You can be on Entrepreneur’s cover!

Turketidan.ge - თურქეთის მაღაზიებში ონლაინვაჭრობის ახლებური გამოცდილება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოსა და თურქეთს შორის, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც დღემდე აქტიურად ვითარდება. ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა მოიცავს როგორც პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურულ პარტნიორობას, რასაც წლიდან წლამდე, ვიზიტორების მზარდი რაოდენობა და ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაც ადასტურებს. გასაკვირი არაა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, სწორედ თურქეთია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო და სტრატეგიული დასაყრდენი. მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმის წყალობით, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე კვეთენ საზღვრებს, ხოლო მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში კი, მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროგრამები საქართველოში, სწორედ თურქეთის კერძო სექტორის მხრიდან ხორციელდება.

მოგეხსენებათ, გასული წლის გაზაფხულზე დაწყებულმა „კოვიდ"-პანდემიამ და თანმდევმა ეკონომიკურმა თუ სავაჭრო გამოწვევებმა, ტვირთბრუნვა და ვიზიტორთა მიმოსვლა მნიშვნელოვნად შეამცირა. სწორედ ეს გახდა კომპანიის Turketidan.ge დაარსების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, რომელიც ბაზარზე აქტიურად მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ოპერირებს. Entrepreneur-ს სურს ახლოს გაგაცნოთ ამ კომპანიის შექმნის მიზეზები, მათი მუშაობის პრინციპი და სამომავლო გეგმები, რასთან დაკავშირებითაც Turketidan.ge-ის დირექტორს, ბატონ გოქბერქ თამაჩს გავესაუბრეთ.

„საქართველო და თურქეთი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა და კეთილმეზობლური თანამშრომლობა მომგებიანია როგორც თურქეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. თურქეთის ბაზარზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია და მისაღები საფასო პოლიტიკა, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეარჩიოს მაღალი ხარისხის საქონელი ხელმისაწვდომ ფასად. თურქეთისთვის კი, საქართველო კიდევ ერთი ბაზარია, სადაც საზოგადოებას ჩვენს სერვისსა და პროდუქტს შევთავაზებთ და მივაწვდით. წლების განმავლობაში, უამრავი ქართველი სტუმრობდა საზღვრისპირა დასახლება ქემალფაშას, სადაც საცალო თუ საბითუმო ვაჭრობისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები იყო შექმნილი, თუმცა სამწუხაროდ, გასულ წელს პანდემიამ ეს პროცესი დროებით შეაჩერა. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომპანიის მთავარ მიზანს, შინიდან გაუსვლელად, თურქეთში შოპინგი და სავაჭრო სერვისის განხორციელება წარმოადგენს. დღეს უკვე, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს აღარ მოუწევს საზღვრის კვეთა და შორს მგზავრობა. ნებისმიერს შეეძლება სასურველი ზომისა და წონის ნივთი ონლაინ შეუკვეთოს და შინ მიტანის სერვისით ისარგებლოს", − აცხადებს ბატონი გოქბერქი.

როგორც Turketidan.ge-ის დირექტორი გვიამბობს, კომპანიის შექმნის იდეის დამუშავება 2021 წლის მარტში დაიწყო. ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მაშინ, როდესაც მომხმარებელს ადგილობრივ ბაზარზეც კი, საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა წვდომა მისთვის სასურველი ნივთების შეძენაზე და მაღაზიები ძირითადად ონლაინვაჭრობაზე იყვნენ გადასული, მსგავსი სერვისის შეთავაზება მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. „ჩვენი აზრით, ასეთ დროს კომპანიის შექმნა სწორედ რომ დროული გადაწყვეტილება იყო. მომხმარებელს შევთავაზეთ სერვისი, რომელიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, გაამარტივებდა შოპინგის გამოცდილებას და დროის გარდა, ადამიანებს ფინანსებსაც დაუზოგავდა", − აღნიშნავს გოქბერქ თამაჩი, − „ბაზრის კვლევის ეტაპზე, სხვა გადამზიდი კომპანიებიც აღმოვაჩინეთ, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, ისინი მომხმარებელს სერვისის ვიწრო სპექტრს სთავაზობდნენ. მათი საქმიანობა, ძირითადად, კონკრეტულ მაღაზიაში შოპინგითა და შესაბამისად გაზრდილი სატრანსპორტო საფასურით განისაზღვრებოდა, რაც მომხმარებელს არახელსაყრელ პირობებს უქმნის".

კომპანია Turketidan.ge ქართული გადამზიდი კომპანიაა, რომელიც თურქეთიდან საქართველოში ნებისმიერი წონისა და ზომის ამანათების ტრანსპორტირებას ყველაზე ხელსაყრელ ფასად ახორციელებს. ადგილობრივ ბაზარზე არსებული სერვისებისგან განსხვავებით, აქ მომხმარებელს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი მაღაზიიდან შეუძლია სასურველი ნივთების შეძენა, ხოლო მათ უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებაზე Turketidan.ge იზრუნებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ საწყობში მისული ნივთი მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში უკვე საქართველოში ჩამოდის და ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში წარმოდგენილ სერვისცენტრებში ნაწილდება. გარდა ამისა, მომხმარებლისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ბინაზე მიტანის სერვისსაც უზრუნველყოფს.

პანდემია Turketidan.ge-ის შექმნის მთავარი მოტივატორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესგარემოზე ეკონომიკის შეზღუდვამ უარყოფითად იმოქმედა, ამ კომპანიის შემთხვევაში, იგი შთაგონების მთავარი წყარო აღმოჩნდა. თურქეთში პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ შეძენამ, ბევრ ადამიანს ონლაინშოპინგის კომფორტული ალტერნატივა შესთავაზა. „რაც შეეხება უშუალოდ ვირუსის გავრცელებას, ცხადია, თითოეული თანამშრომლის ინფიცირების რისკი ნეგატიურად ისახება როგორც საქმეზე, ისე გუნდზე, თუმცა რეგულაციებისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებით, ვცდილობთ ეს საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ", − აცხადებს კომპანიის დირექტორი.

მსგავსი სრულფასოვანი მომსახურების გამართვა მარტივი საქმე არაა. პანდემიური გამოწვევების გარდა, კომპანიის შექმნა და მაქსიმალური დატვირთვით ოპერირება, საწყის ეტაპზე ბევრ გამოწვევასთან და პრობლემასთანაა დაკავშირებული.„მთავარ გამოწვევას ბაზარზე შესვლა, დამკვიდრება და სწორი პოზიციონირება წარმოადგენდა. ვინაიდან ბაზარზე ჩვენამდეც არსებობდნენ და კვლავ აგრძელებენ მუშაობას გადამზიდი კომპანიები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და წამოჭრილი სირთულეების მიმართ ამტანობა უმაგრებთ ზურგს, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. თუკი აღნიშნული კომპანიების სოციალურ მედიასაც მივადევნებთ თვალს, მათი მომხმარებლები აქტიურები და კმაყოფილები არიან, რაც მათში ჩვენი სერვისით სარგებლობის სურვილის გაღვივებასა და ჩვენკენ გადმობირებას მნიშვნელოვნად ართულებს. როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, ნელ-ნელა ბევრი მცირე დეტალი გამოიკვეთა, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით და პრაქტიკულად, მომხმარებელთან ერთად მოგვიწია სწავლა, მარტივი გამოსავლებისა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს, რისთვისაც უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მომხმარებლებს. დაბრკოლებებისა და ხარვეზების მიუხედავად, მათ ეს რთული გზა ჩვენთან ერთად გამოიარეს, მოგვცეს ჩავარდნების გამოსწორების შესაძლებლობა და დღემდე ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებად რჩებიან", − განაცხადა კომპანიის დირექტორმა, გოქბერქ თამაჩმა.

რაც შეეხება უშუალოდ პლატფორმის მუშაობის პრინციპს, მომხმარებელი www.turketidan.ge-ის საიტზე მისთვის სასურველ ენაზე რეგისტრირდება, საიტზე წარმოდგენილი მაღაზიების კატალოგიდან არჩევს სასურველს, ირჩევს ნივთებს და ონლაინშოპინგს ახორციელებს. პროდუქციის შეძენის დროს, ტრანსპორტირების ველში უთითებს კომპანიის თურქეთში არსებული სერვისცენტრის მისამართს. ამანათის საწყობში მიღებისთანავე, Turketidan.ge-ის წარმომადგენლები ნივთს წონიან, ხოლო პროცედურის გავლის შემდეგ, მომხმარებლის პირად ვირტუალურ კაბინეტში ისახება ზუსტი წონა, საფასური და გადაადგილების მარშრუტი. პროდუქტის ასახვიდან მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში, ამანათი საქართველოში, შესაბამის სერვისცენტრებში იგზავნება. მომხმარებლისთვის სერვისცენტრიდან ამანათის გატანა უფასოა, ხოლო ადგილზე მიტანას ბაზარზე წარმოდგენილი საფოსტო ორგანიზაციები ახორციელებენ. Turketidan.ge თანამშრომლობს საქართველოში მომუშავე საკურიერო კომპანიებთან, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი ამანათი საქართველოს მასშტაბით მისთვის სასურველ ადგილას მიიღოს.

კომპანია Turketidan.ge-ის დამფუძნებელი და ოპერატორი, Asya Software-ის შვილობილი კომპანია „სარფ თრეველია". Asya Software, 2016 წლიდან ახორციელებს IT და ტექნოლოგიურ მომსახურებას პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. საქმის წარმატება დიდწილად მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ცოდნამ განაპირობა, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა როგორც თურქეთისთვის, ისე საქართველოსთვის. პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი შესანიშნავად იცნობს ადგილობრივ ბაზარს და პრობლემებს, რაც მათ მომხმარებლებისთვის მარტივი სერვისის შეთავაზებასა და მის სრულყოფაში დაეხმარა.

„ჩვენმა გუნდმა მცირე პერიოდში ბევრი გამოწვევისა და პრობლემის გადალახვა მოახერხა. Turketidan.ge-ის გუნდი აერთიანებს დეველოპერებს, IT-სპეციალისტებს, ოპერატორებს, კურიერებს, სოციალური მედიის მენეჯერებს და ა.შ. კომპანიის მენეჯმენტი აცნობიერებს, რომ გუნდის თითოეული წევრის კმაყოფილება, სამუშაოს ხარისხიან შესრულებას განაპირობებს, ამიტომაც ხშირად მიმართავს სხვადასხვა ტიპის წამახალისებელ ღონისძიებას. თავდაპირველად, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს გარკვეული ოდენობის თანხაც კი ჩავურიცხეთ, რითაც შეეძლოთ თავად ეშოპინგათ და მიეღოთ ონლაინვაჭრობის გამოცდილება ჩვენსავე პლატფორმაზე. ბონუსის სახით, თანამშრომლებისათვის ნივთების ტრანსპორტირება სრულიად უფასოა", − აღნიშნავს გოქბერქ თამაჩი.

კომპანია Turketidan.ge, Entrepreneur-ის მკითხველს უახლოესი ერთი წლის გეგმებსაც უზიარებს. როგორც ბატონი გოქბერქი აცხადებს, ისინი მიზნად ისახავენ ახალი მომხმარებლების მოზიდვას და არსებული აუდიტორიის შენარჩუნებასა და მეტად გააქტიურებას. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს სერვისის გამარტივებასა და დახვეწაზე. დღესდღეობით, მარტივი და უსაფრთხო შოპინგის სტიმულირება, წახალისება და წინა პლანზე წამოწევა, კომპანიებისათვის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. სწორედ ამიტომ, ახლო მომავალში, Turketidan.ge მომხმარებლისათვის საკუთარი აპლიკაციის შეთავაზებასაც აპირებს. ბატონმა გოქბერქმა საუბრისას ახსენა, რომ მისი გუნდი მარკეტინგული PR-კამპანიების წარმოების კუთხით გააქტიურებას გეგმავს. ასევე, წლის განმავლობაში Turketidan.ge მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში სერვისცენტრებს დაამატებს, რათა მომხმარებლისთვის მათი სერვისით სარგებლობა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში გახდეს შესაძლებელი, ხოლო შოპინგის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, კომპანიის გუნდი 24/7-ზე რეჟიმით მხარდაჭერასა და დახმარების მოქნილ სისტემას შემოგვთავაზებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"