სტუდენტობის ოთხი წელი გავატარე მილანში − იტალიაში, სადაც საკვებს მაღალი კულტურული ღირებულება აქვს. შთაგონებული ვიყავი ყველაფრით, რასაც საღამოობით იტალიურ რესტორნებში ყოფნისას ვხედავდი. ამავდროულად, გვერდს ვერ ავუვლიდი იმ ფაქტს, რომ ხანგრძლივი რიგების გამო, შეკვეთილი საჭმელი, როგორც წესი, გვიან მოდიოდა. დარწმუნებული ვარ, სტუდენტები დამეთანხმებიან, რომ ამგვარი შეფერხებები პრობლემებს ქმნის სწავლის დროს, განსაკუთრებით − გამოცდების პერიოდში".

მერკვილაძე აღნიშნავს, რომ იმ დროს ონლაინსერვისები იზრდებოდა და ფართოვდებოდა. მათ შორის, მსოფლიოს ყველაზე ღირებული კომპანიები − Amazon და Airbnb, და მასაც დაებადა იდეა, შეექმნა სწრაფი, ონლაინ, მხოლოდ მიწოდების რესტორანი.

„გარკვეული კვლევის ჩატარების შემდეგ გავიგე, რომ ინტერნეტრესტორნის კონცეფცია საქართველოში არ არსებობდა. მე გამიმართლა, რომ შემდეგ შევძელი, საკუთარი გატაცება და ინტერესი კვების ინოვაციური კონცეფციების მიმართ, ჩემი პარტნიორისთვის გამეზიარებინა, რომელსაც აქვს წარმატებული რესტორნების ქსელისა და საცალო ბიზნესის წარმართვის დიდი გამოცდილება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, სტარტაპი დაგვეარსებინა".

ახლა ისინი აწარმოებენ კვების მულტიბრენდულ, მრავალარხიან ტექნიკურ ბიზნესს, რომელიც ორიენტირებულია სიღრმისეულ კულინარიულ ნოუ-ჰაუზე, კვების ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე. ეს არის პირველი მრავალბრენდული ინტერნეტრესტორანი/სამზარეულო ონლაინ სივრცეში საქართველოში, რომელიც ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლების ცხოვრება გემრიელი კერძების მომზადებით, სწრაფი, უსაფრთხო, ხარისხიანი შეფუთვით და საუკეთესო ფასით. ისინი უკვე არიან პარტნიორები ადგილობრივი მიწოდების სერვისებთან: Glovo, Wolt, Elvis და Bolt food.

რას ნიშნავს ვის ქიჩენი" და რა კონცეფცია არსებობს ბრენდის მიღმა?

ერთი მხრივ, „ვის ქიჩენი" (Vis Kitchen) არის აბრევიატურა ფრაზის − „ვირტუალური საერთაშორისო სწრაფი" (Virtual International Smart), ხოლო მეორე მხრივ, „ვის ქიჩენი" წარმოადგენს საკვების ერთობლივი შეგროვებისა და შეკვეთის კონცეპტს. განვმარტავ: საქართველოში, როდესაც მეგობრები, ოჯახის წევრები ან კოლეგები ერთად არიან და სურვილი აქვთ, შეუკვეთონ საკვები, ყოველთვის არის ლიდერი, რომელსაც შეკვეთის შედგენა ევალება და ის ჩვეულებრივ სვამს კითხვას − ვის რა სურს? ჩვენი კონცეფცია ამას შესანიშნავად პასუხობს: ვის სურს ბურგერი? ვის უნდა ქართული? ვის სურს შაურმა? ვის სურს პიცა? ეს თქვენთვის ნაცნობი შეკითხვები იქნება. შეკითხვაზე, „ვის რა სურს?" − გიპასუხებთ „ვის ქიჩენ" − ვირტუალური სამზარეულო ყველა გემოვნებისთვის!

გვიამბეთ ვის ქიჩენის" შეფმზარეულისა და მენიუს შესახებ, რომელსაც ქმნით.
ამ პროექტზე რამდენიმე მზარეული მუშაობდა. ყველა დეპარტამენტი პროფესიონალების დახმარებით შეიქმნა, რომელთაც აქვთ მაღალი დონის ცოდნა ამა თუ იმ სფეროში. ჩვენ შევქმენით უნიკალური სტრუქტურა და კულტურა, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ თქვენს კართან მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას მოიტანენ.

ძირითადი მიზეზი, რის გამოც, „ვის ბურგერი", „ვის პიცა", „ვის შაურმა" და „ვის ქართული" დავიწყეთ, იყო მათი პოპულარობა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც უნიკალურია მათი ახალი და ხარისხიანი ინგრედიენტების გამო.

რა ხდის ვის ქიჩენს" გამორჩეულს?

„ვის ქიჩენს" აქვს ვირტუალური სამზარეულოს ინოვაციური კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურობასა და დროულობაზე! ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმ ადამიანებზე, რომლებიც შინიდან აძლევენ შეკვეთას; ადამიანებზე, რომელთაც სურთ, საკვები კართან მიუტანონ. ჩვენ გვაქვს მიწოდებაზე ორიენტირებული შეფუთვა, რათა უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული და პროდუქცია მომხმარებელს მაღალი ხარისხით მიეწოდოს. და საბოლოოდ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ფულის საუკეთესო ღირებულებას.

თქვენ დააფუძნეთ ვის ქიჩენი" პანდემიის დროს. ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ მისცა ბიძგი თქვენს იდეას?

ვერ ვიტყვი, რომ პანდემიამ მოგვცა შთაგონება უფრო მეტად, იდეის რეალიზება გვაიძულა. პანდემიამ აჩვენა ასეთი სერვისების საჭიროება და საქართველოში, აშკარად, დააჩქარა მოთხოვნა საკვები პროდუქტების მოწოდებაზე.

გამოწვევები, რომთა წინაშე ახლა დგას ინტერნეტრესტორნი...

უპირველესად, ინტერნეტრესტორნები სიახლეა ბაზარზე. ღირებულების ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები არსებობს − წყაროდან დაწყებული, მიწოდების ჩათვლით, რომელთა მოგვარება აუცილებელია ბიზნესის მდგრადობისთვის.

გარდა ამისა, პანდემიამ დამატებითი ხარჯები გააჩინა და გამონაკლისი არც ჩვენი ბიზნესია. ყოველივე ამან მკვეთრი ცვლილება მოითხოვა − ჰიგიენის კონტროლიდან დაწყებული, ტრანსპორტირების დამატებით ხარჯებამდე.

რა გაქვთ დასახული სამომავლო გეგმებად თქვენი ბიზნესის გასავითარებლად?

ჩვენ ახლა ინტერნეტრესტორანი ვართ, რომელიც მუშაობს 100%-ით მიწოდებაზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ის ადამიანები არიან, რომლებიც ინტერნეტით უკვეთავენ, მაგრამ უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მომსახურების სერვისის შექმნას; ჩვენი მიზანია, გეოგრაფიული გაფართოება და საკუთარ მომხმარებლებთან დაახლოება, სამზარეულოს უფრო ფართო ასორტიმენტის შეთავაზება; ვგეგმავთ კვების ახალი ბრენდების შექმნას; გვსურს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ტექნოლოგიის გამოყენება ჩვენს ოპერაციებში, განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ოპერაციული პროცესები. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ პროცესის ავტომატიზაციას. საბოლოოდ, ჩვენ გვინდა, სუპერვარსკვლავის იმიჯი დავიმკვიდროთ ამ სფეროში.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"