⚡ Get All Content for 20% Off ⚡

''თუშეთის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება'' თამრო იდოიძეს თუშეთში, სოფელ დართლოში საოჯახო სასტუმრო აქვს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" შესაძლებლობაა დამწყები ანტრეპრენერებისთვის, რათა თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ და ფართო ასპარეზზე გასვლის შანსი მიიღონ. ამ პროექტის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე, საქართველოს სამეწარმეო გარემოს ფორმირების საქმეში, მის ბენეფიციარს „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებულს თუშეთიდან, სოფელ დართლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „შუნის" დამფუძნებელს, თამრო იდოიძეს ვესაუბრეთ.

„თუშეთში, სოფელ დართლოში გავიზარდე და ჩემი საქმიანობაც ამავე სოფელში, პატარა საოჯახო სასტუმროს უკავშირდება. სასტუმრო „შუნი" უკვე შვიდი წელია არსებობს და სივრცე, რომელიც შევქმენით, მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ვიზიტორებს. თუშეთის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად, „შუნის" განვითარების დინამიკაც, მოთხოვნიდან გამომდინარე, მზარდია. ვფიქრობ, თუშეთს და „შუნს" კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მიღებისა და განვითარების პერსპექტივა აქვს", − გვიამბობს თამრო იდოიძე.

როგორც თამრო გვიყვება, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ, რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო და პირველად, სწორედ მაშინ მიიღო მონაწილეობა. გასულ გაზაფხულს კი იგი „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლას" უკვე მეორედ შეუერთდა. „უპირველეს ყოვლისა, ბევრი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, ტრენერებისა და მონაწილეების სახით. მათ მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად დამეხმარება ჩემი საქმის წარმატებულად წარმოებაში. ჩემი გრძელვადიანი მიზანია, რომ განვითარებისა და ზრდის პარალელურად, ხარისხი შევინარჩუნო და გავაუმჯობესო", − აცხადებს თამრო იდოიძე.

უკვე არავისთვისაა სიახლე, რომ USAID-ის პროგრამას „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia), წლიდან წლამდე უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში პერსპექტიული და მოტივირებული ადამიანების წარმოჩინებისა და ხელშეწყობის საქმეში. მათი ჩართულობით არაერთმა დამწყებმა თუ განვითარების ეტაპზე მყოფმა ანტრეპრენერმა გაიარა ბიზნესტრენინგებისა და მენტორობის სესია, გაიუმჯობესა სამეწარმეო უნარ-ჩვევები და მასშტაბირებისათვის აუცილებელ ფინანსებზე წვდომა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან USAID YES-Georgia-ს ეგიდით „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" დაარსდა. ამ წლების განმავლობაში პროექტმა 5000 განაცხადი მიიღო, 1000-ზე მეტ ახალგაზრდას ტრენინგების კურსის გავლის შესაძლებლობა მისცა, 486 კურსდამთავრებულს ბიზნესპროექტების შედგენაში დაეხმარა, რომელთაგან 89-მ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" თანადაფინანსებაც მოიპოვა.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი „კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი