You can be on Entrepreneur’s cover!

და მოგზაურობა იწყება აქ - ქეთი წულაძის ისტორია პროფესიით სოციოლოგი ვარ და პარალელებს ყოველთვის ვავლებ დიჯითალსა და ჩემ პირველად პროფესიას შორის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

ციფრული ინდუსტრიით 2020 წლიდან დავინტერესდი. პრიორიტეტების გადაფასება ერთი წლის წინ, პანდემიური ვითარებისას, გასულ დეკემბერს დავიწყე. თავდაპირველად დამეუფლა შიში რომ გვიანი ხომ არ არის პროფესიის რადიკალური ცვლილება, მაგრამ შიში მალევე ჩაანაცვლა სიხარულმა, რადგან ვგრძნობდი რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი. ამ გადმოსახედიდან, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სწორედ ციფრულ სამყაროში შებიჯება იყო.

თავიდან გრაფიკული დიზაინს ვსწავლობდი, ამის პარალელურად კი ნინო ჩიტაძისგან მივიღე შემოთავაზება ჩავრთულიყავი სტარტაპ "მიდის" მართვაში, რისიც ძალიან მადლიერი ვარ. ასე დაიწყო ერთ-ერთი ძალიან მნშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. როგორც ერთ-ერთი პარტნიორი ბიზნეს გადაწყვეტილებებში ჩართულობის გარდა თავად ვმუშაობდი კონტენტ მენეჯმენტისა და ქოფირაითინგის მიმართულებითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ვსაქმიანობდი ამ სფეროში გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტი თეორიული ცოდნა მიმეღო და მომეძიებინა შესაფერისი მასალები. შემეძლო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა.

თეორიული ინფორმაციის მოძიებისთვის ვიყენებდი ინტერნეტში არსებულ მასალას. გავიარე სხვადასხვა ონლაინ კურსი Udemy-სა და google-ში. ასევე თვალს ვადევნებდი youtube-ზე მასტერკლასებს და მნიშვენლოვან facebook ლაივებს.

პროფესიით სოციოლოგი ვარ და პარალელებს ყოველთვის ვავლებ დიჯითალსა და ჩემ პირველად პროფესიას შორის. სოციოლოგიური კვლევა და ციფრული სფერო ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში მიღებულ შედეგებს აანალიზებ. ციფრულ სფეროში ბევრად უფრო ხელშესახებ შედეგებთან გაქვს კავშირი. ყოველდღიურად ხედავ რამ იმუშავა ან რისი შეცვლა აჯობებს. სწორედ, ეს ნაწილია რამაც ყველაზე ძალიან მიმიზიდა დიჯითალისკენ.

ციფრულ სამყაროში მუდმივად იცვლება რაღაცეები და შენც აუცილებლად უნდა დააფდეითდე თუ გინდა, რომ ამ უსწრაფესმა პროცესმა უკან არ მოგიტოვოს. სიახლეებს ყოველთვის უნდა ადევნო თვალყური და სულ უნდა გინდოდეს ამ უწყვეტ განვითარებაში იყო ჩაბმული.

სტარტაპთან მუშაობისას მივხვდი, რომ დამოუკიდებელ კვლევასთან ერთად

პროფესიულ გუნდის გარემოცვაში ყოფნა ძალიან კარგი იქნებოდა, სადაც ბევრად უფრო სწრაფი ტემპით შევძლებდი განვითარებას.

ვთვლი, რომ გამიმართლა და ასე აღმოვჩნდი Noxtton-ში და უკვე სამი თვეა ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ. Noxtton-ში მუშაობის ძალიან კომფორტული მოდელი გვაქვს. შენ საქმესთან არასდროს არ რჩები ბოლომდე მარტო, ყოველთვის შეგიძლია რთულ თასქებში კოლეგების იმედი გქონდეს.

ყოველდღიური შეხვედრებისას ვეცნობით ერთმანეთის სამუშაო გეგმებსაც და ვაზიარებთ მიმდინარე პროექტებს.თავდაპირველად ჯუნიორ ექაუნთის პოზიციით დავიწყე და სულ ახლახან მიდ ლეველზე გადავინაცვლე. ეს სამი თვე იყო ჩემთვის ძალიან დინამიური, დამოუკიდებლად ამ ცოდნის მიღებას ბევრად დიდ დროს მოვანდომებდი. ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე ყველაზე დიდი გამოწვევაა, შეგეძლოს ყველა კლიენტს თანაბრად და ამავდროულად ინდივიდუალურად მიუდგე, საერთო ენა გამონახო როგორც შენი თიმის წევრებთან, ასევე სხვადასხვა კლიენტებთან და ყველას კომფორტული გარემო შეუქმნა. ვთვლი რომ სწავლა და განვითარება უწყვეტი პროცესია და სამომავლოდ ვგეგმავ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას ამ მიმართულებით.

Noxtton-ში აფასებენ შენ შრომას, არავინ არ დაგიკარგავს გაკეთებულ საქმეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კარგი სამუშაო გარემოსთვის.

აქ მიმდინარე პროექტების მეშვეობით ბევრ რამეს ვსწავლობ. ყველა კომპანია, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ არ არის გათვითცნობიერებული ციფრულ სამყაროში და აუცილებელია მათთვის დეტალურად ახსნა რა როგორ მუშაობს. მჭიდრო კავშირი გვაქვს ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან, მათ ვაძლევთ რეკომენდაციებს, თუ როგორ მოახდინონ ციფრულ არხებში სწორი პოზიციონირება.

გამოვყოფდი USAID Tourism matching fund-ის პროექტს, რომლის ფარგლებშიც 50-მდე ტურისტულ კომპანიას ვეხმარებით ციფრულ რეპოზიციონირებასა და საკომუნიკაციო არხების განვითარებაში, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"