"საქართველოს ბანკის" მიერ ბოლო 10 წელიწადში განხორციელებული ინოვაციური პროექტები

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„საქართველოს ბანკი“ ათწლეულების განმავლობაში საკუთარი მომხმარებლისათვის კომფორტული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების შეთავაზებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ბანკი წლიდან წლამდე ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ნერგავს, რითაც სერვისის ხარისხსა და მომხმარებლის გამოცდილებას მუდმივად აუმჯობესებს. „საქართველოს ბანკის“ ასეთი წარმატებული მუშაობა, საერთაშორისო აღიარებისა და არაერთი ჯილდოს მომტანი აღმოჩნდა.

საქართველოს ბანკი

სულ ახლახან, „საქართველოს ბანკმა“ წელს უკვე მეორედ მოიპოვა სრულყოფილების (Award for Excellence) ჯილდო. რამდენიმე დღის წინ კი, ბანკმა Global Banking & Finance Review-სგან Decade of Excellence Banking Group Georgia 2021-ის ჯილდო დაიმსახურა. ეს საერთაშორისო ბრიტანული გამოცემა 2011 წლიდან მოყოლებული, ფინანსურ სექტორში ინოვაციებით, მიღწევებით, სტრატეგიითა და პროგრესულობით გამორჩეულ კომპანიებს ავლენს.

ასევე, გასულ თვეში, „საქართველოს ბანკი“ Euromoney-მ Best Bank in Georgia 2021-ის კატეგორიაში Euromoney Award for Excellence-ის გამარჯვებულად დაასახელა.

ამ ჯილდოების გარდა, აღსანიშნავია „საქართველოს ბანკის“ მიერ ბოლო 10 წელიწადში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და ინოვაციები, რაზეც დაწვრილებით ქვევით მოგახსენებთ.

„საქართველოს ბანკმა“ ინდივიდუალური ბანკინგის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როცა მომხმარებელს მეტი კომფორტისთვის Express-ფილიალები შესთავაზა. „საქართველოს ბანკი“ პირველი იყო, რომელმა რაც მსგავსი პრაქტიკა დანერგა. 2012 წელს კი, ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე „პრემიუმ ლისტინგში“

გადაინაცვლა. იმავე წელს „საქართველოს ბანკის“ აქციები შევიდა (FTSE) 250 ინდექსში და მოხვდა მსოფლიოს 250 უმსხვილეს და წარმატებულ კომპანიას შორის. 2013 წელი ბანკის ისტორიაში გამოირჩევა ევრობონდების გამოცემით, (ბანკმა 150 მლნ აშშ დოლარის 7.75%-იანი ევრობონდი და 2012 წლის ბონდებთან კონსოლიდირებული 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა). ათწლეულის განმავლობაში, ბანკმა მომხმარებელს არაერთი ინოვაციური სიახლე შესთავაზა. მან პირველმა დანერგა სრულიად ახალი, ინოვაციური გადახდის მეთოდი – QR-გადახდები და ასევე, QR-განვადება. ბანკმა მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის Apple Wallet-ით თანხის გამოტანა, გადახდის  სრულყოფილი სისტემა Apple Pay და ონლაინგადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი – iPay შესთავაზა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკმა 2019 წელს მომხმარებელს რამდენიმე სრულიად ახალი და ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა, რომელიც არათუ საქართველოში, არამედ CEMEA-ს (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) ქვეყნებშიც კი პირველმა დანერგა. მაგალითად: Face Recognition-ით, იგივე „ღიმილით გადახდა“, „გატერმინალება“, რამაც ანდროიდ სისტემაზე მომუშავე ტელეფონი გადახდის ტერმინალად აქცია. „საქართველოს ბანკი“ პირველი იყო, რომელმაც კვების ობიექტებში, იქნება ეს კაფე, ბარი თუ რესტორანი, უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. „თიფის“, იგივე  „სამადლობლის“ დატოვება გახადა ხელმისაწვდომი, ხოლო კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, მომხმარებელს ტერმინალით განაღდების შესაძლებლობაც შესთავაზა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბანკმა დისტანციურ არხებში უამრავი  სიახლე დანერგა. მაგალითად, „საქართველოს ბანკმა“ ბიზნესისთვის  ახალი ინტერნეტბანკი შექმნა, მობილ და ინტერნეტბანკის ონლაინაქტივაცია უზრუნველყო და „ჩატის“ ფუნქცია დაამატა. მან პირველმა შექმნა ციფრული ბარათი და ასევე პირველმა შესთავაზა მომხმარებელს მობილბანკში თანხის გაყოფისა და მოთხოვნის 

ინოვაციური ფუნქციონალი. ცხადია, ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

„საქართველოს ბანკი“ პირველი იყო რეგიონში, რომელმაც Open Banking-სტრატეგია წარადგინა და სულ ცოტა ხნის წინ, მომხმარებელს ყველა საბანკო ანგარიშის ერთ სივრცეში, მობილბანკში გაერთიანება შესთავაზა.  

ბანკი არ ერიდება ახალ გამოწვევებს და სწორედ ამ მიზნით, მომხმარებელთან გამოცდილების მართვის პლატფორმა – Medallia დანერგა, რამაც საშუალება მისცა, მომხმარებელთათვის მათ  საჭიროებებზე და ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისი და პროდუქტი შეეთავაზებინა. ბანკმა ასევე პირველმა დანერგა საკუთარი თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციური საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace, რაც მიზნად ისახავს თანამშრომლებისთვის ინოვაციური შიდა პლატფორმის შეთავაზებას, გამჭვირვალობას და ნაკლები ბიუროკრატიით მეტი ეფექტურობის მიღწევას.

გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობის სერია „საქართველოს ბანკმა“ 2020 წელს მსოფლიოს წამყვან კლიენტებთან ურთიერთობის მართვის კომპანია Salesforce-თან გააგრძელა. ციფრული ინოვაციების ინტეგრირებითა და ტექნოლოგიების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით, ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ცდილობს.  

„საქართველოს ბანკს“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო OPTIMO-ს, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter-ისა და უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმა Area.ge-ის შექმნაში. სწორედ ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა ერთ-ერთი წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა extra.ge-იც.

2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა, მსოფლიო ბაზარზე ტოპ-აქსელერატორ 500 Startups-ის საქართველოში შემოსვლა იყო, რაც სწორედ საქართველოს ბანკისა და GITA-ს ერთობლივი მცდელობით გახდა შესაძლებელი. აქსელერაციის ორი პროგრამა უკვე წარმატებით განხორციელდა, 4 გამარჯვებული ქართული სტარტაპი კი, ახლა „სილიკონ ველიზე“ იმყოფება და ამერიკელ ინვესტორებთან ე.წ. Demo Day-სთვის ემზადება.

„საქართველოს ბანკმა“ 2021 წელს უკვე მიღებული ორი მნიშვნელოვანი, სრულყოფილების  ჯილდოს გარდა, რომელზეც თავშივე ვისაუბრეთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში  არაერთხელ მოიპოვა აღიარება. „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ბანკად 5-ჯერ იქნა აღიარებული, 2-ჯერ Euromoney-ის, სამჯერ კი – The Banker-ის  მიერ. 2019 წელს Global Finance-მა ბანკს სპეციალური ჯილდო – ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიანიჭა. საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა. ბანკმა Deutsche Bank-ისგან  Operational Excellence Award  მიიღო. Raiffeisen Bank-მა  კი მას ხარისხის ჯილდო მიანიჭა. ციფრულ არხებში დანერგილი სიახლეებისთვის „საქართველოს ბანკი“ Global Finance-სისგან „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ინტერნეტბანკისთვის“ დაჯილდოვდა და მალევე ამ ორგანიზაციისაგან კიდევ ერთი აღიარება – „მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ დაიმსახურა.

ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება იმის ახსნა, რომ „საქართველოს ბანკი“ საკუთარ სლოგანს ყველაზე უკეთ აღასრულებს – „არ ჩერდება“, და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლისა და ინოვაციის დანერგვაზე მუშაობას აგრძელებს.