You can be on Entrepreneur’s cover!

6 რამ, რაც ყველა ქალმა ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს თუ გინდა წარმატებას მიაღწიო ბიზნესში, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება ის 6 რჩევა, რომელსაც Mogul-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი - ტიფანი ფემი გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Saloua Raouda Choucair

რაც დრო გადის, ბიზნესის სამყაროში უფრო და უფრო მეტი ქალი იჩენს თავს. ბოლო წლების განმავლობაში, მრავალმა ქალმა მიატოვა რუტინული სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი იდეისთვის ხორცი შეესხა და საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა, რადგან სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ „ბიზნესი მხოლოდ მამაკაცებისთვისაა", დროდადრო ინგრევა და რაც მთავარია, ჩნდება ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. თუ ორი წლის წინ რეალობა სხვანაირი იყო, ახლა ქალებს აღარ სჭირდებათ მისაბაძი მაგალითი იმისთვის, რომ საკუთარი საქმე წამოიწყონ, რადგან ასეთი მაგალითი უკვე ძალიან ბევრია.

ქალი ანტრეპრენერები, რომლებმაც წარმატებას უკვე მიაღწიეს ბიზნესის სამყაროში, თავიან გამოცდილებასა და რჩევებს დამწყებ ბიზნესმენებს უზიარებენ, რათა შედარებით ნაკლები შეცდომები დაუშვან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

„როდესაც გაქვს იდეა, უბრალოდ დაიწყე" − ამას გვირჩევს Mogul-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი ტიფანი ფემი, თავის წიგნში You Are a Mogul. Mogul არის საიტი და აპლიკაცია, სადაც ქალებს აქვთ დისკუსიები, აძლევენ და იღებენ რჩევებს, აზიარებენ სტატიებს, აქვეყნებენ და პოულობენ სამუშაოს და ა.შ. საიტს მსოფლიოში ყოველკვირეულად 18 მილიონზე მეტი ქალი სტუმრობს.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რჩევას, რომელსაც ტიფანი თავის წიგნში, მომავალი ქალი ანტრეპრენერებისთვის გვიზიარებს:

მუშაობა სხვადასხვა სფეროში

თუ აპირებთ ბიზნესის წარმოებას, თქვენ უნდა გესმოდეთ მისი ყველა მხარე. შესაძლოა თქვენი კარიერული მიზანი საერთოდ სხვა იყოს დასაწყისში, მაგრამ მრავალფეროვანმა გამოცდილებამ შეიძლება საერთოდ შეცვალოს თქვენი გეგმები. თუ თქვენ ახალ საქმეს იწყებთ ან საერთოდაც არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებთ, ყოველთვის ეცადეთ თქვენი მაქსიმუმი გამოავლინოთ, გაიღოთ შრომა მისთვის და საქმის ბოლომდე მიყვანის შემდეგ გადახვიდეთ ახალ საქმეზე. ეს არა მხოლოდ თქვენს ცოდნას გამოადგება, არამედ ასევე თქვენს სამუშაო უნარებს უფრო და უფრო გააუმჯობესებს.

განიხილეთ ყველა მცირე დავალება, როგორც წარმატების შანსი

თუ სტაჟიორი ხართ, რომელსაც ევალება უფროსისთვის ყავის მომზადება, გააკეთეთ საუკეთესო ყავა, რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ. თუ ტელეფონს უპასუხებთ, იყავით მეტად კეთილგანწყობილი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხაზის მეორე ბოლოში არიან. თუ თქვენ იპოვით გზას, რომ ყველაზე არაამქვეყნიური დავალებაც კი კარგად შეასრულოთ, აუცილებლად შეგამჩნევენ ზემდგომი ადამიანები. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მთავარია სწორად და გულმოდგინედ გააკეთო ის.

წარუმატებელი ნაბიჯი

უმეტესობას ბავშვობაში გვასწავლიან, რომ წარუმატებლობა ნეგატიურია, თუმცა, წარუმატებლობა სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ თქვენ ცდილობთ წინსვლას. გარდა იმისა, რომ ის გასწავლით გაკვეთილს იმის შესახებ, რაც არ მუშაობს, წარუმატებლობა შეიძლება იყოს წარმატების შენიღბვაც. თუ დაუშვებთ შეცდომას, დახარჯეთ ენერგია მის გამოსწორებაზე, და არა სინანულის განცდაზე.

მიზნად ყოველთვის უკეთესი დაისახეთ

უმეტესობა ჩვენგანი წარმატებულად თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს, თუ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს ვაჯობებთ. ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან თითქოს მოტივაცია გვეძლევა, საქმე უფრო უკეთ ვაკეთოთ. „შეუძლებლის" მიღწევა ჩვეულებრივ შესაძლებელია შრომისმოყვარეობითა და ურყევი თავდადებით", − წერს ფემი, − „როდესაც წარმატების მისაღწევად იწყებ მუშაობას, ხშირად გადააჭარბებ იმას, რაც ოდესღაც შეუძლებელი ჩანდა".

აირჩიეთ მხარდამჭერი პარტნიორი

სანამ ვინმესთან სერიოზულ ურთიერთობას დაიჭერ, უნდა დარწმუნდე, რომ ისინი მხარს უჭერენ შენს კარიერულ მიზნებს. ფემს მაგალითად მოჰყავს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ დაქორწინებულ ქალებს, რომლებსაც სამსახურთან ერთად სახლის საქმეების შესრულებაც უწევთ, ნაკლები კარიერული წარმატება აქვთ. „ვის ირჩევ შენი ცხოვრების პარტნიორად, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აირჩიო, თუ ვინ იქნება შენი ბიზნესპარტნიორი", − წერს იგი. შერილ სანდბერგმა ანალოგიურად თქვა, რომ „ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილებაა, ეყოლება თუ არა მას ცხოვრების პარტნიორი, და ვინ არის ეს პარტნიორი".

დააფასეთ თქვენი ხმა

„როდესაც ერთადერთი ქალი ხარ ოთახში, შეიძლება იგრძნო, რომ შენს ხმას მნიშვნელობა არ აქვს. სინამდვილეში, ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ახალ პერსპექტივას აყენებთ მაგიდასთან", − ამბობს ფემი. ჩვენ გვჭირდება ბიზნესი, რომელსაც ყველა სახის ადამიანი მართავს, რათა შევძლოთ ნებისმიერი ადამიანის მომსახურება, განურჩევლად რასის, ეთნოსის, სქესისა თუ ორიენტაციისა. „თუ ხართ ისეთ შეხვედრაზე, სადაც იცით, რომ თქვენგან განსხვავებული ხალხის წინაშე აღმოჩნდით, აღიარეთ, რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ", − წერს ფემი, − „თქვენ გადადგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს თითოეული ჩვენგანისთვის, რათა გამოვთქვათ საკუთარი პოზიცია".

თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორი იქნება თქვენი მომავალი, ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ უკეთ გამოიმუშაოთ ანტრეპრენერული უნარები და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ნაბიჯი წინ გადადგათ. ხშირად ქალების იმ მნიშვნელოვან უნარებს არ აფასებენ, რაც საჭიროა ყველა ანტრეპრენერს ჰქონდეს, ამიტომ აიმაღლეთ თქვენი ხმა, იყავით მეტად რისკიანი, თამამი, და მიეცით სხვა ქალებს მაგალითი, გახდნენ წარმატებულები.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"