You can be on Entrepreneur’s cover!

10 სიგიჟე, რომელიც "სილიკონ ველის" აზრით, ნორმალურია შეგიძლიათ შეიძინოთ ორსაძინებლიანი აპარტამენტი ნახევრად ჩაძირულ ცათამბჯენში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„სილიკონ ველის" მცხოვრებლები აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ვიდრე აშშ-ის სხვა ნაწილში. მათ, ვინც სილიკონის ხეობაში ან მის მახლობლად ცხოვრობენ, შეიძლება ზოგჯერ ისეთი გრძნობა ჰქონდეთ, თითქოს ისინი სხვა პლანეტაზე ბინადრობენ. აქ გაუცნობიერებლად არაფერი ხდება. თითქოს ყველას წინასწარ აქვს განსაზღვრული მომავალი და სწორედ ამიტომ ახორციელებენ ბევრისთვის წარმოუდგენელ ინვესტიციებს ისეთ რაღაცებში, რისგანაც შედეგის მიღება არც ისე მოსალოდნელია. ეს ადგილი მომავლისთვის არსებობს, სავსეა შეუპოვარი ადამიანებით, რომლებსაც სურს მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და შექმნან ტექნოლოგიის განვითარების ყველანაირი პირობა.

„სილიკონ ველიში" არავის უკვირს იმუშაო კვირაში 80 საათი და ცხოვრობდე სამსახურიდან 10 საათის მოშორებით; ხელფასს ბიტკოინის საშუალებით იღებდე და ყველგან ელექტროსკუტერებით მოგზაურობდე. მას შემდეგ, რაც ეს ადგილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიური კომპანიების გლობალურ ცენტრად იქცა, „სილიკონ ველი" მკვეთრად გარდაიქმნა, რაც ხშირად შოკისმომგვრელი იყო იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც იქ იყვნენ ტექნოლოგიური ბუმის განვითარებამდე. აქ მოცემულია 10 სიგიჟე, რაც „სილიკონ ველის" აზრით, ნორმალურია, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის:

Silicon Valley

1. მილიონი დოლარის გადახდა კონდოში, რომელიც იძირება

მდიდარი მცხოვრებლები, რომლებიც სან ფრანცისკოს 58-სართულიან ცათამბჯენზე, „მილენიუმის" კოშკზე უძრავ ქონებას იძენენ, იძირება. სწორედ ამიტომ მცირდება ფასები, რომ თავიანთი ობიექტები სხვა უძრავი ქონების ბაზარზე გადაიტანონ.

ათასწლეულის კოშკი უკვე 17 დუიმით ჩაიძირა და 14 ინჩით გადაიხარა. შემოწმებამ აჩვენა, რომ მისი შეძენა უსაფრთხოა, თუმცა სატელიტური სურათების თანახმად, ის აგრძელებს ჩაძირვას ორი ინჩით ყოველ წელს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კოშკი მალე ჩაიძირება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის ძალიან ნელა იძირება, მაგრამ ფაქტია, „სილიკონ ველი" მასში მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

თუ თქვენთვის 1,2 მილიონი ამერიკული დოლარი არაფერს წარმოადგენს, შეგიძლიათ შეიძინოთ ორსაძინებლიანი აპარტამენტი ნახევრად ჩაძირულ ცათამბჯენში. ეს ფასი სწორედ მისმა ჩაძირვამ დასწია, თავდაპირველი ფასი კი 1,35 აშშ დოლარს შეადგენდა.

Silicon Valley

2. თქვენი დამსაქმებლის ავტოსადგომზე, RV-ში ცხოვრება.

Glassdoor-ის თანახმად, პროგრამული ინჟინრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 124 000 აშშ დოლარია. ამ შემოსავლის დაახლოებით ნახევარი მაინც უნდა დახარჯოს ინჟინერმა, რომ სან ფრანცისკოში ერთოთახიანი ბინა იქირავოს. აქ, საშუალოდ ქირა თითქმის 3700 დოლარია. ამის გამო, ზოგიერთმა ტექნიკურმა მუშაკმა იაფი გამოსავალი იპოვა: დაივიწყეთ კომფორტული ბინა და უბრალოდ, გადადით ავტოსადგომზე, გადაკეთებულ ფურგონში.

როგორც ამას ადრე Business Insider იტყობინებოდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალი ანგარიში არსებობდა იმის შესახებ, რომ ტექნიკური თანამშრომლები აწყობდნენ ფურგონებს თავიანთი სამუშაო ადგილების გარეთ. RV-ის მცხოვრებლები Google-ის ოფისის გარეთ ცხოვრობდნენ და კომპანიის კეთილმოწყობას იყენებდნენ იმისთვის, რომ პარკინგზე ცხოვრება გაემარტივებინათ.

Silicon Valley

3. გადაზიდვის კონტეინერში ცხოვრება

„სილიკონის ველის" თანამშრომლებისთვის, რომელთაც არ სურთ თავიანთი მანქანის სახლად გადაკეთება, არსებობს კიდევ ერთი ხერხი, რომ დაზოგონ თანხა და თან შედარებით კომფორტულადაც იცხოვრონ. იცხოვრეთ კონტეინერში.

ოკლენდში დაიწყო ოფისებისა და სახლების გადაზიდვა, რომლებიც დამზადებულია საზღვაო კონტეინერებისგან (ოკლენდის პორტის წყალობით, უამრავი ცარიელი კონტეინერი არსებობს). გადაზიდვის კონტეინერი უზრუნველყოფს ოთხ კედელს, სახურავსა და იატაკს. თქვენი ერთადერთი მოვალეობაა, იპოვოთ ადგილი მის განსათავსებლად და მოაწყოთ ისე, როგორც გსურთ.

Silicon Valley

4. სამუშაოდ საათნახევარი ან მეტი ხნით მგზავრობა

უძრავი ქონების მაღალ ფასებს რომ თავი დააღწიონ, „სილიკონის ველის" ზოგიერთი თანამშრომელი საათნახევარს ან მეტ დროს ხარჯავს სამსახურში მოსასვლელად. კალიფორნიის შტატში, სტოქტონისა და მოდესტოს ყურეების არეალის გარე ტერიტორიებზე ცხოვრობს ამერიკელთა თითქმის 20%, რომლებიც დღეში 90 წუთზე მეტს მოძრაობენ სამსახურამდე.

თუმცა ზოგიერთმა ტექნიკურმა მუშაკმა ნაბიჯი ძალიან შორს გადადგა − ბენდში (ორეგონი). ეს პატარა, შედარებით ხელმისაწვდომი ქალაქი, სილიკონის ველიდან მანქანით 10 საათის სავალზეა ან საფრენად 70 წუთი სჭირდება. ეს ადგილი თითქოს საძინებელი გახდა ზოგიერთებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ სილიკონის ველის კომპანიებში.

Silicon Valley

5. 10 000 დოლარის გადახდა TED-კონფერენციებისთვის.

თუ ფიქრობთ, რომ TED-ის საუბრები უბრალოდ საინტერესო ვიდეოებია, რომლებიც საკმარისად მოკლედ გადმოგცემთ ინფორმაციას ლანჩის პერიოდში, მაშინ თქვენ მის მთავარ აზრს ვერ წვდებით.

$10 000-ად (თუ TED მიიღებს თქვენს განაცხადს), შეგიძლიათ გახდეთ მისი წევრი და დაესწროთ TED-ის ყოველწლიურ კონფერენციას. მისი აბრევიატურა არის ტექნიკა, გართობა და დიზაინი, ხოლო კონფერენცია იზიდავს ტექნიკურ ნაკრებებს. ამ ინვესტიციას მხოლოდ მაგარი ბავშვებისა და საინტერესო ადამიანების აღმოსაჩენად ახორციელებენ.

burning man

6. დიდი ფულის გადახდა მდიდრული პირობებისთვის Burning Man-ში

თქვენ შესაძლოა იცოდეთ Burning Man, როგორც გიგანტური კონტრკულტურული სოფელი, რომელიც ყოველ ზაფხულს ნევადას უდაბნოში მოდის.

ფესტივალის 10 პრინციპი მოიცავს გაჩუქებასა და დემონდირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ არაფერი იყიდება (ყინულისა და ყავის გარდა). ფესტივალში ჩართული ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში საჩუქრების გაჩუქებაში მონაწილეობენ. აქ არ არსებობს განსაკუთრებული საცხოვრებელი პირობები. ფესტივალი ემსახურება გაზიარებას, რაც მოიაზრებს იმას, რომ ყველა ადამიანმა ერთმანეთს გაუგოს და გააკეთოს სიკეთე.

მაგრამ თუ თქვენ „სილიკონ ველის" მაგნატი ხართ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ვერტმფრენით დაეშვათ და ექსკლუზიური ფუფუნებით დაბანაკდეთ. ერთხელ ილონ მასკმა თქვა: Burning Man სილიკონ ველია.

Silicon Valley

7. შეუკვეთო მანქანა, რომელიც არც კი არის შექმნილი

ილონ მასკზე საუბრისას, Tesla Model 3 არის ინოვაციებისა და სიგიჟის გადაკვეთის შესანიშნავი მაგალითი.

Model 3-ის ბიძაშვილის Roadster-ის ფასი 200 000 აშშ დოლარს აღემატება, დამატებით 50 000 აშშ დოლარი კი წინასწარი ჯავშნის ფასია. „სილიკონ ველიზე", ჯერ კიდევ 2016 წელს 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ანაბარი შეიტანა მასკის Model 3-ის უნიკალური დიზაინის პირველად მისაღებად.

2018 წლამდე მყიდველები იმედიანად ელოდებოდნენ ილონ მასკის ახალი მანქანის მოდელის ოდესმე მიღებას.

Silicon Valley

8. ძილის დაკარგვა „მკვლელი რობოტების" შემოჭრის გამო

„ტესლას" აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტი რისკია მსოფლიოსთვის, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. ამის გამო, კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს ავტომატური მანქანების საშიში ზრდის შესახებ.

ახლა ტექნიკური მილიარდერი შეუერთდა 100-ზე მეტ რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტს. ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდებენ, აკრძალონ მსგავსი მანქანების ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფორმა − ავტონომიური იარაღი. ეს შესაძლოა იყოს ტერორის იარაღები, რომლებსაც დესპოტები და ტერორისტები იყენებენ უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ.

მასკმა გუბერნატორების ჯგუფს განუცხადა, რომ მათ უნდა დაიწყონ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება, რომელსაც მან უწოდა „ადამიანის ცივილიზაციის არსებობის ფუნდამენტური რისკი". როდესაც მასკს კონკრეტული მითითებები მოეთხოვა, თქვა, რომ მთავრობამ უკეთ უნდა გაიგოს AI, სანამ გვიან არ არის.

Silicon Valley

9. უბრალო წყლის დალევაზე უარის თქმა

„სილიკონ ველის" ზოგი მკვიდრი სვამს გაუფილტრავ წყაროს წყალს, რომელიც დედამიწიდან სუფთად ამოდის და დატვირთულია ბაქტერიებით, რამაც შეიძლება ხალხი ავად გახადოს. თუმცა მათი აზრით, ეს უფრო გამაჯანსაღებელია, ვიდრე დამაზიანებელი.

სხვები სვამენ საჭმლის შემცვლელებს, ისეთი სტარტაპერების შექმნილს, როგორიცაა Huel და Soylent. ზოგიერთების აზრით, ეს „უფრო ეფექტურია", ვიდრე ჩვეულებრივი კვება.

Silicon Valley

10. ყველგან ელექტროსკუტერით წასვლა

თუ „სილიკონ ველის" ქუჩებში გაივლით, ხშირად ნახავთ, სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლები როგორ ატარებენ ერთად დროს და ელექტროსკუტერებზე მოკალათებულები რაიმეზე იცინიან. საწარმოებისგან დაფინანსებულმა სკუტერების კომპანიებმა, როგორიცაა Bird, Lime და Spin, ადგილობრივი მოსახლეობის გაბრაზება დაიმსახურა, რადგან მიტოვებული სკუტერები ტროტუარებს ბლოკავენ და ადამიანებს უჭირთ გადაადგილება.

ინოვაციურ სამყაროში ათას სხვა გიჟურ იდეას შევხვდებით, რომლებიც ჩვენი აზრით არარეალურია, მაგრამ ისეთი დიდი კორპორაციებისთვის, რომლებიც „სილიკონ ველიზე" მდებარეობს, წარმოუდგენელი არაფერია. შესაძლოა ზოგისთვის ეს ზემოთ ჩამოთვლილი 10 პუნქტი რეალობას არ შეესაბამებოდეს, ზოგისთვის კი, ვისშიც ანტრეპრენერის სული ცხოვრობს, პირიქით − საკუთარი სამყარო აღმოაჩინოს „სილიკონ ველიზე".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"