You can be on Entrepreneur’s cover!

ჩემმა Tesla-მ კინაღამ შემიწირა მეტი ავტომატიზაცია ნაკლებ უნარს ნიშნავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო, მთლიანად ავტომატიზაციაზე რომ ვამყარებდეთ იმედს? სულ ცოტა დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ ამ შეკითხვაზე გავცეთ პასუხი.

სამჯერ შევეჯახე სიკვდილს და მას შემდეგ ხილვა მქონდა − სრულიად ცხადად დავინახე კაცობრიობის მომავალი, ადამიანები სავარძლებში ისხდნენ, რომლებსაც ჩაშენებული ტექნოლოგიები ჰქონდა და აქეთ-იქით ტივტივებდნენ. და ეს ტექნოლოგიები თითის განძრევაშიც კი უშლიდა მათ ხელს. ამ შავბნელი წინასწარმეტყველების უკან გასაოცარი იდეა დგას და ეს არის ჩემი Tesla.

მე და ჩემს მეუღლეს ორი მანქანა გვყავს. დროდადრო Jeep Wrangler-საც ვმართავ, მაგრამ ძირითადად, Tesla-ს. ასე იყო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ცოლმა მთხოვა, რომ Tesla-ს წაიყვანდა. იმ დღეს კორპორაციული სადილი მქონდა, მაგრამ მაინც ვუთხარი: „პრობლემა არ არის, Wrangler-თანაც შევძლებ გამკლავებას".

თუმცა, სულ მალე აღმოვაჩინე, რომ ვერ შევძელი. 45 წუთის სავალზე სამჯერ დავუშვი უხეში შეცდომა. ზოლიდან გადავდიოდი, ადამიანები სვლას ანელებდნენ, და ძლივს ვასწრებდი დროულად დამუხრუჭებას. ასჯერ მაინც გავიმეორე ხმამაღლა: „ეს რა არის, რა ჯანდაბა მემართება?"

ახლობლების სამ ზარსაც ვუპასუხე და ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ დღეს სადილზე უსაფრთხოდ მოვახერხე მიღწევა, მაგრამ დამუხრუჭებასა და დანიშნულების ადგილზე მისვლას შორის, ბოლო 20 წუთში მივხვდი, რაც დამემართა: ყველაფერი ავტომატიზაციის ბრალი იყო.

უფრო მარტივი და სწრაფი ყოველთვის არ არის უკეთესი ვარიანტი

მას ყველგან იპოვით − ხელოვნური ინტელექტი იქნება ეს, მანქანური სწავლება, სენსორები, თუ ენის ავტომატური დამუშავება. ადამიანებს ისეთი პროდუქტები სჭირდებათ, რომლებიც ცხოვრებას გაუმარტივებთ. ისეთი დამღლელი დავალებების შესრულების ნაცვლად, როგორიცაა კითხვა, ღილაკს დავაჭერთ ხელს და მოვისმენთ, თუ როგორ კითხულობს ჩვენ ნაცვლად ამ ტექსტს ინტელექტუალური მანქანა. Google Assistant-ს სთხოვეთ, სალონში ჩაგწეროთ ვარცხნილობის გასაკეთებლად და იგი ამ რუტინულ სამუშაოს ადამიანის ხმით შეასრულებს, სალონში დარეკავს, დროს შეათანხმებს, და იქნებ უკეთაც კი დაიცვას სოციალური ურთიერთობის წესები.

ავტომატიზაცია სამუშაოების გაცილებით სწრაფად შესრულების შესაძლებლობას იძლევა და ამაში ცუდი არაფერია. სამწუხაროდ, ამ უფრო სწრაფად შესრულებამ, შესაძლოა პროდუქტის ხარისხზე მოახდინოს უარყოფითი გავლენა. მაგალითად, ჩინეთის მეგაქარხანაში დამზადებული ხუთცენტიანი მაისური, შეიძლება $100-ად გაიყიდოს, მაგრამ პირველსავე გარეცხვის შემდეგ ფერიც დაკარგოს და ნაკერებიც მაშინვე დაიშალოს.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ავტომატიზაციის უკან ისეთი საფრთხე იმალება, რომ შეიძლება ითქვას, რამდენიმე ნახვრეტი, და ვარდისფერი წინდა არაფერია.

მეტი ავტომატიზაცია ნაკლებ უნარს ნიშნავს

ამიტომაც აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში − ჩემი Wrangler კინაღამ დავამტვრიე და თან, სამჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანას ყოველთვის შესანიშნავად ვმართავდი და იქამდე არანაირი შემთხვევა არ მქონია. მაგრამ, Tesla-ს რამდენიმე თვე ვმართავდი და მთლიანად მის ავტომატიზებულ სისტემაზე ვიყავი დამოკიდებული, ამან კი ჩემი, როგორც მძღოლის, უნარ-ჩვევები დააზარალა.

პირველად, ეს პატარა შეცდომებში გამოვლინდა. მაგალითად, შენელებული რეაქცია, პრობლემები საჭის მოტრიალებისას. მაგრამ სულ მალე საერთოდ ყველაფერი შეუძლებელი გახდა ჩემთვის. რაც მეტად ავტომატიზებულია სისტემა, მით შეუძლებელი ხდება ნებისმიერი დავალების შესრულება.

საინტერესოა, რას არ აკეთებს Tesla? იგი ჩემს ზოლში მაყენებს, მაიძულებს სვლა შევანელო, თუკი ჩემ წინ ვინმე დაამუხრუჭებს; ის დაადგენს, რომ ძალიან სწრაფად ვმართავ და რომ დროულად უნდა გავაჩერო. ის მიმართულებას იცვლის, რათა შეჯახება ავიცილო თავიდან. ჩემს Tesla-ს ავტოპილოტის გარეშეც კი ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რომ დამიცავს და მე კი, საპასუხოდ, მთელ ჩემს ძალასა და უნარებს ვუთმობ ამ მანქანას.

ავტომატიზებულ მომავალში ცხოვრების კომატოზური მდგომარეობა

როგორც ჩანს, დღეს საზოგადოების მიზანი ისეთი მომავალია, როდესაც მათ არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ დასჭირდებათ: ავტომატიზებული კალენდარი და ელექტრონული ფოსტა, ავტომატურად სინქრონიზებული ხელმოწერები, სამომხმარებლო მონაცემების შეგროვება. ვარცხნილობის გასაკეთებლად სალონში ჩაწერა − სხვა ადამიანთან დარეკვა და მათთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი მალე წარსულს ჩაბარდება, რადგან ავტომატიზაციის დახმარებით, ეს ყველაფერი უზომოდ მარტივი გახდება.

მაგრამ რა მოხდება, თუ ყველაფერი ავტომატიზებული გახდება? თუ ავტომანქანა შეძლებს თქვენს ძაღლს აჭამოს კიდეც, აბანაოს და ითამაშოს მასთან, საერთოდ, რა საჭირო იქნება ძაღლის მოყვანა? თუ ყველაფერს მანქანა გააკეთებს, რა ბედი ეწევა იმ ფასეულობებს, რომლებიც ძაღლის ყოლას და მასთან ურთიერთობას თან მოაქვს? რა ბედი ეწევა იმ უნარებს, რომლებსაც ცხოველებზე ზრუნვისას ვსწავლობთ, ან თუნდაც იმის გაცნობიერებას, რომ სხვა ცოცხალ არსებებსაც სჭირდებათ მოვლა?

რაღა დაგვრჩება გასაკეთებელი, რაღა დარჩება მისაღწევი, თუ მოტივტივე სავარძლებზე ვისხდებით, რაც მოგვესურვება შევუკვეთავთ და ისე გავერთობით, რომ სიტყვის თქმაც კი არ დაგვჭირდება ვინმესთვის? საერთოდ, რატომ უნდა შეიწუხოს ვინმემ რაიმეზე თავი? დღეს რომ ასეთი ადამიანი შეგხვედროდათ, სავარაუდოდ, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დაფიქრდებოდით. თუ საზოგადოება მთლიანად ტექნოლოგიებზე იქნება დამოკიდებული, ეს შემაშფოთებელი ფსიქიკური მდგომარეობა საერთო ნორმად იქცევა.

როდესაც ავტომატიზაციაზე გადახვალთ, ჯანსაღი აზროვნება უნდა შეინარჩუნოთ

ჩვენ შეგვიძლია თავი დავიცვათ და არ გავხდეთ ავტომატიზაციაზე დამოკიდებულები, ხარისხის ერთგულები დავრჩეთ, ის არასოდეს შევწიროთ მსხვერპლად ახალ ტექნოლოგიებს. რეალურად, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? რას იტყვით იმაზე, რომ წვეთოვანი მარკეტინგის გამოყენების ნაცვლად, არსებობდეს 50 ადამიანის სია ავტომატიზებული თანმიმდევრობით, ტელეფონი აიღოთ ხელში და თითოეულ მათგანს დაურეკოთ? სავარაუდოდ, ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ადამიანის მონაწილეობა უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს, რის მიღწევასაც მანქანა ვერასოდეს შეძლებს.

ხარისხის შენარჩუნებაზე ზრუნვა გაძლევთ საშუალებას, ყველაფერი გააკონტროლოთ. Tesla-ს ავტომატიზაციას ეფექტური სისტემა აქვს, მაგრამ დრო რომ დამეხარჯა ჩემი მართვის უნარის ხარისხის შენარჩუნებაში, თავიდან ავიცილებდი რამდენიმე შემთხვევას, რომლებიც თითქმის კატასტროფით დამთავრდა სხვა ავტომანქანის მართვისას. იმ დღეს დავინახე, რა ადვილია საკუთარ შესაძლებლობებზე კონტროლის დაკარგვა, როდესაც ტექნოლოგიებს ვაძლევ იმის საშუალებას, რომ მათ ჩაენაცვლონ.

სრული ინფორმაცია: მე მიყვარს ავტომატიზაცია, და მე მიყვარს ჩემი Tesla. არც იმას ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევების შემდეგ, მას ნაკლებად გამოვიყენებ, მაგრამ ისე დავიწყებ მის მართვას, თითქოს ჩვეულებრივი ავტომანქანა იყოს, არ მივცემ საშუალებას მისმა ავტომატიზაციის სისტემამ კომაში ჩამაგდოს. რა თქმა უნდა, ეფექტურ ავტომობილებს საკუთარი უპირატესობები აქვს, მაგრამ ადამიანები დიდად გავრისკავთ ჩვენს ტექნოლოგიებში ადამიანური ძალისხმევისა და ინტელექტის გარეშე, და ამ ძალისხმევასაც დავკარგავთ და ინტელექტსაც.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს