📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

3 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ჯეფ ბეზოსის წარმატებას განსაზღვრავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Firstpost

ყველას მოგვეხსენება, რომ ცხოვრებისეული და საქმიანი მიზნების მისაღწევად, ბედნიერი მომენტებით ტკბობისა და წარმატების მოსაპოვებლად, ადამიანს შეზღუდული დრო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვფლობთ ამ ინფორმაციას, ჩვენთვის განკუთვნილი დროის ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას, მაინც იშვიათად ვახერხებთ.

ანტრეპრენერისათვის, მუდმივი პიროვნული ზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, დროის, ენერგიისა და ძალისხმევის ოპტიმიზაცია ის ფაქტორია, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

ყოველდღიური, სასარგებლო ჩვევების გამომუშავება, ადამიანში თვითდისციპლინისა და საყრდენი პრინციპების ჩასახვის წინაპირობაა. ასეთი ჩვევებით გამოირჩევიან მსოფლიოს გავლენიანი და წარმატებული ვარსკვლავები, რომლებიც ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია და ერთ-ერთი ასეთი, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია.

ბეზოსი და სხვა ბიზნეს-ლიდერები, თავიანთ დროსა და ენერგიას, ოპტიმალური აზროვნების მოდელის შექმნაში ხარჯავენ, რომლითაც იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან დასახულ მიზანს.

იმისათვის, რომ გვქონდეს საკმარისი ენერგია და პროდუქტიულად გავატაროთ ცხოვრება, ყურადღება მივაქციოთ ბეზოსის 3 ჩვევას, რომელიც წარმატებულ ლიდერს აყალიბებს.

მივუძღვნათ დღეში რამდენიმე საათი მხოლოდ საკუთარ თავს

ადამიანები, ხშირად სხვებისთვის უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე თავიანთი თავისთვის. ეს შეიძლება იყოს საოჯახო საქმეები, მეგობრებისა და თანამშრომლების დახმარება და ა.შ. ჩვენ გავცემთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა, რაც საბოლო ჯამში, სტრესს იწვევს.

ემპათია მნიშვნელოვანია, თუმცა შეუძლებელია, ეს ჩვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდეს. როგორც ჩანს, ჯეფ ბეზოსს ეს სხვებზე უკეთ ესმის. მან იცის, რომ ბედნიერი ცხოვრებისა და წარმატებული ბიზნესის მისაღწევად, საჭიროა საზღვრების დაწესება და მათი დაცვის უზრუნველყოფა.

ჯეფ ბეზოსის დღის განრიგის შესახებ უამრავი სტატია დაწერილა, თუმცა ყველა მათგანში აღსანიშნავია ის მომენტი, რომ რაც არ უნდა დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, იგი დღის განმავლობაში აუცილებლად გამონახავს დროს საკუთარი თავისთვის. ბეზოსი, ყოველდღე აკეთებს მინიმუმ ერთ ისეთ საქმეს, რომელიც პირადად მას ბედნიერებასა და სიხარულს გვრის.

ბიზნეს-ლიდერები, რობოტები არ არიან. ყოველდღიური რუტინა და დასვენების დღეების გარეშე მუშაობა იწვევს სტრესს, პროფესიულ გადაწვასა და იმედგაცრუებას, რაც ჩვენს პიროვნულ ზრდაზეც ნეგატიურად აისახება. წარმატებული საქმე კარგია, თუმცა პრიორიტეტი ჩვენი პირადი, სულიერი წონასწორობა უნდა იყოს.

დროის საკუთარი თავისთვის დათმობა, ერთგვარი საწვავიცაა იმისათვის, რომ წარმატების მისაღწევად მიმავალ გზაზე, ადამიანი მუდამ ტონუსში და ენერგიით აღსავსე იყოს.

დავუთმოთ დრო, მიზანზე კონცენტრაციას და სამოქმედო ნაბიჯების დაგეგმვას

ჩვენ მიერ დასახული მიზნები, ესაა ის გზა, საითკენაც მივდივართ და რისი მიღწევა გვსურს. ბევრი ლიდერი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით ზუსტად იმიტომ, რომ არ გააჩნიათ მკაფიო მიზანი. ყოველდღიური რუტინა გვახრჩობს, თუკი რაიმე კონკრეტულ მისიას არ ვემსახურებით.

ბეზოსი პროდუქტიულია სწორედ იმიტომ, რომ იგი მიზანმიმართულად გეგმავს თავის დღეს. მის თითოეულ დღეს აქვს მკაფიო მიზანი და წარმატების მაჩვენებლები. როდესაც ვიღვიძებთ გაცნობიერებული, ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაში მყოფი სამოქმედო გეგმით, ეს პიროვნული ზრდის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია.

როდესაც რაიმე ხილულ პროგრესს ვაღწევთ, გვიჩნდება მოტივაცია ზრდის გასაგრძელებლად. ანტრეპრენერები ხშირად საბოლოო მიზნით არიან შეპყრობილი, თუმცა სწორედ მიზნისკენ მიმავალი გზაა მდგრადი განვითარების გარანტია.

ბალანსი უპირველეს ყოვლისა!

მიზანზე ორიენტირებული აზროვნება და ქმედებების მკაფიო თანმიმდევრობა, ძლიერი და ჯანსაღი ჩვევების ფორმირებაში გვეხმარება. ეს ჩვენს მაღალ პროდუქტიულობასა და წარმატებას განაპირობებს, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, ბეზოსის აზრით, უპირველესი - ბალანსის დაცვაა.

თუ ერთადერთი რასაც აკეთებთ - ბეჯითი შრომაა და დროს არ კარგავთ პროგრესით ტკბობასა და მიღწევების აღნიშვნაზე, ადრე თუ გვიან აღარ გეყვარებათ ის საქმე რასაც ემსახურებით. თქვენი წყურვილი გაზარდოთ ბიზნესი, იმედგაცრუებად იქცევა, ვინაიდან შეგექმნებათ შეგრძნება, რომ მუშაობას ბოლო არ უჩანს.

ჯეფ ბეზოსი მიიჩნევს, რომ საჭიროა ,ყოველ დღე გამოვყოთ მცირე დრო, პატარ-პატარა მიღწევების აღსანიშნავად. აუცილებელია განვსაზღვროთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი წარმატებები და მიზნები და მათ აღნიშვნას, საკუთარი თავის წახალისებას, შესაბამისი დრო დავუთმოთ.

ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ბეზოსი, შესაძლოა ჩვენზე პროდუქტიული იყოს, ისაა, რომ მას აქვს სწრაფვა, ოპტიმალურად გამოიყენოს მისთვის განსაზღვრული დრო. მას დიდი მიზნები აქვს და ამ მიზნებს, დაბალანსებული, მოზომილი ნაბიჯებით მისდევს. საბოლოო ჯამში, ალბათ ჯეფ ბეზოსის ასეთმა პრაგმატულმა მიდგომამ განაპირობა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის წარმატება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი