ევექსი ჰოსპიტლები covid 19 ვაქცინის 2 დოზით აცრილ მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე ბენეფიტებს შესთავაზებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევექსი ჰოსპიტლები განაგრძობს ვაქცინაციის ხელშემწყობ კამპანიას ქსელის მასშტაბით და ამჯერად ბენეფიტებს შესთავაზებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კოვიდ-19 ვაქცინის 2 დოზით იქნება აცრილი:

ევექსი
  • 500 ლარიანი თანაგადახდის ვაუჩერი ქირურგიულ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას მომხმარებლები წლის ბოლომდე შეძლებენ.
  • 50%-იან ფასდაკლება სრულ ლაბორატორიულ კვლევაზე;
  • ასევე, სამედიცინო სარგებლის მიღება 16 წლამდე ასაკის ბავშვებსაც შეეძლებათ (ბენეფიტის მისაღებად მნიშვნელოვანია, მშობლები ვაქცინის 2 დოზით იყვნენ აცრილი).

აღსანიშნავია, რომ ევექსი ჰოსპიტლების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა გერმანიაში წელიწადში ორჯერ მოწმდება და შეფასების საფუძველზე ბიორეფერენს ინსტიტუტიდან მინიჭებული აქვს სარწმუნოების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ლაბორატორიებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კი მუდმივად გადის სწავლებას როგორც ადგილობრივ (ლუგარის ცენტრი, ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია), ასევე -  საერთაშორისო ორგანიზაციების ( IFCC, EFCC) მიერ დაგეგმილ სასწავლო კურსებსა და ვებინარებზე.

კამპანიის ფარგლებში ბენეფიტების მიღება ევექსი ჰოსპიტლების 18-ვე სამედიცინო ცენტრში 2021 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. ბენეფიტების გააქტიურება შესაძლებელია ადგილზე, ჰოსპიტლის რეგისტრატურაში ორჯერადი აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით ევექსი ჰოსპიტლებმა  ქსელის ყველა ორჯერადად აცრილი თანამშრომლისთვისაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ბენეფიტების შეთავაზებას. ასევე,  ქსელის 18-ვე ჰოსპიტალს შორის დაწყებულია სამედიცინო გამოწვევა - „გახდი ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება“. ინიციატივის ფარგლებში ე.წ „მწვანე ჰოსპიტლად“, ანუ უსაფრთხო სამედიცინო ცენტრად დასახელდება ის ჰოსპიტალი, სადაც პერსონალის 80%  იქნება ვაქცინირებული.

ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩართულია ევექსი ჰოსპიტლების 18 სამედიცინო ცენტრი, სადაც სამედიცინო ბენეფიტების მიღებაა შესაძლებელი:

თბილისი:

  • კავკასიის მედიცინის ცენტრი.  მის: ქავთარაძის ქ.№ 23
  • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მის:  ქინძმარაულის ქ. №1 
  • კარაპს მედლაინი. მის:  ლუბლიანას ქ. №48
  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. მის: ლუბლიანას ქ.13/6
  • ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა. მის: ლუბლიანას № 21
  • ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი. მის: ლუბლიანას № 21

ქუთაისი:

  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. მის: ჯავახიშვილის ქ. №83ა
  • კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი. მის:ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85
  • ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ოცხელის ქ. N2, ნაკვეთი №2

ბათუმი:

  • ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ბაგრატიონის ქ. №125
  • მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი მის:აეროპორტის გზატკეცილი, 64

ქობულეთი:

  • ქობულეთის ჰოსპიტალი. მის: აბაშიძის ქ.18

ზუგდიდი:

  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: გამსახურდიას ქ. №206

თელავი:

  • თელავის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: ვ. სეხნიაშვილის 1

ახალციხე:

  • ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი. მის: რუსთაველის ქ. №105 ა
  • ახალქალაქის ჰოსპიტალი. მის: დ. აღმაშენებლის ქ.31

ფოთი:

  • ფოთის ჰოსპიტალი. მის:გურიის ქ. №171

ხაშური

  • ხაშურის ჰოსპიტალი. მის: შ.რუსთაველის ქ. №40