UG Startup Factory-ის რიგით მეშვიდე აქსელერაცის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

22 ივნისს დემო დღე გაიმართება

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UG Startup Factory რიგით მეშვიდე აქსელერაცის პროგრამას ახლორციელებს. 2 თვის მანძილზე სტარტაპერები აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში იდეების განვითარებაზე მუშაობდნენ. 22 ივნისს,19:00-ზე კი დემო დღეზე ისინი ინოვაციურ ბიზნეს იდეებს აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.

entrepreneur.ge

სტარტაპერების შერჩევა 3 ეტაპად განხორციელდა. საბოლოოდ კი შერჩეულ მონაწილეებს მენტორშიფი წარმატებულმა სტარტაპერებმა და დარგობრივმა სპეციალისტებმა გაუწიეს.

პროექტის ფარგლებში სტარტაპერები განაცხადს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ პროტოტიპირების  საგრანტო პროგრამაში შეიტანენ. აღნიშნულ პროგრამასა და 100 000 ლარიან საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით სტარტაპერებს საინფორმაციო შეხვედრა GITA-ს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან, რომლის წარმომადგენლებიც გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ დემო დღის შემდგომ მიიღებენ.

პროექტის ფარგლები სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაცია სტარტაპერებს UG Startup Factory-ს პარტნიორმა ორგანიზაცია NEXIA TA Georgia-მ  და დეველოპერულმა კომპანია Sambrela-მ გაუწია. 

დემო დღეზე დასწრება ნებისმიერ მსურველს რეგისტრაციის საშუალებით შეეძლება.