საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო - ''რომივერია'' გაიხსნა

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „რომივერიას“ პარტნიორობით თანამედროვე სტანდარტების, იტალიური პურის საწარმო გაიხსნა.

საქართველოს ბანკი

კომპანია „რომივერია“ 2019 წელს დაარსდა. ის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში  თანამედროვე სტანდარტების საცხობისა და ნახევარფაბრიკატების პროექტს ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 1.000.000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 750.000 ევროს, ხოლო საქართველოს ბანკის ფინანსური ჩართულობა - 250.000 ევროს აღწევს. 

პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი. „რომივერია“ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს, ისეთს როგორიცაა:  მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.

საწარმო „რომივერია“-ს პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება როგორც ადგილობრივ  ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე.  

„რომივერია“ არის ადგილი, სადაც იტალიური ტექნოლოგიები ერწყმის ქართულ მიწას და სულს იმისათვის, რომ შეიქმნას გემრიელი, უვნებელი პროდუქტი. მოხარული ვართ, რომ ბანკთან პარტნიორობით ჩვენს მომხმარებელს გემრიელ სიახლეებს ახალი საწარმოს მეშვეობით შევთავაზებთ“,- განაცხადა კომპანია „რომივერიას“ დირექტორმა, გიორგი წარიამ.

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის ახალი საწარმოს მეშვეობით „რომივერია“ შეძლებს მომხმარებელს მაღალის ხარისხის პური და ნახევარფაბრიკატები შესთავაზოს. ჩვენი მიზანიც  სწორედ  ესაა, ბიზნესის მეტი ხელშეწყობა, წახალისება, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისინი და მათთან ერთად შევქმნათ მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი ეკონომიკა და ადგილობრივი წარმოება ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციითვის, საწარმო „რომივერია“-ში ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCPის სისტემები. ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს - EURO-1.