📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"თუ ანტრეპრენერი არ ხარ, ანტრეპრენერს ვერ დახატავ" ვინ არის ანტრეპრენერი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

გულამდე რომ მიდიოდე, გულიდან უნდა მოდიოდე.

თუ ანტრეპრენერი არ ხარ, ანტრეპრენერს ვერ დახატავ, ვერ ახსნი, ვერ წარმოიდგენ, ვერ აღწერ.

ანტრეპრენერი პიროვნული განვითარებისა და წარმატების მქსოველია.

დამატებითი ღირებულების შესაქმნელად მოქმედი ყველა ადამიანი, ანტრეპრენერია. ანტრეპრენერია ყველა მოტივირებული ადამიანი, ვისი მოტივაციით, ენერგიითა და ღვაწლით „იწვის" კაცობრიობის საკეთილდღეოდ საშენი კედლების აგური.

ანტრეპრენერი ინჟინერია, რომელიც აწრთობს მიზანდასახულობისა და წარმატების ფოლადს.

ანტრეპრენერი ლაპარაკობს საქმით, აცვია შეუპოვრობა, იკვებება მარცხით.

ანტრეპრენერი უნივერსალური ვარსკვლავია, რომელზე დაკვირვებით შესაძლოა გზის გაგნება.

ანტერპრენერი არის მეწარმე, რომელსაც უპოვია საყრდენი წერტილი, წარუმატებლობის, მარცხის შიშისა და უმოქმედობის ადგილიდან დასაძვრელად.

ანტრეპრენერი ქართული რეალობისთვის არის იდეალური მიგნება, პასუხი სტერეოტიბზე, თუ როგორ აღარ მუშაობს მიდგომა, აქაოდა საქართველოში და საქართველოდან წარმატების მიღწევა შეუძლებელიაო.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ანტრეპრენერი ქვეყნის ხსნაა.

გლობალიზაციის პირობებში, როცა ერთ ღილაკზე დაჭერით შეიძლება შენი ვინაობა პლანეტას გააცნო, ანტერპრენერობა იდეალური გამოსავალია, იდეალური დასაწყისია სიზარმაცის, უმოქმედობის, დღემეხვალიაობის ბეჭებზე დასადებად.

ანტრეპრენერი წარმატების გამავრცელებელი მისიონერია, მისიაა საკუთარი თავის გამოსაძერწად, ასადუღებლად, მოუსვენრობის დასაკარგად.

რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, არ არსებობს წარმატების უნივერსალური ფორმულაც, ანტრეპრენერთა სიმრავლე კი წარმატების ფორმულების სიმრავლეს მოგვიტანს, მათი სიმრავლე კი გამოიწვევს დომინოს ეფექტს.

ანტრეპრენერობა წარმატების სამსჯავროა, სადაც კბილი კბილის წილ მოგეზღება და თვალი თვალის წილ; სადაც სასწორის პინის მეორე მხარეს „შემდგარი" რომ იყო, ამისთვის გაღებული ოფლია, რადგან იმდენს მიიღებ, რამდენსაც გასცემ, იმდენს მიიღებ რამდენსაც ისწავლი, რამდენსაც ადუღდები, რამდენსაც გაანათებ.

ქვეყანას ჰაერივით სჭირდება ანტრეპრენერთა ლაშქარი, რომლებიც იშიშვლებენ უმიზნობისა და უმოქმედობის „დაჟანგულ" ქარქაშებში ჩარჩენილ ქართულ ტალანტებს და მუსრს გაავლებენ უცოდინრობას და სხვადასხვა ინდექსებში დაკავებულ ბოლო ადგილებს.

დაბოლოს, ანტრეპრენერი არის ქვეყნის დროშა, ქვეყნის მომავალი, ქვეყნის სახე. ამიტომ, არ გადავაჭარბებ, თუ დავესესხები გენიოსს და „დროშები ჩქარა"-სთან ერთად, ვიტყვით: ანტრეპრენერები ჩქარა!!!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი