You can be on Entrepreneur’s cover!

ილონ მასკმა ბეზოსს Twitter-ზე დასცინა და მისი გვარი გამიზნულად არასწორად დაწერა ნეტა ოდესმე თუ დაისვენებენ ეს ორნი? როგორც ჩანს, არა, სანამ ერთ-ერთი მათგანი მთვარეზე არ მოხვდება

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Getty Images

ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი კვლავ დაუბრუნდნენ Twitter-ზე ამ თემის განხილვას მას შემდეგ, რაც მასკმა თავხედური კომენტარი გააკეთა სტატიაზე, რომელშიც Amazon-ის ხელმძღვანელი კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მოუწოდებდა, შეეჩერებინა მასკის კოსმოსური კვლევითი კომპანია SpaceX. ის მოითხოვდა, რომ SpaceX-ს აღარ გაეგრძელებინა მუშაობა Starlink-ის მეორე თაობის სატელიტური ინტერნეტსისტემის განვითარებაზე.

„ეს მზარდი კონკურენციის კიდევ ერთი ფრონტია", − წერს სტატიის ბმულის გვერდით ქრისტიან დევენპორტი, Washington Post-ის რეპორტიორი კოსმოსური კვლევების სფეროში.

ბუნებრივია, მასკი ვერ გაჩუმდებოდა და მან იმდენად ღრმად შეტოპა, რომ ბეზოსის გვარი არასწორად დაწერა. თითქმის არ არის სადავო ის, რომ მან ეს გამიზნულად გააკეთა.

„როგორც ჩანს, ბესოსი (Besos და არა Bezos) პენსიაზე იმისათვის გავიდა, რომ სრული განაკვეთით იმუშაოს სარჩელების შეტანაზე SpaceX-ის წინააღმდეგ", − განაცხადა მასკმა.

მისმა პასუხმა 106 000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა Twitter-ზე.

„შეხედეთ, ეს კიდევ ერთხელ მოხდა. ისინი უბრალოდ კონკურენტების ინოვაციების შეჩერებას ცდილობენ", − წერს პასუხად ერთ-ერთი მომხმარებელი, − „დროა Amazon-ს დავემშვიდობოთ".

„ეს არ არის კონკურენცია. ეს უფრო მეტად ერთის თავდასხმას ჰგავს მეორეზე. ამგვარი ნაბიჯები ბევრ ენერგიას მოითხოვს", − წერს კიდევ ერთი, − „ეს სრულიად აშკარად უჩვენებს, რომ ბეზოსი მტრულადაა განწყობილი. როგორ უნდა ჰქონდეს მას ასეთი მტრული ტაქტიკით პარტნიორებისა და დიდი ტალანტების მოზიდვის იმედი?"

ბეზოსის საჩივარში, რომელიც მან კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას წარუდგინა, ნათქვამია, რომ მასკის კომპანია Starlink-ის გაფართოების გეგმა ძალიან „ფართო და სპეკულაციურია". საუბარია იმაზე, რომ SpaceX ამ უწყების ნებართვას ითხოვს ორი კონფიგურაციისთვის, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს დაახლოებით 30 000 თანამგზავრს.

„SpaceX-ის ახალი მიდგომა და განაცხადის წარდგენა ორ ურთიერთგამომრიცხავ კონფიგურაციაზე, ეწინააღმდეგება როგორც კომისიის წესებს, ისე სახელმწიფო პოლიტიკას, და ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ კომისიას, უარი თქვას ამ შესწორებაზე", − ნათქვამია საპროტესტო წერილში.

მასკის ტვიტი იმ ფაქტის მანიშნებელიც იყო, რომ ბეზოსი და მისი კოსმოსური კვლევების კომპანია Blue Origin, მუდამ თან სდევდნენ SpaceX- სა და მის კონტრაქტს NASA-სთან. ამ კონტრაქტის მიხედვით, SpaceX უნდა ყოფილიყო კოსმოსური კვლევების ერთადერთი კომპანია, რომელიც ადამიანებს მთვარეზე გააგზავნიდა. და იქამდეც კი მივიდნენ, რომ NASA-ზე შეიტანეს სარჩელი, რის გამო NASA-მ საკუთარი კონტრაქტი შეაჩერა SpaceX-თან.

ამჟამად, ამ ორ მილიარდერთა შორის მხოლოდ ბეზოსმა იმოგზაურა კოსმოსში წარმატებით და დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!