Amazon Web Services (AWS) Academy ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი AWS Academy-ს პარტნიორი გახდა. თანამშრომლობა უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.  AWS Academy-ს პარტნიორი ამ ეტაპზე რეგიონის სხვა არც ერთი აკრედიტებული სასწავლებელი არაა. AWS Academy-ს სერვისებითა და მხარდაჭერით ისარგებლებენ BTU-ს DevOps სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. ეს სიახლე მათ პროფესიული განვითარებისა და წარმატებით დასაქმების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მისცემს.

BTU

AWS Academy პარტნიორ კომპანიებს ღრუბლოვან სერვისებზე სრულყოფილ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს და წვდომას უხსნის ლაბორატორიებზე. სტუდენტებს სექტორის მიერ უმაღლეს დონეზე შეფასებული და აღიარებული სერტიფიკატების მიღება შეეძლებათ.

BTU-ში DevOps–ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო გვაზავა განმარტავს, რომ DevOps–ის სპეციალისტებს შორის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების კარგად ცოდნა უმნიშვნელოვანესია.

„AWS Academy –ის სერტიფიკატი არის სწორედ ის კვალიფიკაცია, რომელსაც დღეს უდიდეს ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები გლობალურად და მათ შორის, საქართველოშიც. ღრუბლოვანი სერვისების მიმართულებით ეს არის კომპეტენციის ამაღლებისა და ხარისხიანი ცოდის მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობა. AWS Academy–ის პარტნიორი, აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებები იღებენ უახლეს სასწავლო მასალებს ღრუბლოვანი სერვისების შესახებ. ჩვენი სტუდენტებისთვის ეს თანამშრომლობა რამდენიმე მიზეზითაა უმნიშვნელოვანესია: მათ ექნებათ წვდომა უახლეს ინფორმაციაზე და უახლესი სასწავლო მასალებით ისარგებლებენ; წვდომას მიიღებენ ლაბებზე და სასერტიფიკაციო გამოცდებზე ფასდაკლებებით ისარგებელებენ,“ – განმარტავს ნინო გვაზავა.

მისივე განმარტებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქტიური პირდაპირი კომუნიკაცია აქვს AWS Academy–სთან. პროგრამის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის თუ რამე სახის დახმარება დასჭირდება უნივერსიტეტს, მას პირდაპირ AWS Academy–ისგან მიიღებს. შესაბამისად, კურსი მაქსიმალურად სრულყოფილი იქნება.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ღრუბლოვანი სერვისების მაღალ დონეზე ცოდნა დამსაქმებლების ნომერ პირველი მოთხოვნაა. მეტიც, Global Knowledge–ისმონაცემებით, AWS სერტიფიკატი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სერტიფიკატების ათეულში მეორე პოზიციას იკავებდა 2020 წელს. სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ, AWS Academy ქმნის უმაღლესი დონის სასწავლო სასწავლო პროგრამას, რომელიც ყველა პარტნიორი სასწავლო დაწესებულების სტუდენტისთვის სტანდარტიზებულია და მათ თანაბრად მაღალ შესაძლებლობებს სთავაზობს.