You can be on Entrepreneur’s cover!

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეშვიდედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

აღნიშნული დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც პანდემიის პირობებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2020 წელს რეკორდულ წლიურ მოცულობას მიაღწია და 3,3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 52%-ია. კრიზისული წლის მიუხედავად, 2019 წელთან შედარებით, თიბისის პორტფელი 23%-ით გაიზარდა და დღეს ის 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, პარტნიორ კომპანიებს დავეხმარეთ, რომ ახალ რეალობას ეფექტურად მორგებოდნენ - გავუზარდეთ ტრანზაქციების ვადები. ასევე, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე სესხებთან შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები მოქმედებს. სწორედ ამიტომ, კომპანიები შედარებით ნაკლები დანაკარგით გაუმკლავდნენ გამოწვევებით სავსე პერიოდს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

"გამარჯვებული ბანკები ფინანსური სფეროს სამაგალითო წარმომადგენლები არიან. ისინი ამოძრავებენ საერთაშორისო ვაჭრობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისათვის. ვიცი, გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ, როგორი ძალისხმევით მოუწიათ მათ მუშაობა და ისიც ვიცი, რომ ჩვენ ერთად დავძლევთ ამ კრიზისს", - EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენოდ-ბასო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი