You can be on Entrepreneur’s cover!

THE Crossroads-მა ინვესტორების კლუბის წევრებისთვის პირველი შეხვედრა გამართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უცხოური ინვესტიციები ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის. მოწინავე საერთაშორისო კომპანიებმა უკვე გამოუცხადეს ნდობა ჩვენს ქვეყანას, რამაც საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შექმნა.

ამჯერად პოსტ-პანდემიური ვითარება ითხოვს პროაქტიულ მოქმედებების ჯაჭვს, წამახალისებელ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება მიმართული. ამ მხრივ შესაძლებლობები უსასრულოა, შესაბამისად THE Crossroads 1-3 სექტემბერს ღონისძიება დააინიცირა, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგებში დიდი ცვლილებების გამტარი იქნება. THE Crossroads პლატფორმა გეგმავს ქვეყანაში არსებულ ტექნოლოგიურ გარემოს დააშენოს და განავითაროს ახალი შესაძლებლობები.

THE Crossroads ის ინვესტორთა კლუბის შექმნის იდეა სწორედ ამას პასუხობს - ქვეყნის შიდა და რეგიონალური ბაზრების კონტექსტის გადააზრებას და ბიზნეს შესაძლებლობების განვითრებას.

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან (BAG) ურთიერთთანამშრომლობით შედგა. THE Crossroads ის პლატფორმის მხარდამჭერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ღონისძიება 5 აგვისტოს "თბილისი მერიოტში" გაიმართა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"