მითები, მაგია და ანტრეპრენერობა

ზოგიერთი დამფუძნებლის ვარაუდით, ბიზნესის მშენებლობა მათი ბედია, მაგრამ უმეტესობა განსხვავებულად იწყება
მითები, მაგია და ანტრეპრენერობა
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფანტასტიკაში ყოველთვის არის ერთი ისეთი გმირი მაინც, რომელსაც აკლია მუხტი და ის ერთი ცხოვრებისეული პატარა შემთხვევა, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის. ხშირად ეს ნამდვილი მიზანი ადამიანებს თავს დაუგეგმავად ატყდებათ. მაგალითად, ჰარი პოტერში, როცა ჰარიმ მოულოდნელად ჰოგვარტსის პირველი წერილი მიიღო, თუმცა ფანტასტიკის გმირებისგან განსხვავებით, ანტრეპრენერები არ არიან დაბადებულნი მიზნისა და ბედის ჭეშმარიტი განცდით. ჩვენ, მკითხველმა, ვიცით, რომ ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პერსონაჟები ბედისწერას ეჯახებიან. თითქოს ისინი ატარებენ მიძინებულ გენეს, ხოლო გააქტიურების შემდეგ, ჩვენი გმირები გარდაისახებიან ჯადოსნურ ან ზებუნებრივ პერსონაჟებად, რისთვისაც ისინი სინამდვილეში დაიბადნენ. გიფიქრიათ იმაზე, თუ უთმობთ საკუთარ თავს დროს იმისთვის, რომ თქვენი ნამდვილი ბუნება გამოავლინოთ? ანტრეპრენერობა, რა თქმა უნდა, რთულია და არსებობენ ისეთები, ვინც „ბუნებრივად დაბადებულია“ ამისთვის. ეს ადამიანები ისეთი თვისებებით არიან გამსჭვალული, რაც ამ კარიერულ გზასთან ასოცირდება: ცნობისმოყვარეობა, გარისკვა და ფულის წარმოების იდეების გამომუშავება. თუმცა ვაღიაროთ, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც მსგავსი უნარები მეტ-ნაკლებად თავიდანვე არ ჰქონდათ და დროთა განმავლობაში, საკუთარი მიზნის პოვნის შემდეგ გამოიმუშავეს.

მცირე ბიზნესის წარმოება არასდროს ყოფილა ისეთი რთული, როგორც ახლა. სამწუხაროა იმაზე ფიქრი, თუ რამდენმა ვერ შეძლო პანდემიის დროს საკუთარი სურვილების ასრულება, მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარია ახალი კომპანიების რაოდენობის ზრდა. დიდ ბრიტანეთში, 2020 წლის მონაცემებით, თვეში დაახლოებით 50 000 ახალი დამწყები ბიზნესი იქმნებოდა. Tyl-ის თანახმად (NatWest, ბიზნესის გადასახადების სერვისი), ეს არის 2019 წლის მონაცემების 30-პროცენტიანი ზრდა და ეროვნული რეკორდი.

ბიზნესის წამოწყება ხშირად რომანტიკულ ურთიერთობას ჰგავს. წარმოიდგინეთ, ეს არის ურთიერთობა, რომელიც გამუდმებით გიმოწმებთ თქვენს ვალდებულებას და სარკესავით დაგანახებთ თქვენს ნამდვილ „მე“-ს. როგორც ყველა ურთიერთობა, ესეც მოითხოვს მოთმინებას, შრომას და მტკიცე საზღვრებს. თავიდან ნაკლებად იფიქრეთ საზღვრის დადგენაზე, თუმცა მზად იყავით გაარკვიოთ საზღვრები თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. ეს არის გამძლეობის ტესტი, რის ჩაბარების შემდეგაც დარწმუნდებით, შეგიძლიათ თუ არა რბოლაში დარჩენა.

ანტეპრენერობა არც ისეთ გლამურულ ცხოვრებას ნიშნავს, როგორიც ზოგიერთს მიაჩნია. ბევრი ადამიანი ხედავს მხოლოდ იმ საბოლოო შედეგს, რისთვისაც ანტრეპრენერები წლობით შრომობენ. მათ არ იციან სტრესი, რისკი, გაურკვევლობა და მსხვერპლშეწირვა, რაც მთელი ამ მრავალწლიანი მოგზაურობის განმავლობაში ხდება.

ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგაც კი, ზოგჯერ საქმე იღბლიანობასა და დროსთან მიდის, მაგრამ ეს იღბალიც იქმნება იმით, რომ ანტრეპრენერს აქვს მკაცრი დისციპლინა. საქმე ეხება უარის თქმას მაშინაც კი, როდესაც მეგობრები და ოჯახის წევრები შენში დარწმუნებულები არ არიან.

ანტრეპრენერის გონებას აქვს დამოუკიდებელი სული და შეუპოვარი მამოძრავებელი ძალა. ისინი გვიან იძინებენ, მეტხანს მუშაობენ, უფრო კონცენტრირებულნი არიან და გაცილებით მეტ მსხვერპლს სწირავენ პირად და ოჯახურ ცხოვრებას, ვიდრე უმეტესობას ამის გაკეთება სურს.

როგორც ARBONNE-ის აღმასრულებელი ეროვნული ვიცეპრეზიდენტი ლორა მერფი ამბობს: „მაშინაც კი, თუ წარმატების შანსი მხოლოდ ერთი პროცენტია, მე ამაზე მივდივარ“. ეს არის 99-პროცენტიანი წარუმატებლობის ალბათობა, მაგრამ ხშირად რწმენა საკუთარ თავში იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე ალბათობის თეორია. ასე მუშაობს ნამდვილი ანტრეპრენერის გონება. ლორა აცნობიერებს, რომ წარმატება ნიშნავს შორსმჭვრეტელობას იმის დანახვაში, თუ რას არ აკეთებენ სხვები, საკუთარი თავის მოტივაციის სიმტკიცე, ბიზნესის შექმნისა და განვითარების საზრიანი და სრული ინფორმაციის არარსებობის გამო გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა.

ლორას შეეძლო მარტივად ემუშავა მამის (დენი მერფის) ერთ-ერთ ბიზნესში, მაგრამ მან ამაზე უარი თქვა. რამდენი ადამიანია, ვისაც ასეთი მარტივი შესაძლებლობა აქვს, თუმცა მაინც რისკავს ყველაფერს, რომ თვითონ შექმნას საკუთარი თავი. ლორა სწორედ იმ ადამიანების სიაში ერთ-ერთია, რომელიც არ იყო დაბადებიდან ანტრეპრენერული ნიჭით დაჯილდოებული, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად გახდა ის, ვინც ახლა არის. მან მარტივი გზა არ გაიარა. წამოიწყო საკუთარი ბიზნესი და გატაცება იპოვა Arbonne-ში, რომელიც ცნობილ MLM ორგანიზაციაში იყო. არბონი შეერთებულ შტატებში 1980 წელს შეიქმნა და ახლა 10 ქვეყანას მოიცავს. ისინი ასევე გეგმავენ გლობალურ გაფართოებას.

„ვისაც სურს მსხვერპლი გაიღოს, გადაიხადოს ფასი და ბევრი იშრომოს, წარმატებას მიაღწევს. ის, ვინც თავდაპირველად ელის შედეგებს, ასევე ელის დაუყოვნებლივ წარმატებასაც“, − ამბობს ლორა. იგი ამ აზრს ადარებს ფიტნესპროგრამას. ხშირად ადამიანები დარეგისტრირდებიან, მაგრამ როდესაც სასურველ ცვლილებებს სხეულში მაშინვე ვერ ხედავენ, თავს ანებებენ.

ლორამ საკუთარი თავი აიძულა განვითარებულიყო, დაეჯერებინა მისტიკური ძალის არსებობა და შეექმნა ზეციდან „არ დაბერტყილი“ ნიჭი. სწორედ ამ მოტივაციამ მისცა მას შესაძლებლობა მოგვიანებით დახმარებოდა სხვებს წარმატების მიღწევაში, ამით ის საკუთარი მომავლის განმსაზღვრელი თავად ხდება, და არა ვიღაც სხვა, მათ შორის მამამისიც.

ასევე, როგორც ლორამ აღნიშნა, ხალხი ამბობს, რომ მისი წარმატება ნაწილობრივ გამოწვეულია საზოგადოებასთან მისი ძალიან კარგი მუშაობით, მაგრამ ის აღიარებს, რომ თავიდან ესეც ძალიან რთული იყო მისთვის და ამ ნიჭის გამომუშავებაზეც საკმაოდ ბევრი იმუშავა. „მე გავრისკე და ვისწავლე“, − ამბობს ლორა, − „ახლაც ვსწავლობ“.

უამრავი ინტერვიუს შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ანტრეპრენერების უმეტესობა იზიარებს შემდეგ ატრიბუტებს:

ლიდერობა − შეუძლია მიზნების დასახვა, კურსის შენარჩუნება და სხვების მოტივირება.

ერთგულება − დღეში 12 საათის განმავლობაში მუშაობა, კვირაში შვიდი დღე, განსაკუთრებით − დასაწყისში.

განსაზღვრა − როდესაც ყველაფერი არ მიდის სწორად, ისინი არ დანებდებიან.

კრეატიულობა − სხვაგვარად ფიქრი, მუდმივი სწავლა და ყოველთვის შეკითხვების დასმა.

მოქნილობა − სწრაფი შეცვლის შესაძლებლობა, როდესაც დაუგეგმავი სიტუაცია ჩნდება.

საბოლოოდ, არაერთი ადამიანის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ თითოეულ დეტალში შესაძლებლობა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ამ  თვისების გამომუშავება შესაძლებელია და არ არის აუცილებელი, გვქონდეს შექმნის ნიჭი. მთავარია სურვილი, რომელსაც ადრე თუ გვიან ნამდვილი ანტრეპრენერის გონება აუცილებლად აღმოაჩენს. და თუ ჯერ ეს არ გიპოვიათ, იქნებ მისტიკური ძალით შემოიჭრას თქვენს ცხოვრებაში.

Latest on Entrepreneur