📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად წელს კიდევ ერთხელ დაასახელა.

World's Best Consumer Digital Banks in Central & Eastern Europe 2021- ის ჯილდოს ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე ქვეკატეგორიაში დასახელდა საუკეთესოდ. ესენია: პროდუქტების ონლაინ შეთავაზება, ციფრული გადახდები და განაცხადები, ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი და საკრედიტო სერვისები.

Global Finance-მა საქართველოს ბანკს ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა. Infosys კონსალტინგის, ტექნოლოგიისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერი კომპანიაა.

საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: მომხმარებლის მოზიდვისა და მომსახურების ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლისათვის დისტანციური შეთავაზებების წარმატებით განხორციელება, ციფრულ არხებში მომხმარებლის რაოდენობის ზრდა, დისტანციური პროდუქტების მრავალფეროვნება, ინიციატივები და მათი განხორციელების შედეგად მომხმარებლისთვის მიღებული ხელშესახები ბენეფიტები. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

„გლობალურმა პანდემიამ ადამიანები წაახალისა, საკუთარი საბანკო საქმიანობა მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების მეშვეობით განეხორციელებინათ. ამით ციფრულ ბანკინგს საგრძნობლად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, მეტი ვიდრე გასულ წლებში. ბანკებისთვის მთავარ გამოწვევას კი ამ ყველაფერზე სწრაფი რეაგირების მოხდენა და სათანადო სერვისების შეთავაზება წარმოადგენდა. აღნიშნული ჯილდო სწორედ იმ ბანკებს სცნობს, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი აღნიშნულ გამოწვევებს ",- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოს ბანკის ციფრული ბანკი მომხმარებელთა უშუალო ინტერესების გათვალისწინებით, ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ აგრძელებს განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვუსმინოთ მომხმარებელს, იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთი აღიარებაა ჩვენი გუნდის პროფესიონალების თავდაუზოგავი შრომისა. ეს წარმატება როგორც საქართველოს ბანკის გუნდის, ასევე იმ მომხმარებლების დამსახურებაა, ვინც საქართველოს ბანკს ირჩევს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად მასზე მორგებული სერვისები შევთავაზოთ და გამარტივებული პროცესებით, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ მათი ყოველდღიური საბანკო გამოცდილება ," – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან