ჰამდი ულუკაიას გზა წარმატებისკენ

იოგურტების #1 ბრენდის ისტორია

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ადგილი, სადაც ვიბადებით, ზოგჯერ შესაძლოა ჩვენი „სამშობლო“ არ იყოს. ხშირად ჩვენი მიზნები განსხვავდება იმ შესაძლებლობებისგან, რასაც საკუთარი ქვეყანა გვაძლევს და ამის გამო გვიწევს ალტერნატიული სამყაროს მოძებნა. აშშ ბევრი მილიარდერის პირველი სამშობლო ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი კარი ყველასთვის ღიაა და შესაძლებლობას აძლევს დამწყებ თუ უკვე შემდგარ ბიზნესმენს, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. ჰამდი ულუკაია ამერიკაში არ დაბადებულა, მაგრამ თავისი თავი სწორედ ამ ქვეყანაში იპოვა, გახდა როგორც ერთ-ერთი მილიარდერი, ასევე დიდი ქველმოქმედი, სახელი დაიმკვიდრა ისტორიაში და ადამიანებს შესაძლებლობა მისცა დაეგემოვნებინათ გემრიელი იოგურტი, მიეღოთ განათლება ამ სფეროში და ემუშავათ იმაზე დიდი ანაზღაურებით, ვიდრე სხვა კომპანიაში.

entrepreneur.ge

ჰამდი ულუკაია 1972 წლის 26 ოქტომბერს, ილიჩში, თურქეთში დაიბადა. გახლავთ თურქი ბიზნესმენი, აქტივისტი და დიდი ქველმოქმედი შეერთებულ შტატებში. ულუკაია არის „ჩობანის“ − #1 გაყიდვადი იოგურტის ბრენდის მფლობელი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში. მან საწარმოო ობიექტები ჯერ ნიუ იორკში გახსნა და მას შემდეგ გაფართოვდა. Forbes-ის თანახმად, მისი ქონება 2019 წლის ივნისის მდგომარეობით 2.0 მილიარდი აშშ დოლარია. 2016 წლის 26 აპრილს ულუკაიამ გამოაცხადა, რომ თავის თანამშრომლებს გადასცემდა „ჩობანის“ აქციების 10%-ს.

დაბადებული თურქეთის ერზინკანის პროვინციის პატარა სოფელში, ულუკაია ემიგრაციაში შეერთებულ შტატებში 1994 წელს ინგლისურის შესასწავლად და რამდენიმე ბიზნესის წამოსაწყებად წავიდა. 2002 წელს მან მამის რჩევით ფეტა-ყველის ქარხანა გახსნა.

მისი უფრო დიდი წარმატება დიდი გარისკვა იყო: ულუკაიამ 2005 წელს შეიძინა იოგურტის დიდი ქარხანა ნიუ იორკში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან იყო რძისა და ყველის ინდუსტრიის ცენტრი. იოგურტის ბიზნესში გამოცდილების გარეშე, მან შექმნა იოგურტის იმპერია − „ჩობანი“. მან მიაღწია მილიარდ დოლარზე მეტ წლიურ გაყიდვის მაჩვენებლებს გამოშვებიდან 5 წელზე ნაკლებ დროში და გახდა წამყვანი იოგურტის ბრენდი აშშ-ში 2011 წლისთვის. Ernst & Young-მა ულუკაია დაასახელა Ernst & Young World Entrepreneur of the Year 2013 წელს, ხოლო ჟურნალმა Inc.-მა 2019 წელს ის გასული ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ანტრეპრენერად დაასახელა.

2005 წლის გაზაფხულზე ულუკაიამ აღმოაჩინა რეკლამა, რომელიც აცხადებდა, რომ იყიდებოდა იოგურტის სრულად აღჭურვილი ქარხანა სამხრეთ ედმესტონში (ნიუ იორკი, აშშ), მისი ყველის ქარხნიდან 65 კილომეტრში. ულუკაიამ მეორე დღესვე დაათვალიერა ქარხანა და გადაწყვიტა მისი ყიდვა, საკუთარი ადვოკატისა და ბიზნესმრჩევლის პოზიციის საწინააღმდეგოდ. ულუკაია ხუთი თვის განმავლობაში მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის სესხით იხდიდა ქარხნის გადასახადს, პლუს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების გრანტებით. მან თავდაპირველად თავისი ახალი კომპანია, როგორც აგროფარმა, დაასახელა და დაიქირავა კრაფტის ყოფილი თანამშრომლები.

ულუკაიას ადრეული ბიზნესმიდგომა მოიცავდა სტრატეგიებს, რომლებსაც დიდი კომპანიები არ იყენებდნენ. იმის ნაცვლად, რომ მაღაზიებმა გადაიხადონ გადასახადი, რომლის დაფინანსებაც მისმა დამწყებმა კომპანიამ ვერ შეძლო, მან, თავისი საქონლის შესანახად, მაღაზიებში იოგურტით გადაიხადა და არა ნაღდი ფულით. ის ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ დროთა განმავლობაში გადასახადს იოგურტის გაყიდვით გადაიხდიდა. მან ასევე მაღაზიისთვის ნიმუშები გამოიტანა, რათა მომხმარებელს შესძლებოდა პროდუქტის დაგემოვნება და დაუყოვნებლივ ყიდვა. ტრადიციული მარკეტინგისთვის ბიუჯეტის არარსებობის გამო, ულუკაიამ თავისი მცირე გუნდი ბლოგერებზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე მიმართა, რათა ჰქონოდათ მუდმივი და უშუალო კომუნიკაცია მომხმარებლებთან.

2009 წელს ქსელურმა მაღაზიებმა Stop & Shop და ShopRite დაიწყეს

„ჩობანის“ გაყიდვა და 2009 წლის შუა პერიოდისთვის უკვე „ჩობანი“კვირაში 200 000 იოგურტს ყიდდა. მოგვიანებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა − 2010 წელს ულუკაიამ საკუთარი არსებული ბრენდისთვის ახალი ბრენდის ხაზების დამატება.

ულუკაიამ გადაწყვიტა ამერიკული სტილის იოგურტის ალტერნატივის შექმნა. მან ამჯობინა იოგურტი, რომლითაც ის გაიზარდა თურქეთში. ჩამოიყვანა იოგურტის ოსტატი თურქეთიდან, მუსტაფა დოგანი, რომელთანაც მან თითქმის ორი წელი გაატარა საკუთარი იოგურტის რეცეპტის შემუშავებასა და სრულყოფაში. სხვადასხვა ბაქტერიული კულტურის გამოყენებით, განსხვავებულ ტემპერატურასა და დუღილის ხანგრძლივობაზე, მათ ასობით რეცეპტი გამოცადეს, რათა გამოეგზავნათ იოგურტი სასურველი გემოთი, ტექსტურითა და ბუნებრივი შენახვის ვადით.

 „ჩობანი“ თურქული სიტყვაა და ქართულად „მწყემსს“ ნიშნავს. მას ამ სახელის იდეა სწორედ ახალი იოგურტის შექმნისთვის საჭირო დანადგარის შესაძენად მიმავალ გზაზე გაუჩნდა.

ულუკაიამ განაცხადა, რომ თანამშრომლების უფრო მაღალი ხელფასი იწვევს კორპორაციულ წარმატებას. ის არა მხოლოდ ხელს უწყობს იმ პოზიციას, რომ კომპანიებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას, როდესაც ისინი უფრო მეტ ანაზღაურებას უხდიან თავიანთ თანამშრომლებს, არამედ მათ ასევე აქვთ მორალური ვალდებულება ამის გაკეთებისთვის და აცხადებენ: „ჩვენი საზოგადოებებისა და ჩვენი ხალხის გულისთვის, უნდა მივცეთ სხვა კომპანიებს მეტი მაგალითი ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად“.

როდესაც ულუკაიამ გახსნა იოგურტის მწარმოებელი მეორე ქარხანა ტვინ ფოლსში (აიდაჰო, აშშ), მან შექმნა სამუშაო სასწავლო პროგრამა სამხრეთ აიდაჰოს კოლეჯთან და „ჩობანის“ ფონდთან ერთად (ადრე ცნობილი იყო, როგორც „მწყემსის“ საჩუქრის ფონდი). New York Times-ის სტატიამ 2017 წლის მარტში ხაზგასმით აღნიშნა ულუკაიას ძალისხმევა აიდაჰოს კოლეჯებთან თანამშრომლობისთვის, რათა შესთავაზოს ტექნიკური მომზადება მუშებს, რომ აღარ იყოს სამუშაო ადგილის ნაკლებობა. „ჩობანის“ „ტვინ ფოლს“ იოგურტის ქარხანა მსოფლიოში უდიდესია, რომელიც თავის მუშებს შრომას საშუალოდ მინიმალურ ხელფასზე ორჯერ მეტად უნაზღაურებს.

2017 წელს ჩობანმა დაიწყო ექვსკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების შეთავაზება ახალბედა მშობლებისთვის. ეს იდეა ულუკაიას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაუჩნდა, როდესაც მისი ვაჟი 2015 წელს დაიბადა. პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ „ჩობანის“ თანამშრომლებს ჰქონდეთ საჭირო დრო ახალშობილებთან დასაკავშირებლად.

2019 წლის ივნისში ულუკაიამ წამოიწყო Milk Matters-პროგრამა ამერიკაში რძის მეურნეობის მომავლის მხარდასაჭერად. პროგრამის ნაწილი მოიცავს ახალ თანამშრომლობას Fair Trade USA-სთან რძის ინდუსტრიის პირველი სტანდარტული და სერტიფიცირებული პროგრამის შესამუშავებლად.

ულუკაია ახლა ცხოვრობს ახალ ბერლინში, ნიუ იორკში, მისი შტაბიდან არც ისე შორს. იგი 1990-იანი წლების ბოლოს ნიუ იორკელ ექიმ აიშე გირეიზე დაქორწინდა, თუმცა 2012 წელს ჰამდის ახლა უკვე ყოფილმა მეუღლემ უჩივლა კომპანიის 53-პროცენტიანი წილის გამო და განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა ულუკაიას 500 000 აშშ დოლარი მისცა ბიზნესისთვის. განქორწინების პროცესის შედეგად წარმოშობილი სხვა პრეტენზიები ასევე მოიცავდა ბრალდებას, რომ ჰამდიმ მოიპარა იოგურტების რეცეპტი. ეს ბრალდებები უსაფუძვლოდ დადასტურდა და მოიხსნა.

2015 წელს ალიდა ბურთან ჰამდის ვაჟი − აღა შეეძინა. 2018 წლის იანვარში ულუკაია დაქორწინდა ლუიზ ვონგერიხტენზე − Food Dreams Foundation-ის თანადამფუძნებელსა და პრეზიდენტზე. იმავე წლის აპრილში წყვილს შეეძინა ვაჟი, მირანი. დღეს ულუკაიას გართობა, სამსახურის გარეთ, გულისხმობს ნაოსნობას, მოგზაურობას და დროის გატარებას თავის ორ ნახევრად გერმანელ „მწყემსთან“ ერთად.