You can be on Entrepreneur’s cover!

"სილიკონ ველის" ტოპ-5 სტარტაპი 2021 წელს საუკეთესო სტარტაპები მსოფლიოს ტექნოლოგიური დედაქალაქიდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

თუ თქვენ ვინმეს სთხოვთ დაასახელოს მსოფლიოს ტექნოლოგიური დედაქალაქი, პასუხად აუცილებლად მიიღებთ "სილიკონ ველის". ეს ადგილი დაკომპლექტებულია ცნობილი სტარტაპ-ჰაბებით, როგორებიცაა სან ხოსე, პალო ალტო, სანნივალი, სანტა კლარა და მრავალი სხვა მიმდებარე ქალაქი. გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში, ნახევარგამტარული წარმოების წარმოქმნის შემდეგ, "სილიკონ ველი" დროდადრო უფრო ფართოვდება, აღწევს სულ უფრო და უფრო მეტ ქალაქში და ხდება ტექნოლოგიური ნიჭის კერა, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.

მიუხედავად იმისა, რომ "სილიკონ ველი" არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ ცნობილი კომპანიების, მათ შორის Uber, Alphabet, Visa, Netflix და Apple-ის „სახლი", ის მაინც აძლევს შანსს პერსპექტიულ ახალგაზრდა სტარტაპებს განვითარდეს, რადგან სწორედ ეს ახალი სტარტაპები არიან ისინი, რომლებიც ცვლიან ჩვენს საქმიანობას. "სილიკონ ველის" ტოპ-5 სტარტაპი, რომლებსაც უფრო ფართოდ აუცილებლად გავაცნობთ entrepreneur-ის მკითხველებს, შეიქმნა ბოლო ორი წლის განმავლობაში და უკვე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ სფეროზე.

1. Wing

Wing არის დრონით მიწოდების სერვისი და პლატფორმების კომპანია. Wing-ის აპლიკაციით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ სხვადასხვა რამ, მაგალითად, ყავა, სასურსათო და სააფთიაქო პროდუქტები, და იარაღებიც კი ტექნიკის მაღაზიებიდან, ხოლო დრონი ამ ყველაფერს მოხერხებულად ჩამოაგდებს მათ კართან რამდენიმე წუთის შემდეგ. Wing-ის უპილოტო თვითმფრინავების ფლოტი ამჟამად მუშაობს ავსტრალიაში, ფინეთსა და აშშ-ში, და მათ შეუძლიათ მიაღწიონ მაქსიმალურ სიჩქარეს − 70 კილომეტრს საათში.

2. Brightline

ყოველი მეხუთე ბავშვიდან, რომელსაც აქვს ქცევითი ჯანმრთელობის დარღვევა, მხოლოდ 20 პროცენტი იღებს მკურნალობას. Emilio Health-ს სურს შეცვალოს ეს სტატისტიკა. Healthtech კომპანია აარსებს კლინიკებს, რომლებიც შექმნილია მრავალმხრივი კვლევებისთვის, ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულების მხარდასაჭერად, ხოლო Emilio Health- ის ციფრული პლატფორმა brightline უზრუნველყოფს გამარტივებულ პროცესს, რათა მარტივად დაიგეგმოს მკურნალობა, თვალყური ადევნონ პროგრესს და გაიარონ ონლაინთერაპია.

3. AI Product Institute

იმისათვის, რომ ადამიანებმა იმუშაონ და მოახდინონ AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) ამოცნობა და აღმოფხვრა მრავალი პროგრამისთვის, მათ უნდა ისწავლონ ის უნარ-ჩვევები და პროცესები, რომლებიც საჭიროა მის აღმოსაჩენად. AI Product Institute გთავაზობთ საფუძვლიან სასწავლო გეგმას, რომელიც აგებულია Agile AI პროდუქტის გარშემო. სწავლა მიმდინარეობს ადგილზე და პროგრამაში შედის გამოცდები და სერტიფიკატი, კურსის დასრულების შემდეგ.

4. Ariadirect corporation

სამოგზაურო ვიზაზე განაცხადის გაკეთება რთული პროცესია და ბევრს აინტერესებს, თუ როგორ დაიწყოს ეს პროცესი. სწორედ AriaDirect-მა შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივად და მათ გასაგებ ენაზე სამოგზაუროდ საჭირო ინფორმაციას და რეალურ დროში ვიზაზე განაცხადის შევსებას. მთავარი აზრი ამ სტარტაპში მოცემული პროცესის იმდენად გამარტივებაა, რომ დოკუმენტების მიწოდება მხოლოდ ერთ დღეშია შესაძლებელი.

5. EcoSystemOne

EcoSystemOne-ის ამბიციური მოდელი საშუალებას აძლევს ადამიანებს რეალურად განიცადონ საკლასო ოთახში არსებული ყველა სასწავლო მეთოდი VR-ის თვალით, დაანგრიონ საკლასო ოთახის კედლები და ჰქონდეთ წვდომა სრულიად ინტერაქტიულ გარემოზე. ორიდან ხუთამდე ადამიანზე მორგებული გაკვეთილები ხელმისაწვდომია სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა პირადი ტრენინგი, ენების შესწავლა და კორპორაციული სწავლება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს განიცადონ განათლების მიღება ისე, როგორც ხელშესახები მოგზაურობა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) „სილიკონ ველის" სტუმრობენ.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს „სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-დან.