You can be on Entrepreneur’s cover!

პასუხები ყველა შეკითხვაზე, რომლებიც ციფრულ მომთაბარეობაზე გაქვთ ან სულ მცირე, ექვს მათგანზე მაინც. ბოლო ხანებში აქტიური განხილვის თემა გახდა ციფრული მომთაბარეობის ტენდენცია (და ამისათვის ვერავის განვიკითხავთ). ქვემოთ გაეცნობით, თუ როგორ შეგიძლიათ ის თქვენი ცხოვრების წესად აქციოთ.

By გაი ბაჩარი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Medium

გინდ პანდემია იყოს და გინდ -არა, ციფრული მომთაბარეები Instagram-ზე უწინდებურად გვანებივრებენ ეგზოტიკური ადგილებისა და შეხვედრების სურათებით ზღვის სანაპიროზე. ვინ არ ისურვებდა ასეთ ცხოვრებას? სამწუხაროდ, მოლოდინები უნდა გაგიცრუოთ, რადგან რეალობა ისეთივე მომხიბვლელი არ არის, როგორსაც მას სურათებზე ხედავთ სოციალურ ქსელებში. ამ სტატიაში თქვენს ყველა მწვავე შეკითხვას ვუპასუხებთ ციფრული მომთაბარეების შესახებ და იმასაც დავადგენთ, რას ნიშნავს სინამდვილეში თუ ერთ-ერთი მათთაგანი ხართ.

ვინ არის ციფრული მომთაბარე?

ტერმინში „ციფრული მომთაბარე" შტატგარეშე თანამშრომლები და ანტრეპრენერები მოიაზრებიან, რომლებიც დისტანციურად მუშაობას ამჯობინებენ და მუდმივად გზას ადგანან. ცხოვრების ეს წესი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ისეთი საკომუნიკაციო არხების გაჩენამ გახადა შესაძლებელი, როგორიცაა Slack და Trello.

განსხვავებები ციფრულ მომთაბარეებსა და დისტანციურ თანამშრომლებს შორის

ფაქტია, რომ ბევრისთვის ეს ორი ტერმინი ერთსა და იმავეს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ციფრულ მომთაბარესა და დისტანციურ თანამშრომელს ერთმანეთისგან „მოგზაურობის ფაქტორი" განასხვავებს. ციფრული მომთაბარეები განუწყვეტლივ მოგზაურობენ, დისტანციური თანამშრომლები კი, სახლებში ან ახლომდებარე საზიარო სივრცეებში მუშაობენ.

რატომ გახდა ციფრული მომთაბარეობა ასეთი აქტუალური?

ციფრული მომთაბარეები უკვე წლებია არსებობენ, პანდემიამ კი ყველა აიძულა სახლებიდან დაეწყოთ მუშაობა და აჟიოტაჟი გააძლიერა. ბევრმა დამსაქმებელმა დააფასა თუ რა უპირატესობები აქვს დისტანციურ მუშაობას. პანდემიამ ასევე გამოაშკარავა მითი იმის შესახებ, რომ აუცილებლად ოფისში უნდა იყო, რომ რაიმე სამუშაო შეასრულო. Global Workplace Analytics-ის თანახმად, დასაქმებულთა 56% -ს აქვს სამუშაო, რომლის შესრულებაც დისტანციურად შეუძლიათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს აზრს. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Twitter, Paypal და Uber, გადაწყვიტეს მთლიანად დისტანციური მუშაობის პრაქტიკაზე გადასულიყვნენ.

როგორია ციფრული მომთაბარეების მომავალი?

გავბედავ და ვიტყვი, რომ ციფრული მომთაბარეობა ახალი ნორმალური ტრენდი გახდა და სტატისტიკა არ ტყუის.

• Global Workplace Analytics- ის თანახმად, 2005 წლის შემდეგ დისტანციური სამუშაო ძალა 140% -ით გაიზარდა.

State of Independence brief-ის მიხედვით, ჩვიდმეტ მილიონ ადამიანს სურს ციფრული მომთაბარე გახდეს მომავალში.

Statista-ს მიხედვით, 2019 წლის ბოლოს მსოფლიო მასშტაბით 224,000 სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო.

უნდა გახდეთ თუ არა ციფრული მომთაბარე?

ციფრული მომთაბარეობა ყველასთვის არ არის შესაფერისი. ეს არ არის მარტივი, არც მხოლოდ თვითმფრინავში ჩაჯდომაა და ღმერთმა იცის სად გაფრენა. აქ წარმოდგენილი ინფორმაციის მიუხედავად, ციფრული მომთაბარის ცხოვრების წესი იმ ადამიანებისთვისაა მოსახერხებელი, ვისაც ფინანსური შესაძლებლობებიც აქვს (სტაბილური შემოსავალი) და პასუხისმგებლობაც არ ეკისრება ოჯახის წევრებზე ( მაგალითად, მეუღლესა და შვილებზე) და არც ვალდებულნი არიან ერთ ადგილას იცხოვრონ. იძულებული ვარ გაგიმხილოთ, რომ სხვა შემთხვევაში თქვენთვის საკმაოდ რთული იქნება ეს სამუშაო. ნებისმიერი პროფესიას ან ცხოვრების წესს აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ საკუთარი პირობებით მუშაობაზე სასიამოვნო არაფერია.

მოლოდინები და რეალობა

ბილეთის შეძენამდე და თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უნდა რეალურად უნდა იცოდეთ, თუ რას ნიშნავს ციფრული მომთაბარეობა. თქვენი მიზნები უნდა გააანალიზოთ და დარწმუნდეთ, რომ ამას რაიმე ახირების ან თავში მოსული რაღაც ფანტაზიების გამო არ აკეთებთ.

მოლოდინები: ციფრულ მომთაბარეებს ყველაზე დიდი თავისუფლება და დრო აქვთ მთელ მსოფლიოში. ადამიანები ფიქრობენ, რომ ციფრული მომთაბარეები დროის უმეტეს ნაწილს სანაპიროზე კოქტეილებს წრუპავდნენ და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.

რეალობა: სინამდვილეში, ბევრი ციფრული მომთაბარე განუწყვეტლივ მუშაობს და მათ არც დრო აქვთ და არც ენერგია გასართობად. უამრავმა ციფრულმა მომთაბარემ აღიარა, რომ მეტისმეტად გადატვირთულია სამუშაოთი. გარდა ამისა, ისინი საკუთარ თავს აიძულებენ არაფერი გადაავადონ სიზარმაცის გამო. დიდი დისციპლინაა საჭირო, იმ საათების განმავლობაში იმუშაო, რომელიც თვითონ დაუწესე საკუთარ თავს და გამუდმებით ებრძოლო საკუთარ თავს, იმუშაო თუ სადმე სხვაგან გაატარო დრო. მოვალეობებისა და ვადების დავიწყება საკმაოდ ადვილია, როდესაც სამსახურში არ გყავთ ზედამხედველი, რომელიც სულ თავზე გადგათ.

მოლოდინები: უდარდელი ცხოვრება. ბევრი დარწმუნებულია, რომ თითოეული მომთაბარის ჰიმნი და ლოზუნგია: „არ დაიდარდო".

რეალობა: სინამდვილეში, ციფრულ მომთაბარეს უამრავი სადარდებელი აქვს. მათ შორისაა, ბინის მოძებნა უსაფრთხო ადგილას, ადგილობრივ კულტურაში გარკვევა, კანონის დაცვაზე ზრუნვა, თანამშრომლობის სივრცის მოძებნა, საიდანაც მუშაობაა შესაძლებელი, გადასახადების გადახდა და ა.შ. მომთაბარის ცხოვრების სტილი შესაძლოა გვერდიდან დიდებული ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ პირქუშიც კი იყოს. ბევრი მოგზაური უგზოუკვლოდ დაიკარგა ან მოკლეს უცხო ქვეყნებში. მომთაბარეების უმრავლესობის მთავარი საზრუნავი ქვეყანაში ჩასვლისთანავე უსაფრთხოდ დაბინავებაა.

მოლოდინები: ფინანსური თავისუფლება. ბევრი ფიქრობს, რომ ციფრული მომთაბარეები რეგულარულად გამოიმუშავებენ დიდ თანხებს და ფინანსურად დამოუკიდებლები არიან.

რეალობა: ციფრული მომთაბარეები ორ კატეგორიად იყოფიან: დამოუკიდებელი კონტრაქტორები / შტატგარეშე თანამშრომლები და ანტრეპრენერები. ისინი დიდ დროს უთმობენ კლიენტებთან ურთიერთობას, რომ დროებითი სამუშაო ან კონტრაქტები მოიპოვონ. კლიენტის ნდობის მოპოვებასა და მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას კი საკმაო დრო სჭირდება.

ბევრი მომთაბარე ძლიერი კონკურენციის გამო იმაზე დაბალ ხელფასზეც თანახმაა, რასაც იმსახურებს. ციფრული მომთაბარეების უმეტესობა თვითონ არის ფინანსურად პასუხიმგებელი საკუთარ თავზე, და ამიტომ ისინი თვითონ ზრუნავენ ისეთი ანგარიშების გადახდაზე, როგორიცაა ბინა, საკვები, ტანსაცმელი, კომუნალური ხარჯები და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე გაცვლითი კურსი და ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება მოახდენს გავლენას. ამიტომ, ბევრი მომთაბარე იმ ქვეყნებში მიდის სამუშაოდ, სადაც ცხოვრების დაბალი ხარჯებია. ასეთია, მაგალითად ინდონეზია.

მოლოდინები: კარგი ინტერნეტ კავშირი. ბევრი ფიქრობს, რომ ყველგან არის სტაბილური ინტერნეტ კავშირი.

სინამდვილე: ბევრი ციფრული მომთაბარე წინასწარ, ქვეყანაში გამგზავრებამდე ცდილობს დადგენას, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება უსადენო კავშირი. ცუდი ინტერნეტი იმას ნიშნავს, რომ შტატგარეშე თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს ვერ შეასრულებენ და ვერც ვადებში ჩაეტევიან. და თუ ეს ხშირად მოხდება, შესაძლოა სამუშაოც დაკარგონ და კლიენტის ნდობაც.

მოლოდინები: მოგზაურობა. ციფრული მომთაბარეები სულ თვითმფრინავში არიან, რომელიც აქეთ იქით დაფრინავს.

რეალობა: Instagram -ის სურათებს თავი არ მოატყუებინოთ. ზოგიერთ ციფრულ მომთაბარეს სძულს გაუთავებელი მოგზაურობა, მაგრამ არ ამხელს. მათი თქმით, ეს დამღლელია და დიდ დროს მოითხოვს. ისინი მოგზაურობის დაგეგმვისა და ბილეთების დაჯავშნის ნაცვლად,ზოგჯერ მხოლოდ სტაბილობაზე ოცნებობენ. საკმაოდ მძიმეა სულ მოგზაურობის დაგეგმვაზე ზუნვა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც მოსახლეობამ არ იცის ენა, რომელზეც მომთაბარე საუბრობს.

მოლოდინები: აქტიური სოციალური ცხოვრება. ყოველდღიური ცხოვრების წესი -წვეულებები და მეგობრებთან ერთად ყოფნა.

სინამდვილე: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ბევრ ციფრულ მომთაბარეს მარტოობასთან, ახალი მეგობრების შეძენისა და სახლზე დარდთან უწევს გამკლავება. სრულიად ჩვეულებრივი ამბავია მარტოობა და ზოგჯერ სინანულიც მიღებული გადაწყვეტილების გამო. უცხოელისთვის ადვილი არ არის ახალი მეგობრების შეძენა, და თუ ამას მოახერხებთ, დრო დაგჭირდებათ თავისუფლად იგრძნოთ მათთან თავი და ენდოთ მათ. თქვენ, სავარაუდოდ, მთელ თქვენს დროს მუშაობაში, ფილმების ყურებასა და სოციალურ ქსელებში გაატარებთ.

იმედი მაქვს, არ შეგაშინეთ, და არ გადაგაფიქრებინეთ ციფრულ მომთაბარედ მუშაობის იდეა. ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, სერიოზულად გადაგეხედათ და გაგეთვალისწინებინათ, თუ რა ფაქტორებთანაა ეს დაკავშირებული და სწორი არჩევანი გაგეკეთებინათ.

წარმატებებს გისურვებთ!

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"