Bang & Olufsen's Beosound Explore - სრულყოფილი აკუსტიკური სისტემა დასვენებისა და მოგზაურობისთვის

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bang & Olufsen-ი წარმოგიდგენთ თავგადასავლებისთვის შექმნილ Beosound Explore-ის გამძლე, წყალგაუმტარ დინამიკს.

Bang & Olufsen

მოსახერხებელი ფორმა, ოპტიმალური წონა და მიმაგრებული კარაბინი Beosound Explore-ს მაქსიმალურად პორტატულს ხდის. მისი უნიკალური ცილინდრული ფორმა, მაღალი ხარისხის დინამიკებთან და გამაძლიერებლებთან ერთად, იძლევა ძლიერ და ხმამაღალ ჟღერადობას, რაც ბანაკში ან ლაშქრობის დროს მუსიკის კომფორტულად მოსასმენად იდეალურია.  მნიშვნელობა არ აქვს რამდენად შორს წახვალთ სამოგზაუროდ, დინამიკის ბატარეა უზრუნველჰყოფს 27 საათიან მუშაობის რეჟიმს. მტვრისა და წყლის გამძლე IP67 კორპუსი,  დინამიკის დაცვას ყველანაირ ამინდში უზრუნველჰყოფს, იგი დაუზიანებლად ძლებს წყალში 1 მეტრ სიღრმეზე, 30 წუთის განმავლობაში.

Beosound Explore-ი Bang & Olufsen–ის ხელწერით შექმნილი იდეალური დინამიკია. პორტატული და საიმედოდ დაცული მოდელი სკანდინავიური დიზაინითა და გამძლეობით გამოირჩევა და მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი.

Beosound Explore– ის ძირითადი მახასიათებლები:

- ძლიერი ანოდირებული ალუმინის კორპუსი;

- ხმის დაფარვის ზონა: 360 გრადუსი;

-ნაკაწრების მიმართ მდგრადი, მტვრისა და ტენიანობის დაცვა IP67-ის სტანდარტის შესაბამისად;

- ბატარეის ხანგრძლივობა 27 საათამდე;

- მოსახერხებელი ფორმა მიმაგრებული კარაბინით.

მოწყობილობა აღჭურვილია ორი 1.8 დიუმიანი სრული დიაპაზონის დინამიკით, შექმნილია გარე გამოყენებისთვის. ცილინდრული ფორმის მეშვეობით და სპეციალური DSP ალგორითმისა და True360 ტექნოლოგიის წყალობით, სპიკერი გამოსცემს ყოვლისმომცველ ჟღერადობას და ღრმა, მდიდარ ბასს. მოათავსეთ სადაც გსურთ, ბანაკის შუაგულში, მთაზე,  კლდეზე თუ კარავთან.  Beosound Explore-ი გამოირჩევა ძლიერი ჟღერადობით ნებისმიერ გარე ლოკაციაზე, ხოლო ბატარეის ხანგრძლივობა საშუალებას გაძლევთ დინამიკი მთელი დღის განმავლობაში დატენვის გარეშე გამოიყენოთ.

მოსახერხებელი ფუნქციები

Beosound Explore-ი წარმოადგენს პირველ დინამიკს, რომელმაც ნაკაწრებისგან დაცვის გასაუმჯობესებლად, II ტიპის ანოდირებული ალუმინი გამოიყენა, რაც მოწყობილობას იდეალურს ხდის გარე გამოყენებისთვის.

კორპუსის ზედა ნაწილში განთავსებულია ღილაკები, მუსიკის ჩართვის, პაუზისა და ხმის კონტროლის ფუნქციებისთვის. Beosound Explore-ს აქვს Bluetooth 5.2-ის მხარდაჭერა და სწრაფი დაწყვილების ტექნოლოგია Apple-ის, Google-ის და Microsoft-სგან. ასევე, უკაბელო დაწყვილება საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ ორი დინამიკი სტერეო წყვილში.

დიზაინი

Beosound Explore-ის ყველა დეტალი კარგად გააზრებული და გათვლილია. მისი ფორმა და ოპტიმალური წონა კი დინამიკის ხელით ტარებას განსაკუთრებით მოსახერხებელსა და პორტატულს ხდის.  

მოწყობილობის სისტემას მყარი ქვედა კორპუსი აქვს და აღჭურვილია ალუმინის კარაბინით, შესაბამისად,  მისი განთავსება თითქმის ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი. დინამიკს აქვს მოქნილი და ამინდის შესაბამისად გამძლე სამაჯური, უნიკალურ, ჩამონტაჟებულ კარაბინულ სამაგრთან ერთად. მისი დამაგრება შესაძლებელია ქამარსა და ზურგჩანთაზე, რაც გრძელი ლაშქრობების დროს, კომფორტულ და საიმედო პორტატულობას უზრუნველყოფს.

დინამიკის მართვის პანელი ყველა სახის პირობებში, უპრობლემოდ მუშაობისთვის არის შექმნილი. მისი გამოყენება შესაძლებელია - წყალში, დასვრილი ხელებით ან თუნდაც ხელთათმანების საშუალებით.  

მიუხედავად მისი მყარი გარე გარსისა, დინამიკი არის მსუბუქი (631 გრამი), რაც მოგზაურობის დროს ზედმეტად არ დაგამძიმებთ.

სკანდინავიური ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი ტყეების, მყინვარებისა და ფიორდების შთაგონებით შექმნილი დინამიკის დიზაინი ხელმისაწვდომია ანთრაციტულ შავ, მწვანე და ნისლისფერ, ნაცრისფერ ფერებში. პრემიუმ მასალებითა და კომპაქტური დიზაინით შექმნილი, Beosound Explore-ი ნებისმიერი ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვისაა განკუთვნილი.

თუ გიყვართ მუსიკა, ლაშქრობა და ბუნებაში თავგადასავლები Beosound Explore-ის სრულყოფილი მუსიკალური სპიკერი თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარსა და კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.

ფასი - 859 ლარი.

Bang & Olufsen-ის კიდევ ერთი პროდუქტი, მე-2 თაობის Beosound A1 - ასევე შესანიშნავი საშუალებაა დასვენებისა და მოგზაურობისთვის. დინამიკი მძლავრი პორტატიული ხმოვანი სისტემით, დახვეწილი დიზაინით, განახლებული ინტერფეისითა და მრავალი ახალი მახასიათებლით გამოირჩევა. Beosound A1 აღჭურვილია კომპაქტური, წყალგამძლე დიზაინით, რომლის საშუალებით დინამიკი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ თან წაიღოთ. კომპაქტური მოდელის შთამბეჭდავი ჟღერადობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. Beosound A1 2nd Gen-ი პირველი თაობის მოდელთან შედარებით 5%-ით მსუბუქი და 1 მმ-ით უფრო თხელია. დინამიკის ქვედა კორპუსის ფორმა შეთხელებულია, რაც მას ელეგანტურ, მცურავ ვიზუალს უქმნის.

ფასი - 1079 ლარი.

საქართველოში Bang&Olufsen-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზიებში: iSpace, iCity, ElitElectronics, Motif.

Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen-ი აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია. დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი; ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში.

წაიკითხეთ მეტი Bang&Olufsen-ის ვებგვერდზე.