You can be on Entrepreneur’s cover!

Noxtton კონფერენცია "Technology, State & Individual"-ის მხარდამჭერია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

ტექნოლოგიური კომპანია Noxtton-ი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი კონფერენციის, Technology, State, and Individual, მხარდამჭერია.

Students for Liberty-ს კამპანიის ფარგლებში გამართული კონფერენცია "Technology, State, and Individual" მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კონფერენციაზე მონაწილეები შეძლებენ გაიგონ მეტი ტექნოლოგიური თავისუფლების მნიშვნელობის, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინზე, და გაეცნონ ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ინოვაციებს.

კონფერენციაზე დასწრება მხოლოდ 70 შერჩეულ აპლიკანტს შეეძლება, თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, თვალი ადევნოს სპიკერთა გამოსვლებს Facebook Live-ის მეშვეობით.

"Noxtton-ში გვჯერა, რომ ახალგაზრდებს შორის ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს შესახებ ცნობიერების ამაღლება მათი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. მიზეზი მარტივია - ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტად იზრდება პერსონალურ თუ პროფესიულ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროს შორის კავშირი. ციფრულ სამყაროში მიგრაციის პროცესში კი მნიშვნელოვანია გვესმოდეს მისი სპეციფიკური ასპექტები. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სტუდენტებისა და ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებში და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ტექნოლოგიების შესახებ გაჩენილი უამრავი კითხვისთვის პასუხის გაცემის პროცესში", - განაცხადა მარიამ ბოჭორიშვილმა, Noxtton-ის კორპორატიული მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

"Technology, State, and Individual არის კონფერენცია, რომლის მთავარი მიზანია, ნათლად წარმოაჩინოს ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა თავისუფალი და უსაფრთხო მომავლისთვის. ღონისძიებაზე განხილული იქნება ბოლო წლების ყველაზე აქტუალური თემები ტექნოლოგიურ სფეროში. მოწვეული სპიკერები აღნიშნულ თემებს განიხილავენ განსხვავებული კუთხით, რაც საინტერესო უნდა იყოს ამ სფეროთი დაინტერესებული მსმენელისთვის. ამასთან ერთად, ლექციები იქნება საკმაოდ ინფორმაციული და პროდუქტიული იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აღნიშნული საკითხები შედარებით უცხოა. ბოლოს, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, Noxtton-ს, Students For Liberty-ს და Friedrich Naumann Foundation-ს გაწეული დახმარებისთვის", - ამბობს ივა ნაჭყებია, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის ეროვნული კოორდინატორი.

კონფერენცია გაიმართება 12 ივნისს, European Students For Liberty-ს, Friedrich Naumann Foundation-სა და Freedom South Caucasus-ის მხარდაჭერით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი