You can be on Entrepreneur’s cover!

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსური მოგზაურობა აუქციონზე $28 მილიონად გაიყიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

12 ივნისს, კომპანია Blue Origin-მა განაცხადა, რომ აუქციონზე ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გასამგზავრებლად გათამაშებული საგზური $28 მილიონად გაიყიდა.

საგზურის მოსაპოვებლად, აუქციონზე ვაჭრობა $4,8 მილიონით დაიწყო. იგი სულ 10 წუთი გაგრძელდა და 20 „ბიდერს" შორის განსაკუთრებით გაცხარებული დაპირისპირება ბოლო 3 წუთის განმავლობაში წარიმართა. სულ, აუქციონზე 7600 ადამიანი 159 ქვეყნიდან იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებულის ვინაობას, რომელიც კოსმოსში Amazon-ის დამფუძნებელთან და მის ძმასთან ერთად იმოგზაურებს, კომპანია არ ასაჯაროებს.

აქამდე, Blue Origin-ს 15 წარმატებული საცდელი ფრენა აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კომერციული ფრენა იქნება კომპანიისთვის, რომლის დროსაც კოსმოსური ხომალდის ბორტზე მგზავრები მოთავსდებიან. ხომალდის სამგზავრო კაფსულა სულ 6 ადამიანს იტევს. ამ მომენტისთვის ჯეფ ბეზოსისა და მისი ძმის გარდა, ეკიპაჟის სხვა წევრების ვინაობა უცნობია.

გასულ კვირას, ბეზოსმა, რომელიც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს კოსმოსურ ფრენამდე 15 დღით ადრე დატოვებს, Instagram-ზე პოსტი განათავსა: „5 წლის ასაკიდან ვოცნებობდი კოსმოსში მოგზაურობაზე. 20 ივლისს, ჩემს ძმასთან ერთად ავისრულებ ამ ოცნებას. ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი, საუკეთესო მეგობრის გარემოცვაში".

ეს მოგზაურობა ნაწილია მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის გაჩაღებული „კოსმოსური ომებისა", სადაც ბეზოსის Blue Origin, ილონ მასკის SpaceX-სა და რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ს უპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ბრენსონმაც სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა თავისი კოსმოსური ხომალდის კომერციული ფრენა, რომელიც წესით, Blue Origin-ზე ადრე უნდა განხორციელდეს.

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის შემოსავლებიდან ყოველ წელს $1 მილიარდს Blue Origin-ის განვითარებაზე ხარჯავს.

კომპანია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მგზავრები მკაცრი სტანდარტის მიხედვით შეირჩევიან. მათი სიმაღლე უნდა იყოს 1,52 სმ-დან 1,93 სმ-მდე, ხოლო წონა 50 კგ-დან 101 კგ-მდე. მგზავრებს უნდა შეეძლოთ რაკეტის სასტარტო კოშკამდე მიმავალი 7 საფეხურის 90 წამში გავლა და 90 წუთის განმავლობაში, გაუნძრევლად, საპირფარეშოსთან წვდომის გარეშე ჯდომა. გარდა ამისა, მათ მოუწევთ აჩქარებისა და დედამიწაზე დაშვებისას, წნევის ცვალებადობასთან გამკლავებაც, რაც ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ აუქციონიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Blue Origin-ის ფონდს, სახელად Club for the Future, რომლის მისიაა, მომავალი თაობისათვის მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სიყვარულის გაღვივება და კოსმოსში ცხოვრებისათვის, სამომავლო პერსპექტიული პროექტების მხარდაჭერა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"