You can be on Entrepreneur’s cover!

სექტემბერში, საქართველოში პირველად ჩატარდება EPAM Engineering Hackathon ჰაკათონის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

EPAM

18-19 სექტემბერს EPAM საქართველო StrategEast-თან თანამშრომლობითა და GITA-ს მხარდაჭერით, ჩაატარებს პირველ EPAM Engineering Hackathon-ს რომლის მთავარი მესიჯია - შექმენი შენი მომავალი (Design your future). EPAM Engineering Hackathon-ი ორიენტირებულია იმ ტექნოლოგიური იდეების განხორციელებაზე, რომლებიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და განავითარებს IT გარემოს საქართველოში.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა შემოგვთავაზოს თავისი იდეები, ხოლო IT სფეროს წარმომადგენელებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ იდეების განხორციელებაში და შედეგად, ხელი შეუწყონ საზოგადო კეთილდღეობას.

Რა არის EPAM Engineering Hackathon?

Საქართველოში EPAM-მა ოპერირება 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული ქართული IT ბაზრის განვითარებაში. EPAM-მა უკვე არაერთხელ მისცა IT სფეროთი დაინტერესებულ ადგილობრივ ტალანტებს სწავლისა და განვითარების უფასო შესაძლებლობა.

EPAM Engineering Hackathon არის მორიგი ინიციატივა ქართული IT ინდუსტრიის განვითარების გზაზე. EPAM მზად არის გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა IT ტალანტებს საქართველოში და დაეხმაროს მათ შექმნან პროდუქტები, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლიან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.

დაინტერესებული მხარეების სურვილის შემთხვევაში, EPAM-ი მზად არის ბოლომდე მიიყვანოს ჰაკათონზე შექმნილი ერთ-ერთი პროექტი. მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა მონაწილე გუნდის წევრები პროექტზე მუშაობას.

ჰაკათონის შედეგები და კოდები ყველასთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. კომპანიებს, ინჟინრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ წვდომა მასალებზე, რომლებსაც საზოგადოებისათვის სასარგებლო ნებისმიერი პროექტის შექმნაში გამოიყენებენ.

EPAM საქართველო იწვევს კერძო, სამთავრობო და სამოქალაქო სექტორს, რათა წარმოადგინონ თავიანთი იდეები, რომლებზეც მონაწილეები ჰაკათონზე იმუშავებენ.

Ჰაკათონის განრიგი

12 – 20 August / Stage 1: იდეების შეგროვება

20 – 23 August / Stage 2: იდეების გადარჩევა

23 – 28 August / Stage 3: მონაწილეების/გუნდების რეგისტრაცია მათ მიერ არჩეულ იდეებზე

8 – 14 September / Stage 4: მენტორების გაცნობა

18 – 19 September / ჰაკათონი და გამარჯვებულების გამოცხადება

Როგორ წარვადგინო იდეა?

თუ თქვენ გაქვთ იდეა, რომელსაც ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით შეუძლია საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება, შეგიძლიათ წარმოადგინოთ იგი ბმულზე განაცხადის შევსებით.

Როგორ მივიღო მონაწილეობა?

Ჰაკათონზე რეგისტრაცია გაიხსნება 23 აგვისტოს. გუნდებმა EPAM– ის მიერ მოწოდებული წინასწარ გადარჩეული იდეების სიიდან უნდა აირჩიონ იდეა, რომელზეც სურთ მუშაობა ჰაკათონზე.

Მონაწილეობისთვის ასევე ვეპატიჟებით მსურველებს გუნდის გარეშე. მათ გუნდებად, არჩეული იდეების მიხედვით, ორგანიზატორები გადაანაწილებენ.

Რას უნდა ველოდო ჰაკათონზე?

გუნდებს, არჩეულ პროექტებთან დაკავშირებით, ჰაკათონამდე ერთი კვირით ადრე, კონსულტაციას დარგის ექსპერტები გაუწევენ. ჰაკათონის დროს მონაწილეებს შეეძლებათ მოუსმინონ მენტორების რჩევებს და დაესწრონ გლობალური IT საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასებს.

გუნდებს ეძლევათ 2 დღე თავიანთი პროექტის პროტოტიპის/MVP- ის შესაქმნელად და 19 სექტემბერს ჟიურისთან წარსადგენად.

ჟიურის შემადგენლობაში შედიან ქართული IT საზოგადოების წამყვანი პროფესიონალები, მათ შორის EPAM-ის, GITA-ს და StrategEast-ის წარმომადგენლები.

გამარჯვებულების გამოცხადება

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ღონისძიების დღეს. ჰაკათონს ეყოლება ორი გამარჯვებული გუნდი:

  • ჟიურის რჩეული, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით
  • EPAM– ის რჩეული, რომელიც დაჯილდოვდება სპეციალური პრიზითა და უნიკალური შესაძლებლობით, დაასრულოს თავისი პროექტი EPAM-ის ექსპერტების დახმარებით

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჰაკათონზე შექმნილ პროექტებს ექნება დადებითი გავლენა საზოგადოებასა და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია