📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად.

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად. მომდევნო საფესტივალოს დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.

კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია - არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ.

ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 18:00 საათზე გაიხსნება.

თბილისის 24-ე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის ზედმიწევნით დაცვით. გარდა ამისა, ფესტივალზე დასწრების მსურველებმა, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესვლამდე უნდა წარმოადგინონ ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორი დოზა), ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის (PCR ან სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი.

ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია;

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!