📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ჰუალინგ პლაზას" ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი ამოქმედდა ცენტრში 10 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს, რაც 4000-მდე ადამიანის აცრას ემსახურება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

„ჰუალინგი" ქართულ ბაზარზე დაფუძნების დღიდან გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „კოვიდ-19"-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის პირობებშიც, ქვეყანაში ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. მიმდინარე წლის ივნისიდან, EMS-ის („ექსპრეს მედიქალ სერვისი") ორგანიზებითა და „ჰუალინგ პლაზას" მხარდაჭერით, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო, რომელიც ევროპული სტანდარტისა და გამოცდილების გაზიარებით ოპერირებს.

„ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 110 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 8000-დან 10 000-მდე საპარკინგე ადგილი აქვს და ვიზიტორთა დიდი ნაკადების ეფექტური და უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ვაქცინაციისათვის მოწყობილი სივრცე აღჭურვილია 4 ესკალატორით, 8 ლიფტით, 4 სველი წერტილით, 5 სათადარიგო გასასვლელით, და სრულად ადაპტირებულია შშმ-პირთათვის.

მასობრივი ვაქცინაციის ამ ცენტრში 10 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს, რაც 4000-მდე ადამიანის აცრას ემსახურება. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, სივრცე 6000-დან 8000-მდე ვიზიტორის ვაქცინაციის შესაძლებლობასაც გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთათვის ვაქცინაციის გამარტივების მიზნით, შესაძლებელია ადგილზევე რეგისტრაცია, წინასწარი ჯავშნის გარეშე, საქართველოში გავრცელებულ ოთხივე ვაქცინაზე, ესენია: „პფაიზერი", „სინოფარმი", „სინოვაკი" და „ასტრაზენეკა".

„ჰუალინგში" მოწყობილ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს რამდენიმეჯერ ესტუმრა სამინისტროს, NCDC-ს, „ჯანმოს" რეგიონული ოფისისა და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლობა, რომელთა ეპიდემიოლოგიური თუ სხვა რისკის მართვის მოთხოვნები ზედმიწევნით იქნა გათვალისწინებული. დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, ვაქცინაციის ცენტრში შოკის დარბაზიც ფუნქციონირებს, რომელიც სრულადაა აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და კვალიფიციური ექიმ-რეანიმატოლოგების ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

მოგეხსენებათ, „ჰუალინგ პლაზას" გეოგრაფიული მდებარეობა ქალაქის ერთ-ერთ სატრანსპორტო კვანძადაა მიჩნეული, რაც ამ ადგილს თბილისის ნებისმიერ უბანში მცხოვრებთათვის ხელსაყრელად აქცევს.

„ჰუალინგის" მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი ამ ეტაპისთვის შემდეგ ჯგუფებს ემსახურება: თბილისის მერია (მათ შორის გამგეობები, შპს, აიპები), შსს, რკინიგზა, საერთაშორისო მისიები და საელჩოები, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლები და ოჯახის წევრები, რაგბის კავშირი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, booking.moh.gov.ge-ის მეშვეობით და ადგილზე დარეგისტრირებული მოქალაქეები.

„ჰუალინგ ჯგუფის" ჩართულობასთან დაკავშირებით, ქვეყნის პანდემიურ გამოწვევებში და ამ ცენტრის მნიშვნელობის შესახებ, ჰუალინგის გენერალურ დირექტორს, თიკო მაღრაძეს გავესაუბრეთ.

„ჰუალინგ ჯგუფს, პანდემიის დაწყების დღიდან, „კოვიდ-19"-თან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პანდემიის გამოცხადებისთანავე, ჰუალინგის ტერიტორიაზე არსებული საავადმყოფო „კოვიდ"-ჰოსპიტალად გადაკეთდა. ყველა ჩვენს პარტნიორს, საწარმოებსა და ბიზნესებს, რომელთაც პლაზას ტერიტორიაზე კომერციული სივრცეები აქვთ ათვისებული, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მათზე მორგებულ საშეღავათო პირობებს ვთავაზობთ.

თუმცა ჩვენ არ გავჩერდით მხოლოდ მორატორიუმებზე და გადავწყვიტეთ „ექსპრეს მედიქალ სერვისთან" თანამშრომლობით, „ჰუალინგ პლაზაში" მოგვეწყო მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც სახელმწიფოსთვის და მოსახლეობისათვის ვაქცინაციის პროცესში ხელშეწყობას ემსახურება.

ამ სივრცეში ყველაფერია ვაქცინაციის პროცესის სრულფასოვნად ჩასატარებლად. სავაჭრო ცენტრის ტერიტორია შეირჩა სპეციალურად იმისათვის, რომ უკეთ შევძლოთ ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ათვისება და მართვა, ხოლო გარემო მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. აქ აცრა ხელმისაწვდომია, როგორც წინასწარი ჯავშნით, ისე ადგილზე რეგისტრაციით. „ჰუალინგ პლაზას" ადმინისტრაცია მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესებს, როგორც ვაქცინაციის ნაწილში, ისე სტრუქტურულად და საოპერაციო კუთხით ხელი შევუწყოთ. ამჟამად, ცენტრი ფართოვდება, ვინაიდან აცრის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. ცენტრში ხელმისაწვდომია საქართველოში წარმოდგენილი ოთხივე დასახელების ვაქცინა. სივრცის გაზრდითა და ნაკადის მართვის მხრივ, ვცდილობთ „მედიქალ სერვისს" უმაღლესი ხარისხის მომსახურების გასაწევად, საუკეთესო პირობები შევუქმნათ", − აცხადებს თიკო მაღრაძე.

მეტი დეტალის დასადგენად, Entrepreneur „ექსპრეს მედიქალ სერვისის" დირექტორს, გიორგი ბოლღაშვილს გაესაუბრა.

„როდესაც Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღის − ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, საქართველოში პირველი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრისთვის ადგილის შერჩევა დავიწყეთ, ბუნებრივია, უპირველესად,„ჰუალინგთან თანამშრომლობა განვიხილეთ. გარდა იმისა, რომ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, იგი ყოველთვის მხარს უჭერს ქართულ ბიზნესსექტორთან ინოვაციური მიდგომებით პარტნიორობას. „ჰუალინგის" უპირატესობა, სხვა ლოკაციებთან შედარებით, საკმაოდ გამოხატული იყო. აქ დაგვხვდა უსაფრთხო და ვენტილირებული შენობა უზარმაზარი სივრცეებით, დიდი პარკინგი და რაც ყველაზე მთავარია, კომპანიის მენეჯმენტის დადებითი განწყობა პროექტის მიმართ. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნისა და ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის, „ჰუალინგმა" შესაბამისი სივრცე და შენობის ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება, ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად შემოგვთავაზა", − გვიამბობს გიორგი ბოლღაშვილი.

„ჰუალინგის" მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი ერთადერთი გახლავთ, სადაც ვაქცინაციის მსურველს, საქართველოში ამ ეტაპზე არსებული ოთხივე ტიპის ვაქცინით შეუძლია აცრა.

„ზოგადად, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების დანიშნულება, გარდა მოსახლეობის დიდი ნაკადის გატარებისა, არის ვაქცინაციის რუტინული პროცესისგან გამოათავისუფლოს სამედიცინო ცენტრები, სადაც თავისუფალი ფართისა და პერსონალის ხარჯზე, „კოვიდ"-საწოლების მომსახურება უფრო ეფექტური გახდება. ესაა პროცესი, სადაც სამი მონაწილეა: სახელმწიფო, ბიზნესი და მოსახლეობა, რომელთა სოლიდარული პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს შედეგის მიღწევა. ჩვენ შემთხვევაში, მაქსიმალური მხარდაჭერაა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდშიც კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ლოკაციიდან სპეციალური ავტობუსებით აცრის მსურველი მოსახლეობის „ჰუალინგის" ვაქცინაციის ცენტრში მობილიზება მოხდება", − აღნიშნავს ბატონი გიორგი.

„ჰუალინგსა" და EMS-ს უკვე დაგეგმილი აქვთ რიგი ერთობლივი სოციალური და მარკეტინგული აქტივობები, რომელთა მთავარი მიზანი, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის მაქსიმალური მოტივირება გახლავთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი