ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ
ფოტო: თიბისი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში  მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი - 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის  საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები,  სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე -  www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

Latest on Entrepreneur