You can be on Entrepreneur’s cover!

BTU-ს სტუდენტი STEM STUDY VISIT TO ITALY-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

STEM STUDY VISIT TO ITALY-ის 2021 წლის გამარჯვებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტი - ცოტნე ყალიჩავა გახდა.

10 ივნისს, იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით იტალიის ინოვაციებისა და კვლევის დღისადმი მიძღვნილ ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე, ,,STEM Study Visit to Italy''-ს კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

იტალიის ინოვაციების ფონდის, COTEC-ის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, გამოვლინდა 2 გამარჯვებული - ცოტნე ყალიჩავა და ირინა ცაგარეიშვილი. კონკურსის გამარჯვებულები 3-თვიან სრულად დაფინანსებულ სასწავლო ვიზიტს იტალიური SPICI srl-ის Fabritech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

BTU-მ გამარჯვებულებისთვის დამატებითი პრიზები დააწესა და სპეციალური მხარდამჭერი მექანიზმები აამოქმედა:

  • გამარჯვებულებმა მიიღეს სამუშაო შეთავაზება: სასწავლო ტურიდან დაბრუნების შემდეგ, მეწარმეობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველსემესტრულ Startup Bootcamp-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ;
  • გამარჯვებულების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, BTU გამოყოფს სამუშაო სივრცეს და საჩუქრად უზრუნველყოფს სხვადასხვა სერვისებით: მარკეტინგული სერვისები, იურიდიული სერვისები, საფინანსო სერვისები, კომუნიკაცია საერთაშორისო ვენჩურულ ფონდებთან;
  • გამარჯვებულებს გადაეცათ ქართულ ენაზე ნათარგმნი, MIT-ში შექმნილი, ბესტსელერი სახელმძღვანელო ,,გამართული ანტრეპრენერობა, 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად''.


„დაახლოებით 2 კვირის წინ, შეტყობინება მივიღე ჩემი ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ გამოწვევის მიღებაში. მეც არ დავაყოვნე, სასწრაფოდ მოვიძიე საჭირო დოკუმენტები. სამოტივაციო წერილის წერისას უფრო და უფრო გავიაზრე, თუ როგორი უნიკალური შესაძლებლის წინაშე ვიდექი. პირველ რიგში, მადლობა ჩართულ მხარეებს, BTU-ს, GITA-ს, COTEC-სა და ყველა მონაწილე მხარეს იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას.

აღნიშნული სასწავლო ვიზიტი იტალიაში, ვფიქრობ, დამეხმარება პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, ინტერნაციონალიზაციასა და განვითარებაში. მშობლიური უნივერსიტეტის სახელიდან გამომდინარე (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) აუცილებელია მუდამ სწავლასა და კვლევაში ვიყოთ, რათა არ ჩამოვრჩეთ გლობალური ტექნოლოგიების განვითარების ტემპს" - აცხადებს STEM STUDY VISIT TO ITALY-ს გამარჯვებული ცოტნე ყალიჩავა, რომელიც აღნიშნულ წარმატებასთან ერთად ერაზმუსის სტიპენდიანტიც გახლავთ. მან სულ ახლახანს წარმატებით დაასრულა სრულად დაფინანსებული სასწავლო გაცვლითი სემესტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორ - კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია).

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია