📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სინგულარმა ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა განსაკუთრებული მიღწევებისა და საერთაშორისო აღიარებისთვის სინგულარს ოქროს ბრენდის ქანდაკება გადაეცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

შაბათს, 26 ივნისს, Global Idea-ს ინიციატივით, მცხეთაში, შატო მუხრანში გაიმართა გლობალური ბრენდის დაჯილდოება. ოქროს ბრენდის რიგით მე-16, ყოველწლიური საზეიმო საღამო მიეძღვნა იმ ინდუსტრიებისა და კომპანიების წარმომადგენლების აღიარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას, რომელთაც საკუთარი ბიზნეს საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული მიღწევები აქვთ.

სინგულარი ამაყობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ აღიარა, როგორც მზარდი, წარმატებული კომპანია და საერთაშორისო ბრენდი. სინგულარი, დაარსების დღიდან, ორიენტირებულია ინოვაციებსა და მაღალ ტექნოლოგიებზე და ამავდროულად, გუნდის წევრებისთვის გამორჩეული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ერთი მეორის გარეშე, არ არსებობს. ზუსტად ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ სიახლეები შევიტანოთ და გავაუმჯობესოთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ შიდა პროცესები და გარე კომუნიკაციის სტრატეგიები. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო Global Idea-ს, საქართველოში ისეთი პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ერთად ვიზეიმოთ იმ ბრენდების მიღწევები, რომელთაც საქმიანობა ლოკალური სტარტაპიდან დაიწყეს და ახლა უკვე საერთაშორისო ბაზარზე აგრძელებენ წარმატების ისტორიას - აღნიშნავს გიორგი შამუგია, სინგულარის CEO და თანადამფუძნებელი.

საქართველოში, მცხეთაში გამართული დაჯილდოების ცერემონიას, რომელსაც "ბიზნეს სამყაროს ოსკარსაც" უწოდებენ, რეგიონში ყველაზე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, გამჭვირვალე და პროფესიონალურად წარმართული პროცესის გამო. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან ეკონომიკის სფეროს ექსპერტები, უნივერსიტეტების პროფესორები, სახელმწიფო და არასახელმწიფო ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენენ ნომინანტ კომპანიებს.

ნომინანტების შეფასების კრიტერიუმები მოიცავს: ბრენდის ცნობადობას, PR და მარკეტინგული აქტივობების ხარისხს, მენეჯმენტის სისტემებს, ხარისხის მართვასა და ბიზნესის მუდმივ განვითარებას.

გარდა ამისა, საქართველოში არსებულ მომხმარებელთა გაფართოებულ შერჩევას ეგზავნება კითხვარი იმისთვის, რომ სწორად შეფასდეს ბრენდის ცნობადობისა და ნდობის მასშტაბი.

Global Idea 2006 წლიდან აჯილდოებს კომპანიებს ოქროს ბრენდის წოდებით; ამ ჯიდლოს მფლობელ ბრენდებს შორის არიან დიდი ქართული კომპანიები და საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ბრენდები.

სინგულარი (www.singular.uk) საერთაშორისო კომპანიაა მალტაში სათავო ოფისით და უმაღლესი დონის iGaming ოპერატორებთან თანამშრომლობის 10+ წლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროდუქციას ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოქნილი პროცესების გამოყენებით. სინგულარის პორტფელი მოიცავს iGaming-ის მოქნილ და კომპლექსურ პლატფორმას, ბაზარზე საუკეთესო მახასიათებლების მქონე სპორტული ფსონების პლატფორმას, საცალო გადაწყვეტილებებსა და კაზინოს 7000-ზე მეტ თამაშს. კომპანია სამი ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობს - სანდოობა, მოქნილობა და ინოვაცია; რომლებსაც აერთიანებს კომპანიის სლოგანი BE OUTSTANDING. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს singular.uk.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან