You can be on Entrepreneur’s cover!

BTU-ს ბენეფიციარმა სტარტაპებმა Big Idea Challenge-ის საერთაშორისო კონკურსის ნომინაციებში გაიმარჯვეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბენეფიციარი სტარტაპები უკვე მესამე წელიწადია საქართველოდან საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის, Big Idea Challenge-ის, გამარჯვებულები არიან. წლევანდელი გამარჯვებულები არიან: Biliki (Digital Technology-ის კატეგორია) და Pikfud/პიკფუდი (Climate Change-ის კატეგორია).

Biliki - სტარტაპი ეხმარება მოგზაურებს უმოკლეს დროში დაგეგმონ მოგზაურობა და უსაფრთხოდ გაიარონ მარშრუტი ოფლაინ რეჟიმშიც ინტერაქტიული რუკისა და GPS ტრეკინგის საშუალებით. ბილიკის გამოყენებით მომხმარებელს შეეძლებათ შექმნან, შეიძინონ ან გაყიდონ საკუთარი მარშრუტები დამატებითი ყოველთვიური გადასახადების გარეშე, მიიღონ სასარგებლო რჩევები და იყვნენ მოგზაურთა დიდი ჯგუფის ნაწილი.

Pikfud არის სტარტაპი, რომელსაც სურს საქართველოში შემოიტანოს ევროპაში უკვე გავრცელებული პრაქტიკა და შეამციროს საკვების გადაყრა, ამასთან ერთად კი მომხმარებელს გაუიაფოს პროდუქტი. თქვენ იწერთ Pikfud-ს თქვენს სმარტფონში, სადაც ობიექტი განათავსებს პროდუქტს, რომელიც ვერ რეალიზდა, მომდევნო დღეს კი მათი გაყიდვა აღარ შეიძლება. თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი, იყიდოთ 50% ფასდაკლებით, შემდეგ კი მიბრძანდეთ ლოკაციაზე და აიღოთ თქვენი შეძენილი პროდუქტი.

„პირველ რიგში გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვისა და წარდგენისთვის Big Idea Challenge-ის საეთაშორისო კონკურსზე. მოხარულები ვართ, რომ უნივერსიტეტის იმედები გავამართლეთ. ეს იყო საკმაოდ ძლიერ კონკურენტუნარიანი კონკურსი, სადაც თითოეული მონაწილე იმსახურებდა გამარჯვებას. გამარჯვება ჩვენთვის მრავალი მიმართულებით მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ ჩვენი პროდუქტი, გავაფართოვოთ კავშირები, მივიღოთ გამოცდილება და ბილიკი კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი გავხადოთ. სასიხარულოა თავად ის ფაქტი, რომ საქართველოდან ჩვენ შეგვარჩიეს და გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნის სახელი გავიტანოთ საზღვრებს გარეთ. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის, რომ გავაცნოთ მსოფლიოს საქართველო, როგორც ძლიერი ტურისტული და ტექნოლოგიების ინდუსტრიის ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას მონაწილეებს და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის" - პროექტს აფასებს თორნიკე ცირამუა, Biliki-ის თანადამფუძნებელი.

„პროექტით კმაყოფილები ვართ და გამარჯვებაც ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ჩვენ ახალი ვართ ბაზარზე, დაფინანსების გარეშე მოვედით აქამდე, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და მეტს გავაცნოთ ჩვენი აპლიკაცია. გარემოს დაცვის კატეგორიაში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც სწორედ ამ კატეგორიაში ვცდილობთ დავიმკვიდროთ თავი და განვვითარდეთ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე - ამბობს ორხან რახიმოვი, Pikfud-ის თანადამფუძნებელი.
გამარჯვებული სტარტაპები საერთაშორისო ასპარეზზე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. კონკურსში ჩართულია 7 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უკრაინა და უზბეკეთი. ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის" ფარგლებში Big Idea Challenge-ის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა