You can be on Entrepreneur’s cover!

Phubber-მა GITA-სგან 650 000 ლარის გრანტი მიიღო კომპანიას ჯამურად უკვე $700 000 აქვს მოზიდული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber-მა მიიღო. Phubber-ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმელის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5,100,000 ლარი.

სტარტაპი GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ბენეფიციარია და 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში გადავიდა სწრაფი ზრდის ეტაპზე. GITA-ს გრანტთან ერთად კომპანიამ დამატებით მოიზიდა 400 000 $-ის ინვესტიცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და მეწილესგან. დამატებით 200 000 $-ზე პროცესი მიმდინარეობს. ჯამურად GITA-ს გრანტის ჩათვლით კომპანიას მოზიდული აქვთ 700 000 $, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებას მოხმარდება. ფაბერი აგვისტოში უკრაინის ბაზარზე დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

სიახლეები

"ნებისმიერ საქმეში მთავარია მოხერხებული იყო" - ევა ლონგორია

მე ქალი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრის გაკეთება შემიძლია