📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა "From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey" გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკისა და ProductTank Tbilisi-ს თანამშრომლობით, 12 ივლისს, მორიგი შეხვედრა სახელწოდებით - „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey" გაიმართება.

ღონისძიება იმ 3 ქართულ სტარტაპს უმასპინძლებს, რომელთაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში გაიარეს. ისინი დამსწრეებს სწორედ საქართველოდან სან-ფრანცისკომდე განვლილ გზაზე დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შეხვედრას Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი - გეგა წურწუმია, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - ვანო ჩალაძე გაუძღვებიან. ასევე, Stack-ის თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი - დავით გავაშელი. ღონისძიების მოდერატორობას VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუწევს. შეხვედრის სამუშაო ენა ქართულია.

ღონისძიება Fabrika-ში, 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა, თუმცა უსაფრთხოების რეგულაციების დაცვის მიზნით, ProductTank მხოლოდ 50 სტუმარს უმასპინძლებს. დასწრების მსურველებმა აუცილებელია წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე: https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/279336445/

„აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. ამის ნათელი მაგალითი სწორედ ის სტარტაპები არიან, რომლებიც „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey" -ს შეხვედრას გაუძღვებიან. სპიკერები სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც ვფიქრობთ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას",- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, Stack-მა 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა უკვე როგორც საქართველოში, ასევე სან-ფრანცისკოში გაიარა. ხოლო Payze და Cargon 500 Georgia-ს გამარჯვებულები არიან და სულ მალე სან-ფრანცისკოში, 2-კვირიანი პროგრამის გასავლელად გაემგზავრებიან. პროგრამის მიზანი სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება, მათ საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრება და ზრდის ხელშეწყობაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე