You can be on Entrepreneur’s cover!

''კერხერმა'' წმ. გიორგის მონუმენტის შადრევანი მორეცხა კომპანიამ მსოფლიო მასშტაბით ძეგლების წმენდის ტრადიციას საფუძველი 1980 წელს ჩაუყარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თავისუფლების მოედნის შადრევანი

სულ ახლახან, 22 სექტემბერს უკვე ტრადიციადქცეული კამპანიის ფარგლებში, მსოფლიო ბრენდ „კერხერის" ქართული წარმომადგენლობის ინიციატივით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმ. გიორგის მონუმენტის შადრევანი მოირეცხა.

„კერხერი" თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე მსოფლიო ბრენდია, რომელიც 1935 წელს ინჟინერმა ალფრედ კერხერმა დააარსა. ეს კომპანია სპეციალიზდება, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიული დანიშნულების დასუფთავების აპარატების წარმოებაზე, ხოლო მისი პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციურობითა და უმაღლესი ხარისხით. დღესდღეობით, „კერხერის" ბრენდის ქვეშ, მსოფლიო მასშტაბით 150-ზე მეტი ოფიციალური წარმომადგენლობა ერთიანდება და ერთ-ერთი მათგანი საქართველოში „კერხერ-საქართველოს" სახელითაა წარმოდგენილი.

„კერხერის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს და აქვს 3 მაღაზია, მათგან ორი თბილისში (დიღომი: აკაკი ბელიაშვილის #167 და საბურთალო: ვაჟა-ფშაველას #4) და ერთი ბათუმში (ლუკა ასათიანის #51). გარდა ფიზიკური მაღაზიებისა, „კერხერის" შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მათ ოფიციალურ ონლაინპლატფორმა www.karchershop.ge-ზეც გაეცნობა.

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით ძეგლების წმენდის პროექტებს, ამ ტრადიციას 1980 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მსოფლიო მემკვიდრეობის წინაშე, „კერხერის" კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) წარმოადგენს. სპეციალურად აღჭურვილ პროფესიონალთა გუნდის მიერ, უკვე არაერთი ცნობილი არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლის წმენდა განხორციელებულა, როგორებიცაა: აშშ-ში რაშმორის მთის პრეზიდენტების მონუმენტი, იესო ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია), „ლონდონის თვალი" ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონადა ვატიკანში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკში (აშშ) და ა.შ.

ბრენდის შემოსვლის დღიდან, ამ კამპანიამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. 2017 წელს გაირეცხა: ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლი პირველ სკოლასთან, ვაჟა-ფშაველას ძეგლი და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელი. 2019 წლის 26 მაისს მოირეცხა ოპერის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი, ხოლო ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი. „კერხერს" მსგავსი კამპანია 2019 წელს ბათუმშიც აქვს ჩატარებული, სადაც ილია ჭავჭავაძის ძეგლი და იუსტიციის სახლის მიმდებარე შადრევანი მორეცხა.

„კერხერ საქართველო", 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის სექტემბრის თვეში აქტიურად მონაწილეობს დასუფთავების დღეებშიც.

2021 წლის 22 სექტემბერს კი, კომპანიამ დედაქალაქის მცხოვრებლებისადმი კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის მონუმენტის ძირში არსებული შადრევანი მორეცხა. აღნიშნული კამპანია „კერხერის" მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბურია. იგი შპს „ეკოსერვისისა" და „თბილსერვისის" მხარდაჭერით განხორციელდა.

„პროცესში გამოყენებული ტექნიკისა და ჩართული მოხალისე თანამშრომლების რაოდენობის მხრივ, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევნის რეცხვა ჩვენ მიერ ჩატარებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდია. თავად თავისუფლების მოედანი, როგორც თბილისის, ისე საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვის მატარებელია, რომელიც არაერთი მოვლენის მომსწრე ყოფილა. აქედან გამომდინარე, ეს მოედანი საინტერესოა ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მოედანს ყოველდღიურად ქვეითთა და მძღოლთა დიდი ნაკადის გატარება უწევს. პროექტში მონაწილეობდა „კერხერის" მოხალისე 10 თანამშრომელი. გამოყენებულ იქნა ჩვენი ბრენდის 2 პროფესიული მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, 1 პროფესიული მოსახვეტი აპარატი და წყლის 1 სატუმბი დანადგარი, შადრევნის აუზიდან დაგროვილი წყლის ამოსაღებად. შადრევნებისა და ძეგლების რეცხვა ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც საქართველოში დაფუძნების დღიდან, სრულიად უსასყიდლოდ ვახორციელებთ. ჩვენ თავად ვქმნით აპარატებს, რომლებიც გამოიყენება მსგავსი პროექტებისთვის და თანამშრომლებიც მუდმივად გამოხატავენ მზადყოფნას, რომ შეიტანონ საკუთარი წვლილი მნიშვნელოვანი ძეგლების შენარჩუნებაში", − აცხადებს ნინო ხაცაკვაძე, კომპანია „კერხერ საქართველოს" მარკეტინგის მენეჯერი.

რაც შეეხება „კერხერ საქართველოს" სამომავლო გეგმებს, კომპანია ახალი ფილიალების გახსნას, ბაზარზე მეტი ინოვაციური პროდუქტის შემოტანას, პერმანენტულად კულტურული ძეგლების რეცხვის პროექტების განხორციელებასა და საქართველოში დასუფთავების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობას აპირებს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia