You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ ეხმარება თანამედროვე მედიცინა ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მედიცინის როლი კაცობრიობის არსებობის მანძილზე სხვადასხვა ფორმით და დოზით მუდმივად არსებობდა და მისი არსებობის საჭიროება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა. საუკუნეებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, კვლევა და გამოცდილება თანამედროვე მედიცინას ნებისმიერი მტრულად განწყობილი მიკრო ორგანიზმის მიმართ უძლეველ იარაღად აქცევს.

მედიცინის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად ითვლება მკურნალი ექიმების მიერ ხელების დეზინფექციის მეთოდის ეფექტურობის აღმოჩენა.

დაახლოებით, 130 წლის წინ, უნგრელი ექიმი იგნაზ სემელვეისი, რომელიც სამშობიარო კლინიკას ფლობდა, დაინტერესდა თუ რა იწვევდა პაციენტთა ასეთ ხშირ სიკვდილიანობას. სემელვეისის დროს, მიკრობები ჯერ კიდევ აღმოჩენილი და შესწავლილი არ გახლდათ, შესაბამისად, არც ის, თუ როგორ მრავლდებოდნენ ან როგორ გადაეცემოდნენ ისინი ერთი ზედაპირიდან ან ორგანიზმიდან მეორეზე. მედიცინის მუშაკები ფიქრობდნენ, რომ დაავადებები მიაზმით - ანუ უსიამოვნო სუნით ვრცელდებოდა.

შესაბამისად, ექიმები დარწმუნებულები იყვნენ რომ ამ მდგომარეობის წინაშე მათი მიღებული ზომები უძლური იქნებოდა და პაციენტთან ურთიერთობისა და ქირურგიული ჩარევების დროს დაუბანელი ხელებით მუშაობდნენ.
მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ექიმმა პაციენტთან მუშაობისას ხელი გაიჭრა, გაჩნდა კითხვის ნიშნები. რადგან ექიმი და პაციენტი, ერთმანეთის იდენტური სიმპტომებით გამოხატული დაავადებით დაიღუპნენ.

ექიმმა სემელვეისმა ივარაუდა, რომ მკურნალ ექიმზე გვამიდან რაღაც „ნაწილაკი" გადავიდა და სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. ამ თეორიის დასადასტურებლად, სემელვეისმა ექიმებს ხელების ქლორინით დეზინფექცია და გულდასმით დაბანა უბრძანა.
რა თქმა უნდა, ამ თეორიამ გაამართლა და იგნაზ სემელვეისის სამშობიარო კლინიკაში სიკვდილიანობა 18 %-დან 1 %-მდე შემცირდა.

1857 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად ლუი პასტერმა პათოგენების არსებობა დაადასტურა, რითაც საბოლოოდ განმტკიცდა იგნაზ სემელვეისის თეორია. 1876 წელს კი, რობერტ კოხმა აღმოაჩინა ანთრაქსის ბაცილა, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებში უმძიმეს ინფექციურ დაავადებას - ჯილეხს იწვევს.

1881 წელს, პასტერსმა ანთრაქსის წინააღმდეგ ვაქცინა შეიმუშავა. მაღალი რისკის ადამიანებში იმუნიზაცია ტარდებოდა უუჯრედო ვაქცინით, რომელშიც იმუნოგენის სახით ხვდება გასუფთავებული დამცავი ანტიგენი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ვაქცინა არის ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ადამიანს კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ შეძენილ იმუნიტეტს აძლევს. სტანდარტულად, ვაქცინა რაიმე დაავადების გამომწვევი მიკრო ორგანიზმის დასუსტებულ ნაწილაკს შეიცავს, რომლის ადმინისტრირებისას ადამიანის იმუნური სისტემა ისე სტიმულირდება, რომ პათოგენი სამომავლოდ ამოიცნოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.


ვაქცინის წარმოშობამ მედიცინის კუთხით კაცობრიობის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და გააუმჯობესა. თუ მანამდე ტეტანუსისგან, ცოფისგან და წითელასგან მილიონობით ადამიანი იხოცებოდა, ახლა ეს ვირუსული ინფექციები ნაკლებად საშიშია და მონიტორინგს ექვემდებარება.

მაგალითად, ცოფი, იგივე ჰიდროფობია, ტეტანუსის მსგავსად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და როგორც წესი, გარდაუვალი ლეტალობით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა. ცოფის აცრის არსებობამ და ადამიანების მიერ მისმა აქტიურმა გამოყენებამ ინფიცირების შემთხვევაში, მკვეთრად შეამცირა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და დღესდღეობით, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში, ცოფი უიშვიათეს შემთხვევებში იწყებს გამოვლენას.

როგორც აღვნიშნეთ, ვაქცინა კაცობრიობის ხანგრძლივ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველჰყოფს, რაც აქტუალობას არასდროს კარგავს. დღესდღეობით, განვითარებული მედიცინა ფლობს რესურსს იმისა, რომ მხოლოდ წელიწადი დასჭირდეს ვირუსებისა და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ ვაქცინის ფორმულის შექმნას და მსოფლიო მოსახლეობის იმუნიზაციას. 2019 წლის მიწურულს გამოჩენილი კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი საკმაოდ მოკლე დროში გახდა. დღესდღეობით, სრული ავტორიზაცია მინიჭებული აქვს მ-რნმ ვაქცინას Pfizer-ს, იგივე BioNtech-ს, რომელიც 95% ეფექტურობით ხასიათდება კორონა ვირუსის სხვადასხვა შტამებთან მიმართებით. მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება.

ამ კონკრეტულის გარდა, არსებობს ვაქცინის სხვა ვარიანტებიც - ვექტორული და ინაქტივირებული. ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის (spike protein) შესახებ „ინსტრუქცია" ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული „ინსტრუქციის" შესაბამისად უჯრედი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას.

ინაქტივირებული ვაქცინა კი ტრადიციული მეთოდით არის შემუშავებული. ის შედგება მთელი ვირუსისაგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან. შესაბამისად, იყოფა ორ ძირითად ტიპად – სრულუჯრედიან და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას, რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს.

მედიცინის ფარგლებში და არა მარტო, კვლევა და დიაგნოსტიკა ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად და განსამტკიცებლად უმნიშვნელოვანესია. კაცობრიობის წინაშე არანაკლები დამსახურება მიუძღვის სამედიცინო სფეროში დამკვიდრებულ საკვლევ აპარატებსა და ლაბორატორიებს. ლაბორატორიებში იკვლევა და იქმნება უამრავი მედიკამენტი, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ. მედიკამენტები კლასიფიცირდება მათი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, ეს იმიტომ, რომ მომხმარებლისთვის მათი სამეცნიერო დასახელებები დამაბნეველი და სულაც არაფრისმთქმელი არ აღმოჩნდეს. მაგალითად, აღნიშვნა Forte, რომელიც არაერთი მედიკამენტის დასახელების დაბოლოვებაა, მიგვითიტებს, რომ წამლის შემადგენლობაში აქტიური ინგრედიენტების დიდი დოზაა და აქვს ძლიერ გამოხატული თერაპიული ეფექტი.

სამკურნალო პრეპარატების გარდა, თანამედროვე მედიცინა არანაკლებ ყურადღებას უთმობს მულტივიტამინების, მინერალებისა და ტონუსის გასაუმჯობესებელი საშუალებების შექმნას, რომლებიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენება დაავადებების პრევენციისთვის. მაგალითად, პრეპარატი Viasil, აქტიურად გამოიყენება პოტენციის აღსადგენად და შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ, რომ ყველა მედიკამენტი თუ მეთოდი პრეკლინიკურ და კლინიკურ ცდებს გადის, რომლის შემდეგაც სტატისტიკურად დგინდება და ზუსტდება უკუჩვენებები, უსაფრთხოება, მიღების/გამოყენების ჩვენებები, ეფექტიანობა და ა.შ.

მედიცინისთვის და თანამედროვე დიაგნოსტიკისთვის მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის ტექნოლოგია რევოლუციური აღმოჩნდა. ექიმები მას მთელი წყება დაავადებების აღმოსაჩენად იყენებენ და მთლიანი სხეულის, ისევე როგორც სრული პათოლოგიის რუკის შექმნა შეუძლიათ.

MRI-ს ხელსაწყო ძლიერ მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელიც ადამიანის სხეულში არსებულ პროტონებს ჩაანაცვლებს ისე, რომ ველს დაემთხვეს. შემდგომ, კონკრეტულ რადიო სიხშირეზე პროტონები თანასწორობიდან ვარდებიან. არსებული სხვაობა კი დასურათების საშუალებას იძლევა.

გარდა იმისა, რომ MRI-ის მეშვეობით ექიმებს მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლიათ, უშუალოდ მოწყობილობა სამეცნიერო გადმოსახედიდანაც თვალწარმტაცია. დროთა განმავლობაში, გიგანტური MRI-ის მანქანების უფრო კომპაქტური ვერსიებიც შეიქმნა, რაც მათ გადაადგილებას ამარტივებს და MRI-ის გამოყენება ხშირად საველე პირობებშიც შეიძლება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი