ილონ მასკმა საკუთარი უძრავი ქონება გაყიდა და ნაქირავებ "მინისახლში" გადაბარგდა

ილონ მასკმა საკუთარი უძრავი ქონება გაყიდა და ნაქირავებ "მინისახლში" გადაბარგდა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გასული წლის დასაწყისში, ილონ მასკმა საკუთარი უძრავი ქონების სრულად გაყიდვის სურვილი გამოთქვა. ამ ეტაპზე, მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი, ტეხასში ნაქირავებ 37 კვადრატული მეტრი ფართის „მინისახლში“ ცხოვრობს.

6 კერძო სახლისა და საკუთარი უძრავი ქონების დიდი ნაწილის გაყიდვის შემდეგ, მასკის მფლობელობაში Bay Area-ში მდებარე აგარაკი დარჩა, ხოლო თავად, ქარხნულად დამზადებულ კარკასულ სახლში ცხოვრობს, რომელსაც იგი საკუთარი აეროკოსმოსური კომპანია SpaceX-სგან ქირაობს.

2020 წლის ბოლოს, ილონ მასკი ორი მსხვილი პროექტის − Tesla-ს ახალი საწარმოს და SpaceX-სთვის დამატებითი ობიექტების მშენებლობის განსახორციელებლად ტეხასში გადასახლდა. როგორც თავად მილიარდერი აცხადებს, უძრავი ქონების გაყიდვა მარსის კოლონიზაციის პროექტის დასაფინანსებლად კაპიტალის მოზიდვას ემსახურება.

მასკის 37 კვ.მ-იანი კარკასული სახლი, SpaceX-ის რაკეტების საწარმოს სიახლოვეს, ტეხასის შტატში, კერძოდ კი, ბოკა-ჩიკაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს დასაკეცი და მარტივად ტრანსპორტირებადი კონსტრუქცია სტარტაპ Boxabl-მა აწარმოვა, რომელიც მსგავსი პროექტების განხორციელებითაა დაკავებული. ამ „მინისახლის“ ღირებულება $50 000-ს შეადგენს. მისი პროექტი, ე.წ. სტუდიოს ტიპისაა, რაც გულისხმობს ერთ დიდ ოთახს, რომელიც მისაღებ, საძინებელ, სამზარეულო და სააბაზანო სივრცეებადაა დაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მილიარდერების უზარმაზარ აპარტამენტებთან შედარებით, მასკის სახლი საკმაოდ მოკრძალებულია, იგი მაინც კმაყოფილია და არანაირ დისკომფორტს არ განიცდის.

ილონ მასკის ქონება

მასკის საკმაოდ შთამბეჭდავ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა-მოთქმა და კრიტიკა ისმოდა, რის საპასუხოდ, 2020 წელს ბიზნესმენმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი გაყიდვის სურვილის შესახებ ხმამაღლა განაცხადა.

ერთადერთი სახლი, რომელიც მის საკუთრებაში რჩება, ღონისძიებებისათვის განკუთვნილი აგარაკია, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მასკი უახლოეს მომავალში ამ სახლის გაყიდვასაც გეგმავს.

ეს რეზიდენცია კალიფორნიის შტატის ქალაქ ჰილსბროში, სან ფრანცისკოსა და სილიკონ ველის შორის მდებარეობს. ამ მამულებს 100-წლიანი ისტორია აქვს. მისი მიწის ფართობი 19 ჰექტარია, ხოლო თავად საცხოვრებელი ნაგებობა 1486 კვადრატული მეტრია. სახლს 9 საძინებელი ოთახი და 10 სააბაზანო აქვს. მასკმა ეს ქონება 2017 წელს, $23,4 მილიონად შეიძინა და ამჟამად $37,5 მილიონად აპირებს გაყიდვას.

შარშანდელი წლის განმავლობაში, მასკმა 6 სახლის გაყიდვა მოახერხა. ესენი იყო:

  • ლოს ანჯელესის რეზიდენცია, რომელმაც საკმაოდ მცირე მოგება მოუტანა.
  • Chalon Road-ში, 2012 წელს $17 მილიონად ნაყიდი სახლი, რომელიც გასული წლის ივნისში $29 მილიონად გაყიდა.
  • რანჩო, რომელიც 2013 წელს $6,7 მილიონად შეიძინა, ხოლო შარშან, ოქტომბერში $7 მილიონად გაყიდა.
  • Bell Air-ში მდებარე 4 სახლი, რომელიც მილიარდერმა 2020 წლის დეკემბერში, ჯამურად, $61,89-ად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2015-დან 2019 წლამდე, ამ ქონების შეძენა მას $55 დაუჯდა.

ამგვარად, ბოლო წლის განმავლობაში, მასკმა საკუთარი უძრავი ქონების გაყიდვით, $19,2 მილიონის მოგება ნახა, რის დაბანდებასაც იგი SpaceX-ის პროექტებში გეგმავს.

Latest on Entrepreneur