You can be on Entrepreneur’s cover!

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს რამდენად გაიზარდა ბეზოსის ქონება, Amazon-ის წყალობით?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჯეფ ბეზოსმა 5 ივლისს Amazon-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ბეზოსი Amazon-ის მმართველი საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ დარჩება, ხოლო გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მას Amazon Web Services-ის ხელმძღვანელი − ენდი იასი ჩაანაცვლებს.

დღეის მონაცემებით, ბეზოსის ქონება 202 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პირველად კი, Forbes-ის უმდიდრეს ამერიკელთა სიაში, იგი 1998 წელს გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მაკენზი სკოტთან განქორწინებისა და კომპანიის აქციების მეოთხედის დათმობისა, მისი ქონება, 2019 წლიდან მოყოლებული, 73%-ით გაიზარდა. ბეზოსის საკუთრებაში არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი − 90% Amazon-შია მობილიზებული, ხოლო დანარჩენი − 10%, Blue Origin-სა და გაზეთ Washington Post-შია გადანაწილებული.

Business Insider-ის ცნობით, ბეზოსის ქონება, საშუალო ამერიკელი პენსიონერის ქონებას 739 489-ჯერ აღემატება.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ჯეფ ბეზოსი, თავის თანამემამულე მილიარდერებთან შედარებით, ბევრად ნაკლებ გადასახადს იხდის. ProPublica-მ, საგადასახადო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა დეკლარაციები შეისწავლა და დაადგინა, რომ 2007 წელს ბეზოსი, რომელიც უკვე მილიარდერი იყო, ფედერალურ გადასახადს არ იხდიდა. 2011 წელს კი, როცა მისი ქონება 18 მილიარდ დოლარს შეადგენდა, იგი კვლავ არ იხდიდა ფედერალურ გადასახადს და გარდა ამისა, საკუთარი ბავშვებისათვის 4000 დოლარის მოცულობის საგადასახადო კრედიტით სარგებლობდა.

ბეზოსმა 27 წლის წინ დაარსებული Amazon-ი, წიგნების ონლაინმაღაზიისგან მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმად აქცია. ამ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, მან გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვება, დამსახურებულ „პენსიაზე" გასვლა და საკუთარი საყვარელი საქმისთვის − კოსმოსისთვის თავის მიძღვნა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ მიმდინარე თვის მეორე ნახევარში მისი Blue Origin-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა შედგება, რომლის მონაწილე თავად ბეზოსიც იქნება. ამის პარალელურად, Virgin Galactic-ის თავკაცი, − რიჩარდ ბრენსონი, „კოსმოსურ ორთაბრძოლაში" „ამაზონის" ექსდირექტორის დამარცხებას გეგმავს და ფრენა 11 ივლისს ჩანიშნა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა