You can be on Entrepreneur’s cover!

BTU ცირკულარული (წრიული) ეკონომიკის სტუდენტთა სამეცნიერო ბანაკში მიღებას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ცირკულარული (წრიული) ეკონომიკის სტუდენტთა სამეცნიერო ბანაკი, რომელიც ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებში და შესაბამისი იდეების პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერას.

სამეცნიერო ბანაკის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

სამეცნიერო ბანაკის ჩატარების ადგილი: ქალაქი ბორჯომი.

აქტივობების აღწერა: 2 დღიანი სტუდენტური ბანაკის პირველი დღე დაეთმობა შემეცნებით ნაწილს, სადაც სტუდენტები მოისმენენ ლექციებს ცირკულარული ეკონომიკის მიმართულების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან. ხოლო სამეცნიერო ბანაკის მეორე დღეს, შერჩეული სტუდენტები წარადგენენ საკუთარ იდეებს (პრეზენტაციის სახით), საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის ელემენტების დანერგვის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • ქართულენოვანი აბსტრაქტების მიღება - 15 ოქტომბერი-15 დეკემბერი, 2021
  • შერჩეული სტუდენტების გამოვლენა - 20 დეკემბერი, 2021
  • ღონისძიების დეტალური პროგრამის გამოქვეყნება - 15 მარტი, 2022
  • ღონისძიების ჩატარება - 2-3 აპრილი, 2022

სააპლიკაციო პროცესი: მოხსენების აბსტრაქტი (ქართულ ენაზე) შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ღონისძიების კოორდინატორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsotne.zhghenti@btu.edu.ge

აბსტრაქტს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აპლიკანტის სასწავლო დაწესებულების და ფაკულტეტის შესახებ.

წარმოდგენილი აბსტრაქტი (300-800 სიტყვა) უნდა ასახავდეს პრაქტიკულ იდეას ან განხორციელებულ/დაგეგმილ კვლევას (ანალიზს) შემდეგი მიმართულებებით:

  • პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივება;
  • ნარჩენების მართვა შინამეურნეობებსა და ბიზნესში;
  • ენერგო დამზოგავი მეთოდების დანერგვა პრაქტიკაში;
  • განახლებადი ენერგიების ათვისება შინამეურნეობის ან ფირმის დონეზე;
  • რესურსების/პროდუქტების გაზიარების ან კოლაბორაციული მოხმარების ბიზნეს მოდელის შემუშავება;
  • გამოყენებული აქტივების ეკონომიკაში დაბრუნების უზრუნველყოფა;
  • ცირკულარული ეკონომიკის იდეების საზოგადოებაში პოპულარიზაციის გზები.

აუცილებელია რომ წარმოდგენილი აბსტრაქტი ეხმიანებოდეს საქართველოში არსებულ პრობლემატიკას. იდეის სპეციფიკიდან გამომდინარე, აბსტრაქტთან ერთად შესაძლებელია დამატებითი მასალის გაზიარება (ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო, და ა. შ.).

სავალდებულო პირობა: ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და ასევე კურსდამთავრებულებს, რომელთა ხარისხიდან მინიჭებიდან არ გასულა 1 წელზე მეტი.

შერჩეული სტუდენტებს, ექნებათ ვალდებულება წარმოადგინონ აბსტრაქტის ინგლისურენოვანი ვერსია 2022 წლის 10 მარტის ჩათვლით და გააკეთონ პრეზენტაცია (მოხსენება) სამეცნიერო ბანაკის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია: სამეცნიერო ბანაკის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. ამასთანავე, სამეცნიერო ბანაკში მუშაობის შედეგად მიღებული პრაქტიკული მასალები გამოქვეყნდება ელექტრონული სამეცნიერო კრებულის ფორმით არაუგვიანეს 2022 წლის ივნისისა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"