You can be on Entrepreneur’s cover!

რა მნიშვნელობა აქვს SWING Festival-ისთვის ფოთს და პირიქით?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რა გახსენდებათ ქალაქ ფოთის გაგონებაზე? ალბათ პირველ რიგში პორტი, თუ ცოტა ხნით კიდევ დაფიქრდებით, თევზჭერაც გაივლის გონებაში და პალიასტომის ტბაც მოგაგონდებათ. მართალია ფოთი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, თუმცა ამ რეგიონის უნიკალურობაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ რომ არ ვიცით, ამას ქალაქში ტურისტების სიმცირეც ადასტურებს. სულ მალე ამჟამინდელი სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება და ფოთი საფესტივალო ქალაქი გახდება, რადგან ოქროს ტბის ტერიტორია და მაგნიტური ქვიშის სანაპირო 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე SWING Festival-ის ათასობით სტუმარს უმასპინძლებს. საპორტო ქალაქის რა განსაკუთრებული მახასიათებლები აღმოაჩინეს ფესტივალის გუნდის წევრებმა და რა დამატებით ღირებულებას შექმნიან ისინი ფოთისვის, თავად დამფუძლებლები - ლაშა მარგიანი და ალექსანდრე ჯულაყიძე მოგვიყვებიან.

რატომ შეირჩა ფესტივალის ჩასატარებლად ფოთი და კონკრეტულად ოქროს ტბა?

აშა მარგიანი: ვენი გუნდიs წევრები არიან როგორც მუსიკოსები და მუსიკის ენთუზიასტები ასევე რამდენიმე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლები და ამ ეკოსიტემის მშენებლები, რომლებსაც გააჩნიათ მრავაწლიანი გამოცდილება ივენთ მენეჯმენტში. სწორედ ამ ადამიანების გაერთიანებით გვინდოდა შეგვექმნა საქართველოში საუკეთესო საფესტივალო გამოცდილება, იდეის განხორციელებისთვის კი გვჭირდებოდა უნიკალური და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ტერიტორია. რადგან ვენი გუნდის რამდენიმე წევრს მჭიდრო კავშირი აქვს ფოთთან, მივაგენით ოქროს ტბასაც. ლოკაციის ნახვისთანავე, თითოეული ჩვენგანი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა და ცხადი გახდა, რომ აქ ჩავატარებდით SWING Festival-.
ლექსანდრე ჯულაყიძე: ფოთი არის წარმოუდგენლად დიდი ისტორიისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ერთადერთი ქალაქი ქვეყანაში, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით არის აშენებული. რაც შეეხება კონკრეტულად ფესტივალის ლოკაციას, 1991 წელს ოქროს ტბის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსმა ევროპის წყალსათხილამურო სპორტის ჩემპიონატს უმასპინძლა, სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი და ამავდროულად ბოლო ტურისტული მოვლენა რაც ამ ქალაქში მოხდა.

SWING Festival ამ ისტორიულ, თუმცა მიძინებულ ლოკაციას აითვისებს და გამოაცოცხლებს. ა ეტაპზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის მეშვეობით ოქროს ტბის ტერიტორია შესანიშნავ საფესტივალო სივრცედ გადაიქცევა.

რით გამოირჩევა ეს ქალაქი და რა სიახლეებს აღმოაჩენენ SWING Festival-ის სტუმრები?
ლაშა მარგიანი: ფოთს გამორჩეული ადგილმდებარეობა აქვს და ანტიკური ფაზისის ტერიტორიაზე - ტბას, ზღვასა და მდინარეს შორისაა აშენებული. ქალაქის დაგეგმარება ძალიან საინტერესოა და მორგებულია ბრიზის მიმართულებებს, მისი რუქა პარიზს ან ბარსელონასაც კი მოგაგონებთ. ფოთის მახლობლად არის პალიასტომის ტბა და კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც დამთვალიერებლების აღფრთოვანების გარეშე არ ტოვებს. კურორტი მალტაყვა, ტერიტორიაზე არსებული ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, მაგნიტური ქვიშის სანაპირო და ბუნების მრავალფეროვნება, იდეალურ გარემოს ქმნის როგორც აქტიური, ისე პასიური დასვენებისთვის. ფოთი უამრავ საინტერესო კომპონენტს აერთიანებს: ბუნება, კულტურა, გასტრონომია და სხვ. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, მაშინვე დაგარწმუნებთ ქალაქის უდიდეს პოტენციალში. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაკავდნენ ტურისტული აქტივობებით და დაათვალიერონ ფოთის აქამდე მათთვის უცნობი ღისშესანიშნაობები. ვფიქრობთ, რომ სტუმრების დიდი ნაწილი აღმოაჩენს, რომ ძალიან ცოტა რამ ცოდნიათ ამ ქალაქის შესახებ.

როლს შეასრულებს ფესტივალი ფოთის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში?

ალექსანდრე ჯულაყიძე: ტურიზმის განვითარება ნებისმიერი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ აისახება მის ეკონომიკურ წინსვლაზე. SWING Festival 3000-დან 5000-მდე სტუმარს უმასპინძლებს რაც მინიმუმ 1 500 000 - 2 000 000 ლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს.
გარდა ამისა, მნიშნელოვან წვლილს შევიტანთ ფოთის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილის ცნობადობას გაზრდაში; ადგილობრივ მოსახლეობის ჩართულობის შედეგად, მივიღებთ სტუმრებს, რომელთა დიდი რაოდენობაც არასოდეს ყოფილა ფოთში დასასვენებლად. ჩვენ მათ განსხვავებული და ახლებული კუთხით დავანახებთ ამ რეგიონს. გვჯერა რომ ფესტივალის ლოკაცია და მიმდებარე ტერიტორია ისეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდება სტუმრებისთვის, როგორც ჩვენთვის - ფესტივალის გუნდის წევრებისთვის.

რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს SWING Festival-მა რეგიონის მაცხოვრებლებს?

ლაშა მარგიანი: ფესტივალის ჩატარება მოსახლეობას დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განთავსება, გადაადგილება, კვება, ტურისტული აქტივობები და აშ. გვჯერა, რომ ფესტივალის სტუმრები დარწმუნდებიან ფოთის და მიმდებარე ტერიტორიის უნიკალურობაში და მომავალშიც სიამოვნებით ეწვევიან ამ რეგიონს. შედეგად რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ბენეფიტი არ იქნება მოკლვადიანი და მხოლოდ ფესტივალის პერიოდით არ განისაზღვრება. გარდა ამისა, ფოთში არც ისე ხშირია მსგავსი სახის კულტურული ღონისძიებები. ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თავად დაესწრონ ფესტივალს, დასაქმდნენ და მიიღონ საინტერესო გამოცდილება.

როგორ შეიძლება გახდეს ფოთის მაცხოვრებელი ფესტივალის სტუმრის მასპინძელი?

ალექსანდრე ჯულაყიძე: ფოთში საკმაოდ მცირე რაოდენობის სასტუმროა, შესაბამისად განთავსების მიმართულებით ადგილობრივი მაცხოვრებლების დიდ ნაწილს შეუძლია ჩაერთოს. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან როგორც ფოთში, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე. კომუნიკაციას ვახორციელებთ როგორც პირდაპირ, ასევე ჩვენი სოციალური მედიის მეშვებით. ვქმნით ბაზას, სადაც მასპინძლობის მსურველი მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაცია იქნება აღწერილი. ჩვენ დავაკავშირებთ სტუმრებსა და ადგილოვებრივებს და ხელს შევუწყობთ მარტივად მოხდეს ერთი მხრივ დამსვენებლების კომფორტული განთავსება, ხოლო მეორე მხრივ მასპინძლებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღება.

"ჩვენ გვჯერა, რომ ფოთს საფესტივალო ქალაქად ვაქცევთ და ამ რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს, მეორე მხრივ დარწმუნებული ვართ, რომ შერჩეული ლოკაცია SWING Festival-ის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება."- ასეთია გუნდის საერთო აზრი და მიზანი. თუ როგორ შედეგს გამოიღებს ფესტივალისა და ლოკაციის დაკავშირება და რა სიკეთეებს მოუტანენ SWING და POTI ერთმანეთს, ამას სულ რაღაც ერთ თვეში გავიგებთ.

ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს