📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Sportsuncle - ელექტრონული კომერციის ახალი მოთამაშე სპორტულ ბაზარზე შუა საუკუნეების ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით, იგივე ვოლანით თამაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

შუა საუკუნეების ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით, იგივე ვოლანით თამაში „Battledore and Shuttlecock" ან „Jeu de Volant", რომელსაც დღეს ბადმინტონს ვუწოდებთ.

სპორტის სახელი მის წარმომავლობას უკავშირდება - ის პირველად ინგლისში, გლოსტერშირში, ჰერცოგის კარზე Badminton House-ში ითამაშეს. თავდაპირველად, ბადმინტონი მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების გასართობი გახლდათ. დროთა განმავლობაში თამაში მსოფლიოს მოედო დღეს ჩვენ გარშემო უმრავლესობას უთამაშია, ან მინიმუმ სმენია მაინც ამ თამაშის შესახებ.

მსგავსად დაიწყო არაერთი სპორტის სახეობის ისტორია, რომლებიც დღეს მსოფლიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებენ და შეიძლება ითქვას, დამსახურებულადაც კი.

მაგალითად, კრიკეტი - რომელიც ასევე ინგლისში წარმოიშვა და დღეს ეროვნული სპორტის სახეობის სახელს ატარებს. თამაში ორ გუნდს შორის ელიფსის ფორმის მოედანზე მიმდინარეობს. მოთამაშეები აღჭურვილები არიან კრიკეტის ჩოგნებით და მათ მთავარ სამიზნეს ბურთი წარმოადგენს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ტენისზეც, იგივე ჩოგბურთზე, რომელიც ასევე შუა საუკუნეების ევროპაში - საფრანგეთში წარმოიშვა. თუმცა, ამბობენ რომ მისი წარმომავლობის საფუძვლები მაინც სადავოა და შეიძლება ჩოგბურთის საწყისებად მაინც ინგლისი იყოს მოხსენიებული.
თამაშის მთავარი არსი ისაა, რომ კორტზე, ანუ საჩოგბურთო მოედანზე, ბურთი ორ მოთამაშეს შორის, რომლებიც ჩოგბურთის რაკეტებით არიან აღჭურვილნი, რაც შეიძლება მეტჯერ გადათამაშდეს.



როდესაც სპორტული თამაშების სახეობებსა და მიმდინარეობებზე, მათ წესებსა და ისტორიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ძველი ბერძნული ოლიმპიური თამაშები, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პერიოდის მსოფლიოში იყო აქტუალური. ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას - ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით - მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ. ფაქტია, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაშიც დასტურდება სპორტისა და ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა ადამიანის კულტურულ თუ ყოველდღიურ ყოფაში.

ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. თამაშები იმართებოდა `წმინდა თვეს~, რომელიც იწყებოდა პირველი მთვარის აღვსების შემდეგ და მოსდევდა ზაფხულის ბუნიობას. დღესასწაული მეორდებოდა ყოველი 1417 დღის შემდეგ, ანუ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. ეს შეადგენდა ბერძნულ ოლიმპიურ წელს, ანუ - ოლიმპიადას.



თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს დაიწყო, უძველესი ოლიმპიადის გაუქმებიდან 1503 წლის შემდეგ. დღესდღეობით, ტარდება ორ სეზონზე, ზამთარსა და ზაფხულში და ორივე მათგანზე წარმოდგენილია განსხვავებული სპორტის სახეობები.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადაიდო. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2021 წლის 23 ივლისს გაიმართა, სადაც 11 000-ზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს სპორტის სხვადასხვა დისციპლინებში.

საქართველო ტოკიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე სპორტის 11 სხვადასხვა სახელობაში ჯამში 35 სპორტსმენით ასპარეზობს. პირველი ოქროს მედლის მფლობელი საქართველოდან 28 ივლისს, ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახლავთ, რომელიც ასპარეზობდა 90 კგ წონით კატეგორიაში.

სპორტის არსებობის როლი ადამიანის ყოველდღიურობაში ყოველთვის იკავებდა გარკვეულ ადგილს, სხვადასხვა დროს განსხვავებული დოზით, თუმცა ფიზიკური სიჯანსაღე და ძალა ყოველთვის წარმოადგენდა გარკვეული ტიპის პრივილეგიას - იქნებოდა ეს ძალისმიერი თუ ესთეტური თვალსაზრისით. დღევანდელი მსოფლიო სპორტული სფერო მრავალფეროვანი და მრავალრიცხვოვანია სხვადასხვა მიმდინარეობებით. ძალიან აქტუალურია ფიტნესისა და მისი შემადგენელი მიმართულებების პრაქტიკა. ასევე, რესურსები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული ადამიანებისთვის ინტერნეტ სივრცეში, როგორც ვიდეო გაკვეთილების სახით, ასევე სხვადასხვა რეკომენდაციებისა და სპორტული ინვენტარის მრავალფეროვნების და ხელმისაწვდომობის კუთხით.

დღესდღეობით, მსოფლიო საცალო გაყიდვების ბაზრის თითქმის 20%-მდე, ელექტრონულ კომერციას უკავია. შესაბამისად, სპორტული ინვენტარის მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდა მიწოდებაც და ბაზარზე ელექტორნული კომერციის ახალი მოთამაშე - Sportsuncle გამოჩნდა, რომელიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2016 წელს გახდა აქტიური ვებ გვერდი და 2020 წლამდე, უკვე თითქმის 4 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა.

Sportsuncle არის სპორტული ინვენტარისა და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევართათვის საჭირო ნივთების ონლაინ მაღაზია, რომელიც დაფუძნდა ინდოეთში და პროდუქციის მიწოდებას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. ვებ გვერდზე ნახავთ ინვენტარს ბადმინტონისთვის, ტენისისთვის, კრიკეტისთვის და სხვადასხვა ტიპის სპორტული სახეობებისთვის. ასევე შეხვდებით სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომლებიც უმაღლესი ხარისხითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა.

საიტის მენიუში ასევე შეხვდებით გრაფას Sports Guide, სადაც წარმოდგენილია გზამკვლევები და რეკომენდაციები სხვადასხვა სპორტული სახეობის მიმართულებით - როგორ შეარჩიოთ სწორი ინვენტარი, მათი სხვადასხვა მახასიათებლები, რჩევები, თუ როგორ მოუაროთ მაგალითად, ტენისის რაკეტას და მრავალი სხვა.

რაც მთავარია, Sportsuncle-ზე წარმოდგენილი ყველა კატეგორიის პროდუქცია არის 100%-ით ორიგინალი წარმოების და ვებ გვერდზე არც ერთი ხარისხის პატენტი არ შეგხვდებათ. თუმცა, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კომპანია ინარჩუნებს კონკურენტულ ფასს და მომხმარებელს ყოველთვის პროდუქციის შედარებით დაბალ ღირებულებას სთავაზობს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი