⚡ Get All Content for 20% Off ⚡

5 საინტერესო ფაქტი ილონ მასკზე აი ამდენი რამ მოასწრო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ილონ მასკი 1971 წლის 28 ივნისს, პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში დაიბადა და სამი ქვეყნის − სამხრეთ აფრიკის, კანადისა და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. ამჟამად, მასკი ლოს ანჯელესში ცხოვრობს. ბოლო წლების განმავლობაში, ილონ მასკი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია მოქცეული. იგი თავისი არაორდინარულობითა და უშრეტი ენერგიით, კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან უამრავ პროექტსაა შეჭიდებული და ამავდროულად, სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვისაც სისტემატურად იცლის. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, Entrepreneur ილონ მასკის შესახებ 5 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ.

1. ილონ მასკმა, 12 წლის ასაკში ვიდეოთამაში შექმნა

იცოდით, რომ მასკმა 12 წლის ასაკში ვიდეოთამაში − Blastar შექმნა? ვინაიდან იგი თამაშებით, სამეცნიერო ფანტასტიკითა და პროგრამირებით პატარაობიდანვე იყო გატაცებული, ინსპირაცია Space Invaders-ისგან მიიღო და კოსმოსურ თემატიკაზე თამაშის კოდის დაწერა მოახერხა. მოგვიანებით, ეს თამაში ერთ-ერთმა სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ მისგან 500 დოლარად შეიძინა.

2. ილონ მასკმა სტენფორდში სწავლა 2 დღეში მიატოვა

პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხისა და ორი დიპლომის მიღების შემდეგ, მასკი სტენფორდში ფიზიკის შესასწავლად, კალიფორნიაში გადასახლდა. სამწუხაროდ, მან სწავლა ზუსტად 2 დღეში მიატოვა და გადაწყვიტა, მთელი თავისი დრო საკუთარ კომპანია Zip2 Corporation-ისთვის დაეთმო.

3. დღეის მდგომარეობით, მასკმა 8 წარმატებული კომპანიის დაარსება მოახერხა

ილონ მასკს, თავისი აწ უკვე 50-წლიანი სიცოცხლის განმავლობაში, 8 კომპანია აქვს დაფუძნებული, ესენია: Zip2, PayPal, SpaceX, Tesla, Hyperloop, OpenAI, Neuralink და The Boring Company.

4. ილონ მასკის წლიური ხელფასი Tesla-ში 1 დოლარს შეადგენს

იცოდით, რომ ილონ მასკი Tesla-სგან, ხელფასის სახით წლიურად 1 დოლარს იღებს? ცხადია, Tesla-ს გენერალური დირექტორის შემოსავალი მნიშვნელოვნად მის აქციებზეა დამოკიდებული, თუმცაღა, იყო დრო, როდესაც მასკს, მართლა ერთი დოლარით გაჰქონდა თავი და ფინანსურად ძალიან უჭირდა.

5. მასკმა კინაღამ გაყიდა Tesla

ჯერ კიდევ 2013 წელს ილონ მასკს, ფინანსური პრობლემების გამო, Tesla-ს 11 მილიარდ დოლარად Google-ისთვის მიყიდვა სურდა. დღესდღეობით, მსოფლიოში ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდი − Tesla, იმ დროისათვის საკმაოდ სუსტ და წამგებიან კომპანიად მიიჩნეოდა. სწორედ ამიტომ, Alphabet-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი პეიჯმა, მასკის შეთავაზება უარყო. საინტერესოა, რომ მასკმა Apple-ის გენერალურ დირექტორ ტიმ კუკსაც მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა მასთან შეხვედრაზეც კი უარი განაცხადა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ინდუსტრიული ტრენდები

INDEX | WEALTH MANAGEMENT – უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია

5 მიმდინარე პროექტში ერთობლივად $120 მლნ მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული