CARU-მ გრანტის სახით GITA-სგან 300 000 ლარი მიიღო

დღეს CARU-ს 40,000+ ადამიანი იყენებს

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა CARU-მ 300 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. CARU არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ავტოასისტენტის გამოძახება. მას მიჰყავს მანქანა, თვითონ აკეთებს და შეკეთებულს აბრუნებს. დღეს CARU-ს 40,000+ ადამიანი იყენებს. GITA-ს გრანტით სტარტაპი პროდუქტის განვითარებას გეგმავს. 

GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.