📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკი მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად, აგროსექტორში ბიზნესის დაწყების მსურველებს, შეთავაზებას უკეთებს. კერძოდ, ბანკი მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს. რაც იმას ნიშნავს რომ, მათ ვისაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სურს მასზე ლურჯი მოცვის და ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს, ბანკი მათ დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სესხი ითვალისწინებს შესაბამისი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობასაც. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის. სესხის მინიმალური მოცულობა - 20,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური კი 500,000 ლარს შეადგენს. მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის კი ბანკი მათ 48 თვემდე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას, წავახალისოთ სექტორში უკვე დასაქმებული თუ პოტენციური მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად მომხმარებელს, რომელსაც სურს ლურჯი მოცვის ან ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს და საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, ვთავაზობთ საჭირო ფინანსებზე წვდომას მათზე მორგებული პირობებით. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება დაეხმარება მათ, წამოიწყონ მათთვის საინტერესო საქმე, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში",- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი