📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის Big Idea Challenge-ის ფინალისტები საქართველოდან ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საერთაშორისო სტარტაპ კონ­კურ­სის Big Idea Challenge-ის ფინალურ ეტაპზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპები გადავიდნენ.

Big Idea Challenge მოიცავს სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი ინდუსტრია. 12 ფინალისტ სტარტაპს შორის, რომელიც საქართველოდან გამოვლინდა 6 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპები არიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მეწარმეობის ცენტრის მიერ წარდგენილი სტარტაპებია: Biliki app, Pikfud / პიკფუდი, Gamo, Eco taxi, DineSpace, ჩიკატაი.

ბილიკი - სტარტაპი ეხმარება მოგზაურებს უმოკლეს დროში დაგეგმონ მოგზაურობა და უსაფრთხოდ გაიარონ მარშრუტი ოფლაინ რეჟიმშიც ინტერაქტიული რუკისა და GPS ტრეკინგის საშუალებით.

ბილიკის გამოყენებით მომხმარებელს შეეძლებათ შექმნან, შეიძინონ ან გაყიდონ საკუთარი მარშრუტები დამატებითი ყოველთვიური გადასახადების გარეშე, მიიღონ სასარგებლო რჩევები და იყვნენ მოგზაურთა დიდი ჯგუფის ნაწილი.

Pikfud - სტარტაპი, რომელსაც სურს საქართველოში შემოიტანოს ევროპაში უკვე გავრცელებული პრაქტიკა და შეამციროს საკვების გადაყრა, ამასთან ერთად კი მომხმარებელს გაუიაფოს პროდუქტი. თქვენ იწერთ Pikfud-ს თქვენს სმარტფონში, სადაც ობიექტი განათავსებს პროდუქტს, რომელიც ვერ რეალიზდა, მომდევნო დღეს კი მათი გაყიდვა აღარ შეიძლება. თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი, იყიდოთ 50% ფასდაკლებით, შემდეგ კი მიბრძანდეთ ლოკაციაზე და აიღოთ თქვენი შეძენილი პროდუქტი

Gamo - მობილური აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს ერთი მიმართულებით მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს, და აძლევს მათ საშუალებას გაიზიარონ მგზავრობის ხარჯები.

Gamo-ს მიზანია, შექმნას ალტერნატიული ტრანსპორტირების მეთოდი, რომელიც უფრო მოსახერხებელი და ეკონომიური იქნება ყველდღიური გადაადგილებისთვის.

ეკო-ტაქსი – სერვისი, რომელიც ადგილზე გაკითხავთ, მიაქვს დახარისხებული ნარჩენები და საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ პოზიტიური ეკომეგობრული ქმედებები.

Dinespace საშუალებას გაძლევს წინასწარ შეუკვეთო კერძები რესტორანში მისვლამდე. დაზოგე დრო & წინასწარ შეუკვეთე Dinespace-ზე!

ჩიკატაი არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ვქმნით მუსიკალურ სათამაშოებს გია ყანჩელის მელოდიებით. ჩვენი ყველა სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია - ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს - ეს არის ჩიკატაის მამოძრავებელი ძალა.

პროდუქცია ხელნაკეთია საქართველოში და იქმნება ეკოლოგიურად სუფთა, ანტი-ალერგიული, სერტიფიცირებული მასალებისგან. ყველა მოდელი გატესტილია სპეციალურ ლაბორატორიაში სათამაშოების უსაფრთხოების ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის" ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

საერთაშორისო კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული