You can be on Entrepreneur’s cover!

Apple-მა მინიმუმ ერთი თვით გადადო ოფისში დაბრუნების ვადა COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო Apple-მა ივნისში გამოაცხადა, რომ სექტემბრიდან დაწყებული მის თანამშრომლებს კვირაში სამი დღე უნდა ემუშავათ ოფისში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

როგორც Bloomberg-ს წყაროებმა შეატყობინეს, Apple-მა სულ მცირე ერთი თვით მაინც გადადო ოფისში მუშაობის განახლება.

Apple-ის გეგმის მიხედვით, მისი თანამშრომლები სექტემბერში კი არა, ყველაზე ადრე, ოქტომბერში დაუბრუნდებიან ოფისს, მიზეზი − COVID-19-ის შემთხვევების ზრდაა. Bloomberg-მა არ დაასახელა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებმაც ეს ინფორმაცია მიაწოდეს.

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით იმ შტატებში გაიზარდა, რომლებშიც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა როშელ ვალენსკიმ 16 ივლისს განაცხადა, რომ წინა კვირასთან შედარებით, შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 12 ივლისის მდგომარეობით, წინა კვირასთან შედარებით, მთელ მსოფლიოში თითქმის 12%-ით გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები.

Apple-მა ივნისში გამოაცხადა, რომ პერსონალი ოფისში სექტემბერში უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან ერთად, ისიც აღნიშნა, რომ ჰიბრიდული მუშაობის მოდელს ნერგავდა, რომლის მიხედვით, თანამშრომლები სამსახურში კვირაში მინიმუმ სამჯერ უნდა გამოცხადებულიყვნენ. ეს რეჟიმი მას Silicon Valley-ის ისეთი კომპანიებისგან განასხვავებს, როგორიცაა Twitter და Facebook. მათ თანამშრომლებს განუცხადეს, რომ განუსაზღვრელი დროის განმავლობაში შეეძლოთ შინიდან მუშაობა.

Apple-ს ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად Insider დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

ოფისში მუშაობის სამდღიანმა მოდელმა ზოგიერთი თანამშრომელი მეტისმეტად შეაშფოთა, 80-კაციანმა ჯგუფმა ივნისში გაუგზავნა წერილი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკს, და უფრო მოქნილი მიდგომა მოითხოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, კომპანიას თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია.

ივლისის დასაწყისში The Verge-მა (ამერიკული ვებგვერდი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს აშუქებს) Apple Slack-ის შიდა არხს გადახედა და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი თანამშრომელი სამუშაო მოდელის გამო აპირებდა კომპანიის დატოვებას, ზოგიერთი კი, სასამართლოში სარჩელის შეტანის შესაძლებლობასაც განიხილავდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს