9 საინტერესო ფაქტი სერგეი ბრინის შესახებ

სერგეი მიხაილოვიჩ ბრინი 21 აგვისტოს, 1973 წელს დაიბადა

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Google მსოფლიოში ცნობილი საიტია, რის გარეშეც, ალბათ ადამიანების დიდი ნაწილი ერთ დღესაც ვერ გაძლებს. ვირტუალური ენციკლოპედია ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეულებრივი ნაწილია.

entrepreneur.ge

გსმენიათ რაიმე ფაქტი სერგეი ბრინის შესახებ? ის უპირველესად, Google-ის თანადამფუძნებელია. რუსეთში დაბადებულ 47 წლის ემიგრანტს აშშ-ში საკმაოდ ფერადი წარსული აქვს. მისი ქონების ღირებულება 50 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. ეს იყო გიჟური მოგზაურობა ორივე თანადამფუძნებლისთვის, მაგრამ ბრინის ისტორია განსაკუთრებით დამაინტრიგებელია.

სერგეი მიხეილის-ძე ბრინი 21 აგვისტოს, 1973 წელს დაიბადა. ის არის ამერიკელი ბიზნესმაგნატი, კომპიუტერული მეცნიერი და ინტერნეტმეწარმე. ლარი პეიჯთან ერთად, მან დააარსა Google. ბრინი Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet Inc-ის პრეზიდენტი იყო, სანამ თანამდებობა არ დატოვა 2019 წლის 3 დეკემბერს. ის და პეიჯი რჩებიან Alphabet Inc-ში, როგორც თანადამფუძნებლები, მაკონტროლებელი აქციონერები, საბჭოს წევრები და თანამშრომლები. 2021 წლის აპრილის მონაცემებით, ბრინის ქონება 100.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბრინი ოჯახთან ერთად, შეერთებულ შტატებში საბჭოთა კავშირიდან ექვსი წლის ასაკში ემიგრირდა. მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო მერილენდის უნივერსიტეტში, მამისა და ბაბუის კვალდაკვალ, მათემატიკისა და ასევე კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლით. სკოლის დამთავრების შემდეგ, ის ჩაირიცხა სტენფორდის უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხის მისაღებად. სწორედ იქ გაიცნო მან პეიჯი, რომელთან ერთადაც შექმნა ვებ საძიებო სისტემა. პროგრამა პოპულარული გახდა სტენფორდში და ამის გამო შეაჩერეს სწავლა, რათა მენელოს პარკში, სუზან ვოჯიცკის ავტოფარეხში, Google დაეარსებინათ.

1. ის ამბიციური შემოქმედია

როდესაც Google, ათობით მრავალფეროვანი პროექტით, უბრალო საძიებო სისტემიდან უზარმაზარ კომპანიად გადაიქცა, სწორედ ბრინი იყო ყველაზე ამბიციური პროექტების შემქმნელი. მისი პროექტები მოიცავდა თვითმავალ მანქანებს, ჭკვიან კონტაქტურ ლინზებსა და ჭკვიან სათვალეებს.

დიდი ხნის განმავლობაში, თქვენ ვერ შეამჩნევდით ბრინს კომპიუტერული Google Glass-ჭკვიანი სათვალეების გარეშე. „ნიუ იორკ თაიმსმა“ განაცხადა, რომ შესაძლოა ბრინმა დიდი როლი შეასრულა პროდუქტის 2012 წელს გამოშვებაში.

2. ის შეპყრობილია ფიტნესით

მიუხედავად იმისა, რომ Google მრავალმილიარდიან კომპანიად გადაიქცა, ბრინი არ ღალატობს თავის სიყვარულს ფიტნესის მიმართ. ცნობილია, რომ ის ჩვეულებრივ ატარებს სავარჯიშო ტანსაცმელს, ხშირად შეგხვდებათ ოფისში გორგოლაჭებით ან იოგას ვარჯიშით იქნება დაკავებული შეხვედრების დროს. ბრინს ასევე აქვს საკმაოდ უცნაური იუმორის გრძნობა. „მან ერთხელ გასაუბრება ძროხის ფორმის ტანსაცმელში გამოწყობილმა ჩაატარა“, − განუცხადა Google-ის ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომელმა, დუგლას ედვარდსმა, Fast Company-ის.

3. მას ძალიან უყვარს ქალები, ძალიან

ბრინი ცნობილია, როგორც Google playboy, კომპანიის შექმნის პირველსავე დღეებიდან.

4. ის ბრწყინვალეა

ვინც იცნობს ბრინს, ადასტურებს ფაქტს, რომ მას ნამდვილად სჯერა ცოდნისა და ძალაუფლების უფრო დიდი სიკეთისთვის გამოყენების. ერთხელ Economist-მა მას უწოდა „განმანათლებელი ადამიანი“, მისი ერთგულების, გონიერებისა და მეცნიერების უზარმაზარი მსოფლიო პრობლემების გადასაჭრელად გამოყენებისათვის. „ცხადია, ყველას სურს იყოს წარმატებული, მაგრამ მე მსურს, შემომხედონ და მიმიღონ, როგორც ძალიან ინოვაციურ, ძალიან სანდო და ეთიკურ ადამიანს“, − თქვა ბრინმა.

5. ის დაქორწინებულიც იყო

ბრინმა 2007 წელს იქორწინა ენ ვოჯიცკიზე − გენეტიკური კომპანიის 23andMe აღმასრულებელ დირექტორზე. ქორწილისთვის წყვილმა სტუმრები ბაჰამის კუნძულებზე საიდუმლო ადგილას მიიწვია, სადაც ყველას ეცვა საცურაო კოსტიუმები ცერემონიისთვის, რომელიც ქვიშის სანაპიროზე იმართებოდა.

წყვილმა ასობით მილიონი დოლარი შესწირა ქველმოქმედებას, მათ შორის მინიმუმ 160 მილიონი აშშ დოლარი პარკინსონის კვლევას, რადგან ეს ნეიროდეგენერაციული დაავადება ვლინდება ბრინის ოჯახშიც (მის დედას ჰქონდა). 23andMe-ის მეშვეობით ჩატარებულმა ტესტმა გამოავლინა, რომ ბრინს აქვს გენეტიკური მუტაცია, რის გამოც იგი მიდრეკილია ამ დაავადებისკენ.

პარკინსონის დაავადების ალბათობის შესამცირებლად, ბრინმა კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო ვარჯიში და მწვანე ჩაის დალევა დღეში ორჯერ. მისი ჯანმრთელობის რეჟიმისა და მეცნიერული პროგრესის გამო, ბრინმა 2010 წელს განაცხადა, რომ დასნებოვნების მხოლოდ 10 პროცენტზე ნაკლები ალბათობა ჰქონდა.

თუმცა, ბრინის ქორწინება ვოჯიცკისთან 2013 წელს შეწყდა. წყვილმა 2015 წელს თითქმის 8-წლიანი ქორწინების შემდეგ, ოფიციალურად დაასრულა ურთიერთობა განქორწინებით. მათ ორი შვილი ჰყავთ.

მოგვიანებით გამოჩნდა, რომ მისი ქორწინების დასრულების დროს, 2013 წელს ბრინმა დაიწყო ურთიერთობა Google-ის თანამშრომელ ამანდა როზენბერგთან, რომელსაც იმავდროულად ურთიერთობა ჰქონდა Google-ის სხვა მაღალი თანამდებობის მქონე პირთანაც.

6. მას აქვს ძვირადღირებული სათამაშოები და უძრავი ქონება

Google-ის დაარსებიდან 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრინმა და პეიჯმა დააგროვეს უზარმაზარი შემოსავალი. 2005 წელს მათ ერთად იყიდეს 50-კაციანი თვითმფრინავი. ბრინი ასევე ფლობს სუპერიახტას, რომელიც 2011 წელს 80 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.

ბრინი ფლობს უძრავ ქონებას როგორც ნიუ იორკში, ასევე ლოს ალტოსში (კალიფორნია, აშშ). მან საკმაოდ დიდი ფული დააბანდა ლოს ალტოსში უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმის მეშვეობით, სახელწოდებით Passerelle Investment Co., რომელიც დაეხმარა ოჯახურ, ბავშვთა კეთილდღეობის მაღაზიებსა და კაფეებს, დაარსებულიყვნენ ან დარჩენილიყვნენ ბიზნესში.

2015 წლის მონაცემებით, ბრინმა დაასაქმა სულ მცირე 47 ადამიანი თავისი პირადი საქმეების სამართავად − იახტის კაპიტანი, პირადი მყიდველი და ა.შ.

ბრინის პოზიცია Google-ში მასიურად გაუმჯობესდა 2015 წლის აგვისტოში, როდესაც Google გახდა Alphabet-ის შვილობილი კომპანია. ბრინი „სპეციალური პროექტების დირექტორიდან“ X-ში გადავიდა და Alphabet-ის პრეზიდენტი გახდა.

7. ის 2007 წლის ფილმის Broken Arrows აღმასრულებელი პროდიუსერია

სიყვარულის ისტორია და ბრძოლა თავისუფალი ნების, ღირსებისა და ბედისწერის წინააღმდეგ. ფილმი გვიყვება რიზის მოგზაურობას, რომელსაც მოკლავენ მას შემდეგ, რაც დაკარგავს ცოლსა და მის მუცლად მყოფ შვილს, რადგან რიზი უპირისპირდება სიყვარულის, რწმენისა და ბედისწერის ძალებს.

8. სერგეი ბრინის ინვესტიცია კოსმოსურ ტურიზმში

2008 წელს სერგეი ბრინმა 4,5 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა Space Adventures-ში. ეს არის კოსმოსური ტურიზმის ამერიკული კომპანია, რომელიც აგზავნის ტურისტებს ორბიტაზე. მისი ინვესტიცია განიხილება, როგორც სამომავლო ბილეთი კოსმოსში ფრენისთვის.

9. სად არის ის ახლა

დღესდღეობით, ბრინი იურიდიული ტექნიკური კომპანიის დამფუძნებელს, ნიკოლ შანაჰანს ხვდება. წყვილი ერთად 2015 წლიდან არის − იმავე წლიდან, როცა ბრინი ოფიციალურად განქორწინდა ვოჯიცკისთან, თუმცა საჯაროდ პირველად ისინი მხოლოდ 1 წლის შემდეგ გამოჩნდნენ.

წყვილს ჰყავს გოგონა, რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიბადა. იმავე წელს ბრინი და შანაჰანი დაქორწინდნენ.

ბრინი რჩება Alphabet-ის დირექტორთა საბჭოს წევრად. მას ჯერ კიდევ აქვს კომპანიის საკონტროლო აქციები. 2021 წლის მაისის მონაცემებით, ბრინი მსოფლიოში მე-9 უმდიდრესი ადამიანია.