You can be on Entrepreneur’s cover!

გაერო საერთაშორისო ტურიზმის სრულფასოვან აღდგენას, 2023 წლისთვის ვარაუდობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გაეროს მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მიმდინარე წელსაც საკმაოდ მცირე იქნება, რაც ტურიზმის სფეროს $2,4 ტრილიონით დააზარალებს. ამავე ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მსოფლიო ტურიზმი სრულყოფილად აღდგენას და გაცოცხლებას მხოლოდ 2023 წლისთვის მოახერხებს.

რიგი პატარა, კუნძულოვანი ქვეყნებისათვის, ისევე, როგორც საქართველოსთვის, ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და სამუშაო ადგილებისა და სიღარიბის დონის მთავარი განმსაზღვრელია. „კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ გაჩაღებული აქტიური ვაქცინაციის კამპანია და „კოვიდ"-პასპორტები, პრაქტიკულად ერთადერთი გასაღებია საერთაშორისო მოგზაურობისა და ტურიზმის პანდემიამდელ ნიშნულამდე დაბრუნებისთვის.

„გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის" და „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის" ანგარიშების მიხედვით, 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, 2019 წელთან შედარებით 73%-ით შემცირდა. ამან, მსოფლიო მასშტაბით, ტურიზმისა და მომიჯნავე დარგების $2,4-ტრილიონიანი ზარალი გამოიწვია.

„2021 წლის პერსპექტივები იმედისმომცემად არ გამოიყურება", − ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რალფ პეტერსმა, „გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის" სავაჭრო ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, − „წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორთა დეფიციტი შეიმჩნევა. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ტურიზმის უმნიშვნელო გამოცოცხლებას წლის მეორე ნახევრისთვის ველოდებით".

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველების რაოდენობა 63-75%-ით ნაკლები იქნება, რაც თავის მხრივ, ამ სექტორს 1,7-2,4 ტრილიონი დოლარით აზარალებს.

„დღეს საერთაშორისო ტურიზმი 30 წლის წინანდელ ნიშნულამდეა დასული. ვინაიდან ბევრი ქვეყნისთვის ეს დარგი ეკონომიკის ლოკომოტივია, არსებობს სერიოზული საშიშროება იმისა, რომ ადამიანები უბრალოდ საარსებო საშუალებების გარეშე დარჩებიან. 2019 წლის მონაცემებთან დაბრუნებას, 2023 წლისთვის ვვარაუდობთ", − ჟენევაში ჩატარებულ სამიტზე განაცხადა ზორიცა უროშევიჩმა, „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის" მადრიდის ოფისის წარმომადგენელმა.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ტურიზმის აღდგენა საკმაოდ კომპლექსური პროცესია და რეგიონისა და კონკრეტული ქვეყნის თავისებურებიდან გამომდინარე განსხვავდება.

აღსანიშნავია, რომ 1 ივლისიდან ამოქმედდება „კოვიდ-19"-ის ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილებისა და მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს.

გაცილებით მძიმეა ვითარება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში. ქვეყნების უმეტესობას კვლავ ჩაკეტილი აქვს საზღვრები და მთავრობების მხრიდან საერთაშორისო მიმოსვლა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"